Tag Archives: #აქცია

“ნამახვანის” საწინააღმდეგო აქციამ ქუთაისში გადაინაცვლა

გუმათიდან ქუთაისში გადმოტანილ ნამახვანჰესის საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი შეკრებილებს მოუწოდებს, დღეს ქუთაისში დარჩენენ ღამის გასათევად და აქციამ შეინარჩუნოს მშვიდობიანი ხასიათი. “მე დარწმუნებული ვარ შევძლებთ დღევანდელი დღე გავათენოთ აქ, გვქონდეს პიკეტირებული მოედანი და გავხდეთ თითოეული ჩვენგანი უპრეცედენტო პროტესტის მონაწილეები. ჩვენ წინაშე ისინი [ხელისუფლება] არიან უძლური და ძალა გამოიყენონ მათ [პოლიციამ], ჩვენი ძალა არის ჩვენი ერთობა” – თქვა ...

Read More »

ზაალ ანჯაფარიძე: 169 დღე რომ ვიჯდე კარავში, არსებობისთვის ვინ უნდა გადამიხადოს და საიდან?

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. „ერთი კითხვა მაქვს. პროტესტის ნიშნად 169 დღე ვიჯდე კარავში, არ ვმუშაობდე, შემოსავალს არ ვიღებდე, მაგრამ არსებობა, ჭამა -სმა და სხვა რამ ხომ მჭირდება? ამას კი სჭირდება ფული. ვინ უნდა გადამიხადოს და საიდან?“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

Read More »

მერაბ ლომინაძე: კითხვები თუ არის გარემოს დაცვაზე, სეისმოლოგიაზე, სოციალურ პაკეტზე, ეს არის კითხვები ჩვენთან და არა სახელმწიფოსთან

„ნამახვანჰესის“ პროექტის აღმასრულებელი დირექტორი მერაბ ლომინაძე ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორ ვარლამ გოლეთიანს საჯარო დიალოგზე იწვევს. „თუ ეს არის კითხვები, რომელიც ეხება გარემოს დაცვას, სეისმოლოგიას, სოციალურ პაკეტს, ამ შემთხვევაში, პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს არის კითხვები ჩვენთან და არა სახელმწიფოსთან. მაგრამ, მათ დღის წესრიგში თუ არის პოლიტიკური ელფერის შემოტანა ამ პროცესებში, მაშინ ჩვენ ვერაფერს ვიზამთ. ეს ხსნის იმ გარემოებას, თუ ...

Read More »

„ნამახვანის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა „ენკას“ ოფისთან გადაინაცვლეს

„ნამახვანის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები კომპანია „ენკას“ ერთ-ერთ ოფისთან იმყოფებიან. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, მათი მიზანი არ არის დესტრუქციული ქმედებები და აღნიშნა, რომ მათი პროტესტი მშვიდობიანია. აქციის მონაწილეები კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, კითხვები აქვთ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, რომელსაც პასუხები აუცილებლად უნდა გაეცეს. „თუ აქციის რომელიმე მონაწილე შეეცდება კომპანიის ოფისზე თავდასხმას, ეს ქმედება განხორციელებული იქნება აქციის ორგანიზატორების ნების საწინააღმდეგოდ. თუ ...

Read More »

მერაბ ლომინაძე: „ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობა 2022 წლისთვის გადაიდო“

ნამახვანჰესის პროექტის აღმასრულებელი დირექტორის მერაბ ლომინაძის თქმით, კომპანიამ სამშენებლო გრაფიკში ცვლილებები შეიტანა, რის მიხედვითაც კაშხლის მშენებლობა 2022 წლისთვის გადავადდა. „ჩვენ ცვლილება შევიტანეთ ჩვენს სამშენებლო გრაფიკში და სხვადასხვა უბნებზე მშენებლობის ვადები გადავანაცვლეთ – მაგალითად, ჯერ ავაშენებთ საგზაო ინფრასტრუქტურას და მხოლოდ კვლევების ვალიდაციის შემდეგ შევიტანთ დოკუმენტაციას კაშხლის მშენებლობის უფლების მოსაპოვებლად. შედეგად, კაშხლის მშენებლობა 2022 წლისთვის გადაინაცვლებს. ვისაც მსგავსი მასშტაბური პროექტები განუხორციელებია, სწორად ...

Read More »

“მიზეზი, რაც იწვევდა „ნამახვანჰესის“ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გულწრფელ წუხილს, მოხსნილია, კაშხლის მშენებლობა გადადებულია”

მსურს, მივმართო საპროტესტო აქციის მონაწილეებს – ის მიზეზი, რაც იწვევდა მათ გულწრფელ შეკითხვებს და წუხილს „ნამახვანჰესის“ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად დღეს მოხსნილია – კომპანიასთან შეთანხმებით, კაშხლის მშენებლობა გადაიდო და ის არ დაიწყება უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიდრე ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი. კომპანია, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დღეს ახორციელებს საგზაო სამუშაოებს“ , – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრის თქმით, დაწყებულია ...

Read More »

გუშინ ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგეებმა აქცია გამართეს

ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგეებმა სოფელ გუმათში აქცია გამართეს. ისინი მოითხოვდენ, სავალი გზის ნაწილის განთავისუფლებას, რომელიც სამართალდამცველებს ორივე მხრიდან ჰქონდათ ჩაკეტილი და ავტომანქანებს გადაადგილების საშუალებას არ ეძლევდნენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, მათ სურდათ, რომ მოსახლეობას შეძლებოდა კარვებამდე გადაადგილება. ადგილზე მობილიზებული იყო დიდი რაოდენობით სამართალდამცველი. ასევე – წყლის ჭავლის მანქანა და სპეციალური დანიშნულების რაზმი. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განმარტება სთხოვა პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელს, თუ რატომა იყო ...

Read More »

“ასეთი განცხადებები აღრმავებს უფსკრულს” – ვარლამ გოლეთიანი

პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ჰიბრიდული ენერგეტიკული ომის წარმოებაში დაადანაშაულა, რიონის ხეობაში პასუხობენ. ადგილობრივები ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას შეურაცხმყოფელს უწოდებენ და ამბობენ, რომ მსგავსი რიტორიკა აღრმავებს უფსკრულს ხელისუფლებასა და ხალხს შორის. პროტესტის ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ როგორიც უნდა იყოს პირველი პირების პოზიციები, ხეობის მოსახლეობა პროტესტს არ შეწყვეტს, რადგან მათ სხვა არჩევანი არ აქვთ.“ეს არის მიუღებელი რიტორიკა ჩვენთვის. ასეთი განცხადებები აღრმავებს უფსკრულს ხელისუფლებასა და ...

Read More »

“ლევან ვასაძე “ნამახვანჰესის” ირგვლივ არაპრეფესიონალურად მსჯელობს”

ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ისაუბრა, სადაც მან პროექტზე გაფორმებულ ხელშეკრულებას კაბალური და ქვეყნისთვის წამგებიანი უწოდა. ვასაძის განცხადებებს არ იზიარებს ეკონომისტი ანდრია გვიდიანი და მიიჩნევს, რომ ბიზნესმენი ნამახვანჰესთან დაკავშირებით, აბსოლუტურად არასწორ აქცენტებს სვამს. ნამახვანჰესის ირგვლივ ბევრი არასწორი მოსაზრება ვრცელდება, უმეტესობა მათგანი დილეტანტურია და ხშირად გარკვეული ჯგუფები ტყუილების გავრცელების გზით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. რაც შეეხება ლევან ვასაძის განცხადებებს, ვფიქრობ, ...

Read More »

“ჰგონიათ რომ ქვეყნისთვის კარგ საქმეს აკეთებენ, მაგრამ ცდებიან”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დღეს ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარი ენერგიის წყაროების გამოყენება და „უდიდესი ეროვნული ამოცანა“ ენერგოდამოუკიდებლობაზე გადის. მინისტრის თქმით, ხუდონჰესი, ნენსკრაჰესი და ნამხვანჰესი ის პოტენციური მსხვილი, წყალსაცავიანი ჰესებია, რომელთა აშენება საქართველოს ენერგოსისტემას წელში გამართავს. „ყველა დიდი ჰიდრო პროექტი არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში არის ხოლმე ასოცირებული გარკვეულ ლოკალურ პროტესტთან, რადგან არის ეკოლოგიური საკითხები, ადგილობრივ ...

Read More »