Tag Archives: #ენერგეტიკა

ანდრია გვიდიანი: ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს, რატომ უნდა ავაშენოთ „ნამახვანჰესი“

ანდრია გვიდიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. „ეკონომიკური ბენეფიტების და ზოგადად, ეკონომიკური მახასიათებლების გარდა, „ნამახვანჰესს“ და მის მსგავს დიდ მარეგულირებელ ჰიდრო ელექტროსადგურებს ძალიან დიდი დატვირთვა აქვთ ტექნიკური თვალსაზრისით. როცა ტექნიკურ ასპექტებზე ვსაუბრობთ, აქ საუბარია ენერგოსისტემის გამართულად ფუნქციონირებაზე და შესაბამისად, ენერგოუსაფრთხოების კომპონენტის მაქსიმალურად განვითარებაზე. საქართველოს და ზოგადად, სხვადასხვა ქვეყნის ენერგო სისტემებს მარეგულირებელი ჰიდრო ელექტროსადგურები სჭირდება. იმისთვის, რომ ...

Read More »

ლევან ვეფხვაძე: ბუნებრივი გაზის ტარიფის ზრდა, რომელიც წლებია არ გადახედილა, გარდაუვალი იყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) 27 მაისის სხდომაზე ბუნებრივი გაზის ტარიფის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ახალი ტარიფი, რომელიც 54 თეთრის ნიშნულამდე ავიდა, ძალაში 1–ლი ივნისიდან შედის. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ სემეკის მიერ ასეთი ნაბიჯის გადადგმა გარდაუვალი იყო. წლებია, ბუნებრივი გაზის ტარიფი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, ხოლო ლარის კურსი შეიცვალა აშშ დოლართან მიმართებაში, რაც ...

Read More »

ბექა დავითულიანი: „ნამახვანჰესზე“ სხვა 75 ჰესის ბედია დამოკიდებული და ამის ჩაშლა ქვეყნისთვის ძალიან დიდი ზიანის მიყენებას ნიშნავს

„ნამახვანჰესზე“ დამოკიდებულია 75 სხვა ჰესის ბედი და ამის ჩაშლა ნიშნავს ამ ქვეყნისთვის ძალიან დიდი ზიანის მიყენებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, რითაც „ნამახვანჰესის“ გარშემო მიმდინარე პროტესტს გამოეხმაურა. მისივე თქმით, თუ კანონი ვინმეს მხრიდან დაირღვა შესაბამისი რეაგირება მოყვება. „მე ვფიქრობ, რომ ქვეყანას ერთადერთი მძლავრი ენერგეტიკული რესურსი აქვს ჰიდროენერგია, შესაბამისად, ჰესები უნდა აშენდეს. ჰესები უნდა აშენდეს ისე, რომ ...

Read More »

უკრაინამ რუსეთიდან და ბელორუსიიდან ელექტრო ენერგიის იმპორტი შეწყვიტა

უკრაინამ რუსეთიდან და ბელარუსიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყვიტა, – მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკული ქსელის სისტემის ოპერატორის, Ukrenergo-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, ელექტროენერგიის იმპორტი მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბრამდე შეწყდა. უკრაინამ რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი 2019 წლის შემოდგომაზე, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ განაახლა.

Read More »

ჯაფარიძე: ადამიანებმა საკუთრება გაყიდეს და ახალმა მესაკუთრემ უნდა გადაწყვიტოს, ააშენოს თუ არა ჰესი

“იქ ადამიანები ცხოვრობენ, რომელთაც ჰქონდათ რაღაც საკუთრება, ამ ადამიანებმა საკუთრება გაყიდეს, დათმეს, შესაბამისად იმას ჰყავს ახლა ახალი მესაკუთრე და მესაკუთრემ უნდა გადაწყვიტოს ააშენოს თუ არა, ზოგადად ასე წყდება ყველაზე ლოგიკურად და სამართლიანად ნებისმიერი ეგეთი ტიპის პროექტები და საკითხები. არსებობენ მესაკუთრეები, ისინი თუ რაღაცას თმობენ და ჩნდება ახალი მესაკუთრე, ის წყვეტს რა გააკეთოს. ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ ვუყურებთ ხდება იმის გამო, ...

Read More »

სუბარი: საერთოდ არ გვექნება გაზი, თუ ფული არ დაიხარჯა რეაბლიტაციაზე

ძალიან ცუდი და მტკივნეულია ნებისმიერი მოქალაქისთვის, პირადად ჩემთვისაც, რომ გაზის ფასი გაიზარდა, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ რეგიონებში მისი ფასი გაცილებით მაღალი იყო, თბილისში იყო დაბალი და ამ წუთშიც, თბილისში, მიუხედავად გაძვირებისა, უფრო დაბალი იქნება, ვიდრე საქართველოს რეგიონებში. მეორეა, რომ საერთოდ არ გვექნება გაზი, თუ ფული არ დაიხარჯა რეაბლიტაციაზე. ჩვენ შეგვიძლია, სუბსიდირება გავაკეთოთ, მაგრამ სუბსიდირებაც იგივე ბიუჯეტი არ არის? ამით ...

Read More »

სანდრო რაქვიაშვილი: მოგვწონს თუ არ მოგვწონს, „ნამახვანჰესის“ კონტრაქტი გაფორმებულია და ის უნდა შევასრულოთ

მოგვწონს თუ არ მოგვწონს, „ნამახვანჰესის“ კონტრაქტი გაფორმებულია და ის უნდა შევასრულოთ, – განაცხადა „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას. „ამ კონტრაქტის დარღვევა ბევრად უარესი იქნება მომავალი ინვესტორებისთვის, რადგან ჩვენმა მთავრობამ კონტრაქტი გააფორმა და ასე გამოვა, რომ მერე, ასე ვთქვათ, ინვესტორი გადააგდო. ამაზე ცუდი რა უნდა გააკეთო, არ ვიცი“, – განაცხადა რაქვიაშვილმა. მისი თქმით, მთავრობას შეეძლო, ...

Read More »

ხატია წილოსანი: რიონის ხეობაში მცხოვრებლებმა 30 მილიონ ლარზე მეტი კომპენსაცია უკვე მიიღეს

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ხატია წილოსანის თქმით, რიონის ხეობაში საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უმრავლესობა ინვესტორს მოსახლეობისგან უკვე გამოსყიდული აქვს. როგორც წილოსანმა რუსთავი 2-ის ეთერში აღნიშნა, კომპენსაციების ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობას კომპანიამ უკვე გადაუხადა 30 მილიონზე მეტი ლარი. “შეიძლება ბატონი ვარლამ გოლეთიანი არ ესწრებოდა ამ განხილვას, მაგრამ ხეობაში მცხოვრები მოსახლეობისთვის  გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების დაცვა სრულად განხორციელდა. შეხვედრები ...

Read More »

ვარლამ გოლეთიანი: ჰესი აბსოლუტურად მეასეხარისხოვანია იქ, სადაც ბარიკადია და არ გვეძლევა სახლში წასვლის საშუალება

ვცდილობდით მშვიდობიანად, ხელებაწეული ასვლას ბარიკადს იქით და პოლიციამ გაგვიწია წინააღმდეგობა, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა. როგორც ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, აქციაზე არიან დაკავებულებიც. „სახლების მიმართულებით წასვლას ვცდილობთ მეტი არაფერი. პირველ რიგში ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ეს სამარცხვინო ბარიკადი აიღონ. ეს არის რეპრესიების სიმბოლო დამოუკიდებელ საქართველოში. ეს სამარცხვინო ბარიკადი, რომელიც სახლში წასვლაში გვიშლის ხელს თითოეულ ჩვენგან. ამაზე მეტი არ შეიძლება რამე ...

Read More »

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე ღამით სიტუაცია დაიძაბა, დაკავებულია 8 ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ გუმათში, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე 8 ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული კანონდარღვევისთვის. დემონსტრანტები რკინის ჯებირებს ხელებს ურტყამდენ. სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რიონის ხეობაში, ნამახვანჰესის აშენების საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და მომიტინგეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა. უწყების ინფორმაციით, პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე. 27 მაისს, შსს-მ სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, გამოძიება საქართველოს ...

Read More »