Tag Archives: #ალტერნატიული

საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ (IEA) წყალბადის შესახებ მიმოხილვა გამოაქვეყნა

საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტო წყალბადის შესახებ მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელიც არსებულ ტენდენციებსა და მომავალ პერსპექტივებს აანალიზებს. წყალბადზე მოთხოვნამ 2021 წელს 94 მილიონ ტონას მიაღწია, რაც პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს (91 მტ 2019 წელს) აღემატება. IEA პროგნოზების მიხედვით, არსებული პოლიტიკებისა და ღონისძიებების გათვალისწინებით, წყალბადზე მოთხოვნა 2030 წლისთვის 115 მილიონ ტონას მიაღწევს. 2021 წელს წყალბადზე მოთხოვნის დიდი ნაწილი დაკმაყოფილდა წიაღისეული საწვავისგან წარმოებული წყალბადით, რაც იმას ...

Read More »

სუფთა ენერგიაზე გადასვლით, მსოფლიო 2050 წლისთვის $12 ტრილიონს დაზოგავს

აღმოჩნდა, რომ წიაღისეული საწვავისგან განთავისუფლება არამხოლოდ გარემოსთვის, გლობალური ეკონომიკისთვისაც კი სასარგებლო იქნება. ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევართა ნაშრომი ცხადყოფს, რომ მსოფლიო სუფთა ენერგიაზე გადასვლით, 2050 წლისთვის $12 ტრილიონის დაზოგვას შეძლებს. ოქსფორდის „სმიტის სამეწარმეო და გარემოსდაცვითი სკოლისა“ და „მარტინის სკოლის ახალი ეკონომიკური აზროვნების ინსტიტუტის“ მკვლევრებმა წარსულში გამოყენებული ტრანზიციის ხარჯების ათასობით სცენარი გააანალიზეს. ნაშრომის შედგენისას გამოყენებული მასალა აერთიანებს მზის ენერგიის 45-წლიან და ქარის ენერგიის ...

Read More »

სუფთა ენერგიაზე გადასვლით, მსოფლიო 2050 წლისთვის $12 ტრილიონს დაზოგავს

აღმოჩნდა, რომ წიაღისეული საწვავისგან განთავისუფლება არამხოლოდ გარემოსთვის, გლობალური ეკონომიკისთვისაც კი სასარგებლო იქნება. ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევართა ნაშრომი ცხადყოფს, რომ მსოფლიო სუფთა ენერგიაზე გადასვლით, 2050 წლისთვის $12 ტრილიონის დაზოგვას შეძლებს. ოქსფორდის სმიტის სამეწარმეო და გარემოსდაცვითი სკოლისა და „მარტინის სკოლის ახალი ეკონომიკური აზროვნების ინსტიტუტის მკვლევრებმა წარსულში გამოყენებული ტრანზიციის ხარჯების ათასობით სცენარი გააანალიზეს. ნაშრომის შედგენისას გამოყენებული მასალა აერთიანებს მზის ენერგიის 45-წლიან და ქარის ენერგიის ...

Read More »

გერმანიამ დიზელზე უარი თქვა და მატარებლები წყალბადის ძრავზე გადაიყვანა

გერმანიამ, მსოფლიოში პირველმა მატარებლები წყალბადის ძრავზე გადაიყვანა და დიზელზე უარი თქვა. მატარებელს საწვავის შევსების გარეშე 1 000 კილომეტრის გავლა შეუძლია. საწვავის ელემენტებში, რომელიც ინახება მატარებლის სახურავზე, წყალბადი შერწყმულია ჟანგბადთან, რათა გამოიმუშავოს ენერგია. „ჩვენ აღარ ვიყიდით დიზელის მატარებლებს, რათა უფრო მეტი გავაკეთოთ კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად. ჩვენ ასევე დარწმუნებული ვართ, რომ დიზელის მატარებლები მომავალში ეკონომიკურად მომგებიანი აღარ იქნება“, – განაცხადა გერმანიის რეგიონული სარკინიგზო ოპერატორის, ...

Read More »

რომეო მიქაუტაძე კონფერენციაზე „მზის ფოტოელექტრული (PV) სისტემები საქართველოს ქალაქებისთვის“ მოხსენებით გამოვიდა

„საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების უკეთ ათვისების მიმართულებით. ჩვენ, პოლონეთის მთავრობისა და UNIDO – ს მხარდაჭერით, ვიწყებთ საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ხელისუფლებების მხარდაჭერას მდგრადი ენერგეტიკის პროექტების განხორციელების გზით, მუნიციპალური მდგრადი ენერგიისა და კლიმატის სამოქმედო გეგმების ფარგლებში. იმედი გვაქვს, რომ პროექტი გამოიწვევს ცნობიერების ამაღლებას რეგიონებში და მწვანე ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ადგილობრივი ბაზრის ...

Read More »

მეცნიერებმა ელექტროენერგია უსადენოდ გადასცეს 30 მეტრის მანძილზე

ახალი ტექნოლოგიის წყალობით, ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენი სმარტფონები და ტაბლეტები შეიძლება უსადენოდ, ჰაერიდან დავტენოთ. ინფრაწითელი ლაზერის სინათლის გამოყენებით, მკვლევრებმა 400 მილივატი სინათლის ენერგია 30 მეტრის მანძილზე გადასცეს. ეს მხოლოდ მცირე სენსორების დასამუხტად არის საკმარისი, მაგრამ დროთა განმავლობაში, ტექნოლოგია შეიძლება დაიხვეწოს და უფრო დიდი მოწყობილობების, მაგალითად, სმარტფონების დასამუხტადაც გამოდგეს. ეს ყველაფერი სრულიად უსაფრთხოდ ხდება — როდესაც აღარ გამოიყენება, ლაზერი ენერგიის დაბალ ...

Read More »

GREDA-სა და ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორამდუმი გაფორმდა

დღეს GREDA-სა და ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორამდუმს ხელი მოეწერა. ორგანიზაციები ერთობლივად შეუწყობენ ხელს რეგიონში განახლებადი ენერგიის დარგში არსებული პროფესიების პოპულარიზებასა და პროფესიული განათლების განვითარებას. მემორანდუმის ფარგლებში პირველ ეტაპზე ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში დაინერგება პროფესიული განათლების კურსი „მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟი“, რომელზეც ადგილობრივი და ზესტაფონელი ახალგაზრდების მიღება უკვე სექტემბრის დასაწყისში გამოცხადდება. კურსის მსმენელები ხუთი თვის განმავლობაში მზის ფოტოელექტრული სისტემების მემონტაჟის ...

Read More »
აზერბაიჯანში განახლებადი ენერგიის ერა იწყება

გერმანია და დანია რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ბალტიის ზღვაში ქარის ენერგიის ჰაბის აშენებას გეგმავენ

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 7 თვის შემდეგ, გერმანია და დანია რუსეთის ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით გაერთიანდნენ და ბალტიის ზღვაში ქარის ენერგიის ჰაბის (ენერგიის კუნძული ბორნჰოლმი) აშენებას გეგმავენ. ჰაბი რამდენიმე ქარის ელექტროსადგურს დააკავშირებს და მათ მიერ გამომუშავებულ ენერგიას ორ ქვეყანას შორის გაანაწილებს. ენერგეტიკული კუნძული სავარაუდოდ 2030 წელს დაიწყებს მუშაობას. პროექტი გამოიმუშავებს 3 გიგავატზე მეტ სიმძლავრეს, რაც ელექტროენერგიას დაახლოებით 4,1 მილიონ ოჯახს მიაწვდის. ...

Read More »
მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივა საქართველოში

მსოფლიოში მზის უდიდესი ელექტროსადგური 2030 წლისთვის 5 გიგავატ ენერგიას გამოიმუშავებს

დუბაის ელექტროენერგიისა და წყლის საკითხების მმართველი ორგანოს (DEWA) განცხადებით, მსოფლიოში მზის უდიდესი ელექტროსადგურის მეშვეობით 2030 წლისთვის 5 გიგავატი ენერგიის გამომუშავება იგეგმება. Mohammed Bin Rashid Al Maktoum Solar Park-ის სახელწოდებით ცნობილი პროექტი დუბაიში, სეიჰ ალ-დაჰალში ხორციელდება. პროექტი „დუბაის 2050 წლის სუფთა ენერგიის სტრატეგიისა“ და „დუბაის წმინდა ნულოვანი ნახშირბადის ემისიების სტრატეგიის“ ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ 2050 წლისთვის, დუბაი ენერგიის 100%-ის ...

Read More »
რას ნიშნავს ენერგოეფექტურობა და როგორია პერსპექტივები

მწვანე ელექტროენერგია

ქარი და ქარის წისქვილი – მომავლის წყვილი უხსოვარი დროიდან ადამიანი იყენებდა ქარის ენერგიას, მაგრამ მიუხედავად მათი ხანგრძლივი ისტორიისა, პირველი ქარის ელექტროსადგურები მაინც შეიძლება ჩაითვალოს თანამედროვედ. ქარის გამოყენება პირველად ეგვიპტეში ჩვ.წ. 3000 წელს არის ნახსენები, პირველი ქარის ტურბინა ელექტროენერგიის გამომუშავების მიზნით აშენდა 1887-1888 წლების მიჯნაზე, მისი კონსტრუქტორი იყო ჩარლზ ფრენსის ფუნჯი, ამერიკული ელექტრო ინდუსტრიის ერთ-ერთი პიონერი. თუმცა, მისი დიზაინი ჯერ კიდევ არ ჰგავდა იმ ქარის ელექტროსადგურებს, რომლებიც ...

Read More »