Tag Archives: #ენერგოსექტორი

ბუღაძე ნამახვანზე: კრემლის აგენტურისგან კულტურული განცხადებით გამიჯვნა საკმარისი არ არის

“დიდი პატივისცემით ნამახვანჰესის პროტესტის უშუალო ლიდერების მიმართ – სრულიად მესმის და ვაფასებ მათ სულისკვეთებას, მაგრამ ვფიქრობ კრემლის აგენტურისგან კულტურული განცხადებით გამიჯვნა საკმარისი არ არის – მთელმა ამ შავრაზმულ-პუტინისტურმა შანტრაპამ, კრებით-კონკრეტული ვასაძე-ისაკაძე-კორკოტების სახით, ბუნებრივად ვერ უნდა იგრძნონ თავი ჯანსაღი პროტესტის პროცესში”, – მწერალი ლაშა ბუღაძე “ნამახვანჰესის” საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს მიმართავს. “არა მგონია, სწორი იყოს იმის თქმა, რომ ვისაც უნდა, პროტესტს უნდა ...

Read More »

“რატომ ვისმენთ პოლიტიკურ და ძალადობრივ განცხადებებს იმ ადამიანებისგან, ვინც იცის, რა დადებითი მხარეები აქვს საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას”

სხვადასხვა გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური გარემოსდაცვითი ექსპერტი ხელახლა ატარებს პროცესის მონიტორინგს, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძე განაცხადა. მისი თქმით, დაიწყო მედიაცია ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლის მიერ. „ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ გადაიზარდა ეს ყველაფერი ქუჩაში, რატომ ვისმენთ ჩვენ კვლავ პოლიტიკურ და ძალადობრივ განცხადებებს ქუჩიდან „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც ზუსტი ინფორმაცია ...

Read More »
ხვალ პარლამენტში კახა კალაძეს მოუსმენენ

“ჩემი მინისტრობის პერიოდში ყველაზე მეტი ჰიდროელექტროსადგური აშენდა”

თბილისის მერი კახა კალაძე ნამახვანჰესისი საწინააღმდეგო აქციას გამოეხმაურა და მისი თქმით ქვეყანაში, რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს. “ჩემი პოზიცია არის ის, რომ რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს ქვეყანაში. მაქსიმალურად რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ ის რესურსები, რომელიც ქვეყანას აქვს, იმისთვის რომ მე, თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ ვიყოთ დამოკიდებული რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან შემოტანილ ელექტროენერგიაზე. რა თქვა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: გაზპრომის ირგვლივ მიზანმიმართული სპეკულაციები ხორციელდება

“ყველა ადამიანს აქვს პროტესტის გამოხატვის თავისუფლება აქციების მეშვეობით, აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ნორმალურია ის, რაც ხდება”

ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის პროტესტის გამოხატვის თავისუფლება აქციების მეშვეობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე კომენტარისას განაცხადა. „ჩვენს ქვეყანაში, 2012 წლიდან მოყოლებული, არის სრული თავისუფლება და დემოკრატია. რეალური ჭეშმარიტი დემოკრატია. ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის პროტესტის გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის აქციების მეშვეობით. აქედან გამომდინარე, ჩემთვის არის აბსოლუტურად ნორმალური ის, რაც ...

Read More »

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე კარვებს გაშლიან

გოლეთიანის განცხადებით, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე კარვებს გაშლიან და 12:00 საათამდე დაელოდებიან ხელისუფლების გადაწყვეტილებას მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით. „დღეს ეს მოედანი დაიფარება კარვებით, აქ ვრჩებით, მეგობრებო, ხვალ 12:00 საათამდე ველოდებით პასუხს, ნების გამოხატვას ხელისუფლების მხრიდან, რომ სრულდება ყველა ჩვენი მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრძოლა ვითარდება, ჩვენი ერთობა იკრებს კიდევ უფრო დიდ ძალას და ჩვენი მშვიდობიანი, სამართლიანი, არგუმენტირებული ბრძოლა მოარყევს ხელისუფლებას, მას აღარ დარჩება ...

Read More »

ვარლამ გოლეთიანი: “ენკამ” უნდა დატოვოს რიონის ხეობა

“რიონის ხეობის მცველმა” და აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა სიტყვით გამოსვლისას ის მთავარი მოთხოვნები დაასახება, რომელიც აქციის მონაწილეებს აქვთ, კერძოდ: “ნამოხვანჰესის საკითხთან დაკავშირებით, ამოწურულია ყველანაირი დიალოგი ხელისუფლებასთან. დღეს დასრულდა შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენ დავსხდარიყავით მათთან და ეს მოჩვენებითი დიალოგები გაგვემართა, ან გავმართოთ. ამიტომ, დღეს ჩვენი მოთხოვნები არის მკაფიო, კომპანია ენკამ უნდა დატოვოს რიონის ხეობა, უნდა გაწყდეს ის ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება, რომელიც დადებულია კომპანიასთან და რომელიც გულისხმობს რიონის ...

Read More »

“დღესავით ნათელია, რუსული ინტერესები საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების შეფერხების საქმეში”

ექსპერტი ანდრია გვიდიანი რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე მოვლენებს საკუთარ facebook გვერედზე გამოეხმაურა. პოსტს უცველად გთავაზობთ: “უამრავი აქცია გვინახავს, უამრავი შეძახილი მოგვისმენია, მაგრამ იმაზე მძიმე სანახავი, რაც დღეს რესპუბლიკის მოედანზე ხდება, იშვიათად მახსენდება. რთულია, როდესაც ტელევიზორს რთავ და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ორგანიზებულ აქციას უყურებ შენივე დედაქალაქში. ამაზე უფრო რთული სანახავია, როდესაც შენი ქვეყნის მოქალაქეები ამ ყველაფერში მონაწილეობენ, თან დიდი სიამოვნებით. სამწუხაროდ, საზოგადოების ...

Read More »
გადამუშავებული ნახშირბადის მომავალი და მისი გავლენა კლიმატის ცვლილებებზე

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა გადაწყვიტეს, უარი თქვან წიაღისეულ ენერგომატარებლებზე

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ, წლის ბოლომდე შეწყვიტონ ქვანახშირის პროექტების დაფინანსება და თანდათან შეაჩერონ დანარჩენი წიაღისეული ენერგომატარებლების, მათ შორის ნავთობისა და გაზის, მხარდაჭერა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება დასკვნით კომუნიკეზე დაყრდნობით. ამგვარი სტრატეგიის მიზანია, გლობალური ტემპერატურის მატება ცელსიუსით 1,5 გრადუსით შეიზღუდოს. ამავე დროს „დიდი შვიდეულის“ მთავრობებს გადაწყვეტილი აქვთ, მათმა პარტნიორებმაც მისდიონ მათ მაგალითს და უკვე 2030 წლისთვის გადავიდნენ სატრანსპორტო საშუალებებზე ნულოვანი ემისიით. ...

Read More »

ნამახვანჰესი – საფრთხე თუ შესაძლებლობა?

შესავალი ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას, რომელთა მთლიანი სიმძლავრე 433 მეგავატი, პოტენციური წლიური გამომუშავება კი 1496 მლნ. კვტსთ (2020 წლის მთლიანი გამომუშავების თითქმის 13%) იქნება. ჰესი მდინარე რიონზე, ქუთაისიდან სულ რაღაც 20 კმ-ში უნდა აშენდეს. პროექტს ორი კომპანია, ნორვეგიული Clean Energy Group (10%-იანი წილით) და თურქული ENKA Insaat ve Sanayi AS (90%-იანი წილით) ახორციელებს. ჰესზე მოქმედებს საქართველოს მთავრობის ელექტროენერგიის ...

Read More »

გიორგი კაპანაძე: „ენერგეტიკა ეკონომიკის უპირველესი დარგია და აქ დაშვებული შეცდომები აზარალებს მთელ ქვეყანას“

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების 6 თვით გადავადებას რეფორმის ჩავარდნად მიიჩნევს. აფბამ ამის შესახებ ახლახანს სპეციალური განცხადება გააკეთა და ბირჟის ვერამოქმედების მიზეზებზე სასაუბროდ პარლამენტის თავმჯდომარეს საპარლამენტო მოსმენის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა. აფბას განცხადების შემდეგ ბირჟის ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ ბირჟა მართლაც ვერ ამოქმედდება 2020 წლის 1 ივლისს და რომ ეს პროცესი 6 თვით გადაიდო. ირინა მილორავამ ...

Read More »