Tag Archives: #ელექტროენერგია

მობილობის კამპანიის ფარგლებში „ტოიოტამ“კონცეპტ მოდელი „LQ“ შექმნა

მობილობის კამპანიის ფარგლებში „ტოიოტამ“კონცეპტ მოდელი “LQ” შექმნა, რომელიც მოწინავე ტექნოლოგიას ავტომობილსა და მძღოლს შორის ემოციური კავშირის დასამყარებლად იყენებს. ამის შესახებ ინფორმაციას „თეგეტა“ ავრცელებს. მათივე ცნობით, LQ აღჭურვილია მართვის ავტომატიზირებული შესაძლებლობებით და ინტერაქტიული აგენტით, (Yui) სადაც ჩამონტაჟებულია ხელოვნური ინტელექტის სისტემა, იმისთვის, რომ მძღოლისგან ისწავლოს და გადმოსცეს პერსონალიზებული მობილობის გამოცდილება. ”წარსულში, მანქანებისადმი ჩვენი სიყვარული გამოწვეული იყო მათი შესაძლებლობებით, რომ წავეყვანეთ შორეულ ადგილებში და ...

Read More »

ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოს 64.5 მლნ. აშშ დოლარი დაუჯდა

საქართველოს ელექტროენერგეტული ბაზრის ოპერატორის, ესკოს, მონაცემებით, 2020 წლის განმავლობაში საქართველომ უცხოეთიდან 1.6 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია შეიძინა, რაც ქვეყანას 64.5 მლნ. აშშ დოლარი დაუჯდა. 2020 წელს იმპორტზე მთლიანი მოხმარების 13% მოდიოდა.  შარშან საქართველომ ელექტროენერგია სულ სამი ქვეყნიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან, შეიძინა.  ყველაზე მეტი დენის იმპორტი აზერბაიჯანიდან განხორციელდა. ამ ქვეყნიდან საქართველომ 726 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია იყიდა, რაც მთლიანი იმპორტის 45%-ია. ...

Read More »

2031 წლისთვის ენერგოსისტემის 18% განახლებადი ენერგიით უნდა შეივსოს

2031 წლისთვის საქართველოს ენერგოსისტემის 18% ქარის და მზის ელექტროსადგურების წარმოებული ელექტროენერგიით უნდა შეივსოს,- აღნიშნულს გადამცემი ქსელის განვითარების ახალი ათწლიანი გეგმა ითვალისწინებს. არსებული პროგნოზით, ათ წელიწადში საქართველოს ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრე 2,2-ჯერ უნდა გაიზარდოს და 10 389 მეგავატს უნდა მიაღწიოს, აქედან 4288 მგვტ მარეგულირებელი ჰესების სიმძლავრე იქნება, 2900 მგვტ მოდინებაზე მომუშავე ჰესების. ჯამში ჰესების წილი ჯამურ დადგმულ სიმძლავრეში 69% უნდა იყოს. 1330 ...

Read More »

ენერგიის შენახვის ტექნოლოგიები

მას შემდეგ, რაც მთელმა მსოფლიომ წიაღისეული საწვავის ალტერნატივების ძიება დაიწყო, საჭირო გახდა ისეთი მოწყობილობის აღმოჩენა და ტექნოლოგიების განვითარება, რომელიც ხელს შეუწყობდა ენერგიის შენახვასა და შემდგომში მის გამოყენებას. მეცნიერებს აქვთ გარკვეული მიღწევები ამ დარგში, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან ბევრია საჭირო იმისთვის, რომ ენერგიის შენახვის სისტემებმა და ტექნოლოგიებმა სრულყოფილი წინააღმდეგობა გაუწიოს წიაღისეულ საწვავს. ენერგიის შენახვის ტექნოლოგიას პირველ რიგში განაპირობებს ის ფაქტორი, თუ ...

Read More »

ბექა ლილუაშვილი: “არ დაგვავიწყდეს, რომ ნამახვანჰესი არის $800 მილიონის ინვესტიცია”

რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მომზადებული პეტიცია, რომელსაც 10 ათასზე მეტი ხელმოწერა აქვს, პარლამენტის დარგობრივმა ეკონომიკურმა კომიტეტმა განსახილველად მთავრობას გადაუგზავნა.პეტიციის ავტორები “ონის კასკადის” და “ნამახვენჰესის” პროექტების შეჩერებას ითხოვენ. მათი მტკიცებით, აღნიშნულ პროექტებში გარემოზე ზემოქმედების რისკები გათვალისწინებული არ არის, ამიტომაც მათი მოთხოვნაა, პროექტებზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები მოსახლეობის ჩართულობით შედგეს და მთავარობამ გასცეს ყველა იმ კითხვაზე პასუხი, რაც უკვე 110 დღეა ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს იწვევს.მიზეზად, ...

Read More »

კომიტეტმა “ნამახვანჰესის” პროექტის წინააღმდეგ პეტიცია განიხილა და სამინისტროს გაუგზავნა

დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს “ნამახვანჰესის” პროექტის წინააღმდეგ მოქალაქეთა ხელმოწერილი პეტიცია და მის ეკონომიკის სამინისტროში, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გადაგზავნას დაუჭირეს მხარი.  სხდომაზე პეტიცია საინიციატივო ჯგუფის წევრმა ვარლამ გოლეთიანმა წარადგინა. მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ნამახვანჰესის კასკადი აშენდება, რიონის ხეობის ბუნებრივ მრავალფეროვნებას გამოუსწორებელი ზიანი მოადგება. ლიპარტელიანის თქმით, სწორედ ამიტომ უკვე 110 დღეზე ...

Read More »

სემეკის მიერ დანერგილი სერვისი 303#-ის მომსახურებით უკვე მილიონამდე მოქალაქემ ისარგებლა

*303#-ის მომსახურებით, ამოქმედებიდან დღემდე, 8 თვის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, უკვე მილიონამდე მოქალაქემ ისარგებლა. სემეკის მიერ დანერგილი სერვისი – *303#, მოქალაქეებს აძლევს საშუალებას მობილური ტელეფონით მიიღონ კომუნალური მომსახურებების შესახებ ყველა ინფორმაცია. *303# მომსახურება არ საჭიროებს ინტერნეტთან წვდომას ან სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვას, ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილურისთვის. მომსახურება უფასოა და ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. *303# მომსახურებით მოქალაქეებს შეუძლიათ კომუნალური მომსახურების კომპანიებს – მიაწოდონ ...

Read More »
ხვალ რამდენიმე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 93,2%-ით გაიზარდა – სად ვყიდულობთ დენს

2021 წლის იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 93,2%-ით გაიზარდა. იმპორტის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი 20-იანვრიდან გაჩერებული ენგურჰესია. ენგურჰესზე კი ელექტროენერგიის გენერაციის დაახლოებით 30% მოდის. „ელექტრონული ბაზრის ოპერატორის“ (ესკო) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, იანვარში ქვეყანამ მთლიანად 414.095 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია იყიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 214.260 მლნ კვტ-სთ. 2021 წლის იანვარში იმპორტირებული ელექტროენერგიიდან 63,3% რუსეთზე მოდის. გასულ თვეს რუსეთში საქართველომ ...

Read More »

Bitcoin-ი 51 ათას დოლარამდე გაძვირდა – ვინ არიან მსოფლიოს ახალი კრიპტო მილიარდერები

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული კრიპტოვალუტის – ბიტკოინის ფასი დღესაც გაიზარდა და coindesk-ის მონაცემებით, 51 ათას დოლარს გადააჭარბა. ბიტკოინის ფასის ზრდამ კი ციფრული ვალუტის რამდენიმე ძველი ინვესტორი კრიპტო მილიარდერებად უკვე აქცია. როგორც Forbes-ი წერს, მათ შორის არიან ძმები უინკლევსები, სტარტაპის, Bloq-ის თანადამფუძნებელი მეთიუ როზაკი და ა.შ. გარდა ბიტკოინისა, ფასმა სხვა კრიპტოვალუტაზეც მოიმატა, შესაბამისად, ყველა ციფრული ვალუტის მსხვილი ინვესტორი თუ მფლობელი დღეს ...

Read More »

გიორგი ჩიქოვანი: “თუ არ აითვისა ქვეყანამ ჰიდრორესურსი, მაშინ რა ალტერნატივას გვთავაზობენ ოპონენტები?”

სიახლე არ არის, რომ საზოგადოების ნაწილში დიდი ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგო განწყობებია. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ბოლო პერიოდში მდინარე რიონის ხეობაში, ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობას მოქალაქეების ნაწილი აპროტესტებს. მათ გასული წლის 29 ოქტომბერს ჯვარი იმ ტერიტორიაზე აღმართეს, სადაც ამჟამად მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. აქციების მონაწილეები ტერიტორიიდან “ნამახვანიჰესის” ინვესტორის – კომპანია „ენკას“ წასვლას ითხოვენ. დღეს კი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში რაჭა-ლეჩხუმში ჰესების ...

Read More »