Tag Archives: #ნავთობკომპანიები

ფასების ინტენსიური ვარდნის გამო, ნავთობის ბაზარზე გაურკვევლობაა

ნავთობის ფასი ვარდნას პარასკევსაც აგრძელებს იმის გამო, რომ ინვესტორების მოლოდინები ჩინეთში ნედლეულზე მოთხოვნის ზრდასთან დაკავშირებით განელდა, ხოლო აშშ–ის რეზერვების მოცულობა იზრდება. წლის დასაწყისში ნავთობის ფასების მერყეობა ბარელზე დაახლოებით $10–ს შეადგენს. Bloomberg წერს, რომ ერთის მხრივ, ბაზარი ნავთობზე მოთხოვნას ელოდება მას შემდეგ, რაც ჩინეთმა პანდემიის გამო შემოღებული კარანტინი მოხსნა, თუმცა, მეორეს მხრივ, ინვესტორები შიშობენ, რომ განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკური აქტივობა შენელდება. ამ ...

Read More »
ლისის ტბის მიმდებარედ 1500 ხე-მცენარე დაირგო

ქალაქებში მეტი ხის დარგვამ შეიძლება ათასობით სიცოცხლე გადაარჩინოს

თუ ურბანულ ზონებში უფრო მეტ ხეს დავრგავთ ზაფხულში ტემპერატურის შემცირების მიზნით, შეიძლება ერთი-მესამედით შემცირდეს ცხელი ამინდით და სითბური ტალღებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევები. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება. მოდელირებით დადგინდა, რომ ხეების საფარის 30 პროცენტით გაზრდამ, ზაფხულის თვეებში, ადგილობრივი ტემპერატურა საშუალოდ 0,4 გრადუსით უნდა შეამციროს. კვლევის მიხედვით, 2015 წელს, ევროპის 93 ქალაქში მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებული 6700 ნაადრევი სიკვდილი დაფიქსირდა; ამის ერთი-მესამედის პრევენცია შესაძლებელი ...

Read More »

Shell-ის მოგებამ უკანასკნელი 115 წლის მაქსიმუმს მიაღწია

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ენერგიის ფასები მკვეთრად გაიზარდა, რის შედეგადაც, ნავთობისა და ბუნებრივი აირის გიგანტ Shell-ის მოგებამ 2022 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ბრიტანული კომპანიის მოგება 2021 წელთან შედარებით გაორმაგდა და უკანასკნელი 115 წლის მაქსიმუმი, $39.9 მილიარდი შეადგინა. გასულ წელს Shell-ის მიერ დაფიქსირებული მოგება ორჯერ აღემატება 2021 წლის $19.3 მილიარდს და მათ შორის კომპანიის წინა რეკორდსაც, რომელმაც 2008 წელს $31 მილიარდი ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 4,1 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები გაიზარდა 04,1 მლნ  ბარელით და შეადგინა 452,7 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  გაიზარდა 2,6 მილიონი ბარელით  და შეადგინა  234,6 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა 2,3 მილიონი ბარელით და შეადგინა  1157,6 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა  და შეადგინა 12,2 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

Read More »

დღეიდან რუსულ კომპანიებს ნავთობის ფასდაკლებით გაყიდვა აეკრძალათ

დღეიდან რუსულ კომპანიებს ეკრძალებათ ნავთობის გაყიდვა იმ კონტრაქტებით, რომლის ტექსტშიც G7-ის ქვეყნების მიერ დაწესებული ფასის ზღვარი (price cap) არის გათვალისწინებული. შესაბამის განკარგულებას პუტინმა 2022 წლის ბოლოს, G7-ის ქვეყნების მიერ price cap-ის შემოღების საპასუხოდ მოაწერა ხელი. ემბარგოს თანხმად, 5 თებერვლიდან G7-ის ქვეყნებსა და ევროკავშირში რეგისტრირებულ კომპანიებს რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება, ასევე, მათი საზღვაო გადაზიდვის შესაბამისი მომსახურება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2023 წლის 30 იანვრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  84.90  (-  1.76)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  77.90   (-   1.78)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
მაისიდან ბენზინისა და დიზელის ხარისხის კონტროლი განხორციელდება

ბენზინი მალე 2 ლარი ეღირება – საწვავის გაიაფება გაგრძელდება, მისი გაძვირება გამორიცხულია

ნავთობპროდუქტების გაიაფების ტენდენცია გრძელდება. ბოლო რამდენიმე თვეა, ფასს გეზი კლებისკენ უჭირავს და ამის განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი გლობალურ ბაზრებზე ფასების მხრივ მიმდინარე ცვლილებაა, განსაკუთრებით კი რუსული ნავთობპროდუქტების გაიაფება. ტენდენცია, ძირითადად, შეიმჩნევა მცირე და საშუალო არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე, სადაც ფასი უკვე 2 ლარს უახლოვდება და კიდევ შეიძლება შემცირდეს. საბითუმო ბაზარზე ბენზინის ღირებულება 2 ლარზე დაბლაა. კერძოდ, ამ ეტაპზე 1 ლიტრი ბენზინის საბითუმო ...

Read More »
“ფრონტერა” საქართველოში ბუნებრივი აირის მარაგების შესახებ ახალ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ნავთობის სექტორში შესაძლოა “ფრონტერა” დაბრუნდეს

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ “ფრონტერას” ბლოკზე შესაძლოა, განახლებული ტენდერი გამოაცხადოს. როგორც “ბიზნესპარტნიორს” სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ტატიშვილმა განუცხადა, “ფრონტერამ” საერთაშორისო არბიტრაჟის დავალების თანახმად, სალიცენზიო ბლოკის 99% დააბრუნა. მას დარჩენილი აქვს 1%, სადაც ნავთობის და გაზის კორპორაცია მუშაობს. “თავად “ფრონტერას” მენეჯერი კომპანია ლიკვიდაციის რეჟიმშია. ვიდრე ლიკვიდაციის პროცესია, იქ რომ ეკონოგიური მდგომარეობა არ გაუარესდეს და ნავთობი არ დაიღვაროს, ეს ნავთობი მთლიანად სახელმწიფოს ...

Read More »

პაკისტანი რუსეთიდან ნედლი ნავთობის ყიდვას აპრილში დაიწყებს

პაკისტანის ნავთობის სახელმწიფო მინისტრ მუსადიკ მალიკის განცხადებით, პაკისტანი რუსეთიდან ნედლი ნავთობის ყიდვას აპრილში დაიწყებს, მას შემდეგ რაც შეთანხმებული იქნება ყველა კომერციული პირობები, მათ შორის პაკისტანის ეროვნულ ვალუტაში გადახდის საკითხიც. „მარტში რუსეთთან შეთანხმების ყველა კომერციული პირობა შეთანხმებული იქნება, რის შემდეგაც რუსული იაფი ნედლი ნავთობი აპრილში დაიწყებს პაკისტანში გადინებას. ეს ორივე ქვეყნისთვის მოგებიანი იქნება“, – აცხადებს მინისტრი. როგორც რუსული სამთავრობო მედია იტყობინება, რუსეთთან შეთანხმების ...

Read More »
ნავთობის ფასი 6-წლიან მინიმუმამდე დაეცა

საწვავზე ფასები 25-30%-ით შემცირდა და კლების ტენდენცია ახლო მომავალშიც გაგრძელდება – ვასილ ხორავა

რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში Wissol-ის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ საწვავის ფასებზე, 2023 წლის პროგნოზებსა და დიზელზე ევრო-5-ის სტანდარტის შემოღებაზე ისაუბრა. მისი თქმით, გასულ წელთან შედარებით საწვავზე ფასები 25-30%-ით შემცირდა და კლების ტენდენცია ახლო მომავალშიც გაგრძელდება. „გასული წელს საწვავის არანორმალური ფასები ვნახეთ. ასეთი ნიშნულები ისტორიას არ ახსოვს. საქართველო საწვავის იმპორტიორი ქვეყანაა და ამ გაზრდილმა ფასებმა ჩვენს შიდა ბაზარზე პოვა ასახვა. ფასების ...

Read More »