Tag Archives: #აშშ

ვაშინგტონში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე ნავთობის ფასების ზრდა შენელდა

ლონდონის ICE ბირჟის მონაცემებით, ვაშინგტონში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, მარტში Brent– ის ფიუჩერსებზე ფასის ზრდა შენელდა. გუშინდელი მონაცემებით, სავაჭრო სესიის დახურვისას, ნავთობის ფასი 54,15 აშშ დოლარი იყო, რაც 1,03% -ით მეტია წინა სავაჭრო სესიის დახურვის მონაცემებზე. თუმცა, მანამდე, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 2.11% -ით იზრდებოდა და ბარელზე 54,73 დოლარიც კი შეადგინა. ოთხშაბათს ტრამპის მომხრეები, არჩევნებში საბოლოოდ დამარცხების შესახებ ინფორმაციის მიღების ...

Read More »

ირანი აცხადებს, რომ განაახლა ურანის გამდიდრება

ირანის მთავრობის განცხადებით, ქვეყანამ მიწის ქვეშ მდებარე ობიექტზე განაახლა ურანის 20 პროცენტით გამდიდრება – რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს ზღვარს, რომელიც ირანს 2015 წელს, საერთაშორისო ბირთვული ხელშეკრულებით დაუწესდა. მთავრობის პრესმდივანმა, ალი რაბიეიმ 4 იანვარს განაცხადა, რომ ფორდოს ობიექტზე ამ სამუშაოს დაწყების ბრძანება გასცა პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ. ეს არის ირანის მხრიდან გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც არღვევს საერთაშორისო ხელშეკრულებას. იმ ხელშეკრულებით ირანს შეუმსუბუქდა ...

Read More »

ნორვეგიულმა საერთაშორისო კომპანიამ, „დეტ ნორსკე ვერიტასმა“ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეწყვიტა

ნორვეგიულმა საერთაშორისო კომპანიამ, „დეტ ნორსკე ვერიტასმა“ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეწყვიტა. ნორვეგიის სერტიფიკაციის და კლასიფიკაციის კომპანიაში აცხადებენ, რომ გაზსადენის ამუშავებისთვის საჭირო სერტიფიკატის გაცემის პროცესი ამერიკული სანქციების გამო შეწყდა. აშშ-ის სანქციები, რომელიც პირველ იანვარს, აშშ-ის კონგრესში თავდაცვის ბიუჯეტის მიღებით ამოქმედდა, ფაქტობრივად უკრძალავს უცხოურ კომპანიებს მილსადენისთვის შემოწმების, ინსპექტირების და სერტიფიკაციის სერვისების მიწოდებას. კომპანიებს 30 დღე ეძლევათ პროექტიდან გასასვლელად, წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციები ემუქრებათ. ...

Read More »

კრემლმა ისაუბრა “ჩრდილოეთის ნაკადი 2” – ის წინააღმდეგ აშშ-ს სანქციების შესახებ

“ჩრდილოეთის ნაკადი 2” – ზე მიმართულმა ახალმა ამერიკულმა შეზღუდვებმა შეიძლება გაართულოს მისი განხორციელება, მაგრამ რუსეთი და მისი ევროპელი პარტნიორები დაინტერესებულნი არიან ამ პროექტის დასრულებით, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უახლოეს მომავალში “ჩრდილოეთის ნაკადი 2” – ის პროექტის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მიღებას გეგმავს, იტყობინება Reuters. ამავე დროს, როგორც რუსეთი, ასევე მისი ევროპელი პარტნიორები დაინტერესებულნი არიან პროექტის ...

Read More »
ნავთობის ფასი 40 დოლარზე დაბლა დაეცა

აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 562 ათასი ბარელით შემცირდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 562 ათასი ბარელით შემცირდა და შეადგინა 499.534 მლნ ბარელი. ბენზინის მარაგები შემცირდა 1125 ათასი ბარელით და შეადგინა 237,754 მლნ ბარელი.დისტილატების მარაგები შემცირდა 2325 ათასი ბარელით და შეადგინა 148,934 მლნ ბარელი.

Read More »

აშშ-მა ჩინეთის, არაბეთის გაერთიანებული საემირატოებისა და ვიეტნამის კომპანიებს სანქციები დააკისრა

აშშ-მა სანქციები დააკისრა ჩინეთის, არაბეთის გაერთიანებული საემირატოებისა და ვიეტნამის რიგ კომპანიებს ირანთან სანავთობო სფეროში თანამშრომლობის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო. სანქციის სიაში მოხვდა ასევე ერთი ვიეტნამელი მოქალაქე, რომელიც დაკავშირებულია ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების ვიეტნამურ კორპორაციასთან.გარდა ამისა, აშშ-მა სანქცია დააკისრა არაბეთის გაერთიანებული საემირატოების ორ კომპანიას ირანში ნავთობისა და გაზის მოპოვების მხარდაჭერის გამო, ორ ჩინურ კომპანიასა და ვიეტნამური კორპორაციას. ...

Read More »