Tag Archives: #გენერატორი

ისრაელმა ხერსონის რეგიონს 17 გენერატორი გადასცა

ისრაელმა ხერსონის რეგიონს სხვადასხვა სიმძლავრის 17 გენერატორი გადასცა. ამ ინფორმაციას 20 დეკემბერს უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს. “მოხარული ვართ, რომ ისრაელს აქვს შესაძლებლობა, დაეხმაროს უკრაინას ომის ამ რთულ პერიოდში. ვისურვებდი, რომ ყველა უკრაინული სახლი იყოს განათებული, არ დაინგრეს და არ დადგეს ამ მძიმე განსაცდელების წინაშე, რომელიც უკრაინას შეემთხვა.” – განაცხადა უკრაინაში ისრაელის ელჩმა მაიკლ ბროდსკიმ. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ, რომელიც ესწრებოდა ...

Read More »

ლატვია უკრაინული მედიისთვის გენერატორების შესაძენად 500 000 ევროზე მეტს გამოყოფს

ლატვიის მთავრობა დათანხმდა, გამოყოს თითქმის 560,000 ევრო (593,292 აშშ დოლარი) უკრაინული მედიისთვის გენერატორების შესაძენად, იტყობინება Delfi. ლატვიის მხარდაჭერა მიზნად ისახავს, დაეხმაროს მედიის მუშაობას უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების ფონზე. 29 ნოემბერს კულტურის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ სთხოვა ევროკავშირის ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ უკრაინის კულტურისა და მედიის სექტორს მომავალი ზამთრის ფონზე. უკრაინამ უკვე მიიღო 50 გენერატორი ხორვატიიდან, 100 საფრანგეთიდან და 50 ...

Read More »

ესტონეთმა უკრაინას გენერატორები გადასცა

ესტონეთმა უკრაინას კიდევ 11 ავტობუსი, გენერატორები და ენერგეტიკული აღჭურვილობა გადასცა. ამის შესახებ, ესტონეთში უკრაინის ელჩმა, მარიანა ბეცამ Twitter-ზე დაწერა. “ესტონეთიდან უკრაინაში კიდევ 11 ავტობუსი, გენერატორები და ელექტრომოწყობილობი გაიგზავნა, კერძოდ, ჟიტომირში, ხარკოვში, ბუჩასა და პოლტავში. მადლობას ვუხდით ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, უკრაინის კულტურის სამინისტროს და ესტონეთის ეკონომიკის სამინისტროს უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დასახმარების გაგზავნისთვის”, – წერს ის.

Read More »

აზერბაიჯანმა უკრაინას 45 ტრანსფორმატორი და 50 გენერატორი გადასცა

აზერბაიჯანმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გადასცა, მათ შორის 45 ელექტროტრანსფორმატორი და 50 გენერატორი. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 დეკემბერს განაცხადა. ტვირთი ოთხი სატვირთო მანქანით გაიგზავნა. დახმარების ჯამური წონა 52.2 ტონაა, ღირებულება კი 800 000 დოლარზე მეტია, ენერგეტიკული ტექნიკა Azerenergy-მ უზრუნველყო. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინისთვის გადაცემული ჰუმანიტარული დახმარების ჯამური მოცულობა დაახლოებით 17.5 მილიონი დოლარია. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ...

Read More »

საფრანგეთმა უკრაინას 100 გენერატორი გადასცა

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ფარიდ საფაროვის განცხადებით, საფრანგეთმა უკრაინას 100 გენერატორი გადასცა. “უკრაინელ ენერგეტიკოსებს ამ ომში რუსეთთან მეორე ფრონტი უჭირავთ – ენერგეტიკული ფრონტი. და გამოწვევები, რომლებსაც ისინი აწყდებიან უპრეცედენტოა. ასეთ პირობებში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა ძალიან ღირებულია. ჩვენ მადლობას ვუხდით საფრანგეთს მხარდაჭერისთვის და განსაკუთრებით ამ გენერატორებისთვის, რომლებიც ამ მძიმე ზამთრის გადალახვაში დაგვეხმარება”, – განაცხადა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ. უკრაინაში საფრანგეთის ...

Read More »

უკრაინული მედია: “საქართველოს მოქალაქეებმა უკრაინისთვის 200 გენერატორის თანხა 8 დღეში შეაგროვეს”

მაშინ, როცა უკრაინამ საქართველოს მთავრობას გენერატორებით დახმარება სხოვა და მისგან პასუხად უარი მიიღო, ქართველებმა გადაწყვიტეს, საკუთარი სახსრებით ეყიდათ აღნიშნული გენერატორები და საჩუქრად გადაეცათ ომში მყოფი ქვეყნისთვის. ინიციატივის “გაუზიარე სინათლე” ფარგლებში უკვე 200 გენერატორის საყიდლად სამყოფი თანხა შეგროვდა და ეს ყველაფერი 8 დღეში მოხერხდა. აქცია 12 დეკემბრამდე გაგრძელდება. ამ ფაქტს უკრაინული მედია ეხმაურება: „გააზიარე სინათლე“ ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებმა უკრაინისთვის 200 გენერატორისთვის ...

Read More »

მადრიდის რეალი უკრაინას 20 გენერატორს გადასცემს

საფეხბურთო კლუბი მადრიდის რეალი საკუთარი ფონდის მეშვეობით, უკრაინას დასახმარებლად 20 გენერატორს გადასცემს. ამ ნაბიჯით, გუნდი დონეცკის შახტარის სოლიდარობის ინიციატივას დაუჭერს მხარს, რომელიც ზამთრის მოსვლასთან ერთად, უკრაინის მოსახლეობის დახმარებას ისახავს მიზნად. უკრაინულმა საფეხბურთო კლუბმა, დონეცკის შახტარმა ევროპულ გუნდებს მიმართა, რომ დაეხმარონ გენერატორების მოპოვებაში, რაც უკრაინელ ხალხს ზამთრის პერიოდის უკეთესად გადასალახად დაეხმარება. მადრიდის რეალი 20 გენერატორს უკრაინის სხვადასხვა ოლქში გაანაწილებს. რუსი ოკუპანტები უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმას პერიოდულად ...

Read More »

შმიგალი: უკრაინაში ყოველდღიურად დაახლოებით 8.5 ათასი გენერატორი შემოდის

უკრაინის ენერგოსისტემა რუსი ოკუპანტების ახალი თავდასხმებისთვის ემზადება, წერს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ფეისბუქზე 20 ნოემბერს. “უკრაინის ენერგოსისტემა ახალი თავდასხმების ქვეშაა. ამიტომ მთავრობა ემზადება მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო სცენარისთვის”, – წერს ის. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უკრაინა გაააქტიურებს ენერგოწარმომქმნელი ობიექტების იმპორტს. “თითოეულ უკრაინელს შეუძლია გენერატორის ან დამტენი სადგურის შემოტანა საზღვარგარეთიდან გადასახადისა და დღგ-ს გადახდის გარეშე. დაახლოებით 8500 გენერატორის კომპლექტი შემოდის დღეში”, – თქვა ...

Read More »