Tag Archives: #ტესლა

"ტესლას" ახალი ელექტრომობილი ერთჯერადად 320 კილომეტრს გაივლის

ტესლას შანხაის ქარხანა ელექტრომობილს მხოლოდ 38 წამში აწყობს

შანხაიში მდებარე Tesla-ს ქარხანა გახდა მსოფლიოში ყველაზე პროდუქტიული ელექტრომობილების ასაწყობი ქარხანა. მიზეზი ის არის, რომ ეს ქარხანა კვირაში შვიდი დღე მუშაობს. ამრიგად, ერთი Tesla-ს აწყობას სულ რაღაც 38 წამი სჭირდება. შეგახსენებთ, რომ Tesla-ს ჩინურმა ქარხანამ 2021 წელს 480 000-ზე მეტი მანქანა გაგზავნა. ეს არის ნახევარზე მეტი იმ 936,000 მანქანიდან, რომელიც ამერიკულმა ავტომწარმოებელმა მთელ მსოფლიოში შარშან მიაწოდა. წყარო: bfm.ge

Read More »

კომპანია “ტესლა” 53,822 ავტომობილს უკან გაიხმობს

Tesla უკან გაიხმობს თავის 53,822 ავტომობილს “სრული თვითმართვის” მძღოლის დამხმარე ფუნქციით. ამის შესახებ CNN წერს. ეს შეეხება Model S, X, 3 და Y მანქანებს, რომლებსაც აქვთ”სრული თვითმართვის” პროგრამული უზრუნველყოფის ბეტა ვერსია. “სრული თვითმართვა” არის მძღოლის დამხმარე ფუნქცია, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ერთ დღესაც ადამიანს აღარ დასჭირდება მანქანის მართვა. ტექნოლოგია ზოგჯერ შეუფერხებლად მართავს Tesla-ს მანქანებს და ემორჩილება საგზაო მოძრაობის წესებს, როგორიცაა ...

Read More »

TESLA წელს გაყიდვების 50%-იან ზრდას ელის

ილონ მასკის განცხადებით, მიწოდების ჯაჭვის პრობლემების მიუხედავად, 2022 წელს Tesla–ს გაყიდვები, გასულ წელთან შედარებით, 50%-ზე მეტით გაიზრდება. როგორც BBC წერს, 2021 წელს Tesla-ს გაყიდვები 71%-ით, $53.8 მლრდ-მდე გაიზარდა და კომპანიამ მომხმარებელს 936 000-ზე მეტი მანქანა მიაწოდა. შესაბამისად, ელექტრომობილების მწარმოებელმა გასულ წელს რეკორდული $5.5 მლრდ-ის მოგება მიიღო. “2021 წელი იყო გარღვევა Tesla-სთვის და ზოგადად ელექტრო მანქანებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვებრძოდით ...

Read More »

Tesla თურქეთში ოფიციალურად შევიდა

ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Tesla ოფიციალურად კიდევ ერთ ქვეყანაში შევიდა. ეს არის საქართველოს მეზობელი თურქეთი, სადაც კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა და 3,72 მლნ დოლარის კაპიტალდაბანდება მოხდა. კომპანიის უახლოეს გეგმაშია სადილერო ცენტრის გახსნა, რათა გაყიდოს ამ დროისთვის ხელმისაწვდომი ოთხივე მოდელი (Model 3, Y, S და X) და ამავდროულად გამართოს დამტენი ქსელური სადგური Supercharger, რომელიც თავის მხრივ მოიცავს მეზობელ ბულგარეთს, სერბეთს და ...

Read More »
"ტესლას" ახალი ელექტრომობილი ერთჯერადად 320 კილომეტრს გაივლის

Tesla-ს ელექტრომობილები ახალი ტიპის ელემენტებით გამოვა

კომპანია Panasonic ემზადება ახალი ლითიუმ-იონის ელემენტების წარმოებისთვის, რომლის შემდეგაც კომპანია Tesla-ს მიერ წარმოებული ელექტრომობილები 20%-ით უფრო მეტი მანძილის დაფარვას შეძლებენ, ვიდრე აქამდე. ეს კი თავად Panasonic-ს საშუალებას მისცემს უკეთესი კონკურენცია გაუწიოს ელემენტების მწარმოებელ სამხრეთ კორეულ და ჩინურ კომპანიებს. მოსალოდნელია, რომ ახალი ტიპის ელემენტები ელექტრომობილებს სვლის მარაგს მნიშვნელოვნად გაუზრდის. იაპონური კომპანიის ინფორმაციით, ამ ტიპის ელემენტებით ავტომობილების წარმოება დაჩქარდება, სწორედ ამ მიზნისთვის ...

Read More »

Tesla-ს Cybertruck-ის გამოსვლა კიდევ ერთხელ, 2023 წლამდე გადაიდო

2021 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ Cybertruck-ის, Tesla-ს პირველი ელექტრო პიკაპის გამოშვება 2022 წლამდე გადაიდო. ეს სიახლე მაშინ სიურპრიზი არ ყოფილა, რადგან მანამდე ჩვენ ვნახეთ თუ რამდენჯერ გადადო წარმოების ხარვეზების აღმოსაფხვრელად ტესლამ Model 3-ის გამოშვება. თუმცა, ახლა ცნობილი გახდა, რომ ელექტრო პიკაპს ვერც 2022 წელს ვიხილავთ და მასკმა მისი გამოშვება 2023 წლამდე გადადო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. კომპანიასთან დაახლოებულმა ...

Read More »

Tesla-მ უსაფრთხოების პრობლემის გამო ნახევარ მილიონამდე ელექტრომობილი უკან გამოიხმო

გასულ კვირას შეერთებული შტატების საგზაო უსაფრთხოების მარეგულირებელი ორგანოს განცხადებით, ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla 475 000 ავტომობილს უკან გამოიხმობს. მიზეზი უსაფრთხოების პრობლემა გახლავთ, რომელიც უკანა ხედვის კამერასა და საბარგულთან არის დაკავშირებული. მათი ცნობით, აღნიშნული პრობლემები საგზაო შემთხვევის ალბათობას ზრდიდნენ. გარდა ამისა, შეერთებული შტატების საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაცია კიდევ ერთ პრობლემასაც განიხილავს. ისინი, მძღოლის დამხმარე სისტემის შემოწმების პარალელურად, კამერასთან დაკავშირებულ ხარვეზს ჯერ ...

Read More »

ილონ მასკის განცხადებით, პირველ CyberTruck-ს ოთხი ძრავა ექნება

2022 წელს, პირველი CyberTruck-ის საწარმოო ხაზში ჩაშვებას უამრავი ჩვენგანი ელოდება. ყველას გვაინტერესებს, თუ რა იქნება მასში ისეთი განსაკუთრებული, რამაც მისი წარმოების პერიოდი ასე ძლიერ გაახანგრძლივა. შესაბამისად, დროდადრო ისეთ სიახლეებსაც ვიგებთ, რაც ჩვენს ავტომოყვარულ ცნობისმოყვარეობას მცირედით, თუმცა მაინც აკმაყოფილებს. როგორც ცნობილი ამერიკელი მილიარდერი, Tesla-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი იუწყება, პირველ CyberTruck-ებს 4 ძრავა ექნება. მისი განმარტებით, ამგვარად ავტომობილს შეეძლება, ...

Read More »

Tesla გერმანიაში წარმოებას დეკემბერში დაიწყებს

Automobilwoche-ის ცნობით, Tesla გერმანიაში ვადაგადაცილებულ წარმოების ოპერაციებს დეკემბერში დაიწყებს. გამოცემის შეფასებით, 2022 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში 30,000 Tesla-ს ავტომობილი იქნება წარმოებული. ელექტრომობილების კომპანიას გერმანიაში წარმოება ივლისში უნდა დაეწყო, თუმცა ოპერაციების დაწყება კომპანიამ გარემოსდაცვითი ნებართვის ვერ მიღების გამო გადადო. ჟურნალის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ადგილობრივი მარეგულირებელი ორგანოები საჭირო ნებართვებს რამდენიმე დღეში გასცემენ. ბერლინის მახლობლად Gigafactory-ში უკვე დასრულდა Model Y-ის ხუთი ერთეულის წარმოება, თუმცა არა საწარმოო ხაზზე. Automobilwoche-ს ცნობით, იანვარში სერიული წარმოება ...

Read More »

Tesla-ს ავტომობილების განბლოკვის აპლიკაციის გათიშვამ ასობით მძღოლი უმანქანოდ დატოვა

Tesla-ს ავტომობილების ასობით მფლობელი, რამდენიმე საათის განმავლობაში, მანქანის გამოყენებას ვერ ახერხებდა. მიზეზი იმ აპლიკაციის დროებითი გათიშვაა, რომლითაც ავტომობილების მთელი კომპიუტერული სისტემის მართვაა შესაძლებელი, – ამის შესახებ BBC წერს. შეფერხების განმავლობაში, 500-მდე მძღოლმა დაწერა სოციალურ ქსელში პრობლემის შესახებ. ილონ მასკმა, ამ პოსტების პასუხად, Twitter-ზე დაწერა: „ვამოწმებთ“. დაახლოებით 5 საათის შემდეგ, აპლიკაცია კვლავ ამუშავდა. „ბოდიშს გიხდით. მივიღებთ ზომებს, რომ ეს აღარ განმეორდეს“, – ...

Read More »