Tag Archives: #ენკა

ენკა: სამუშაოები არ შეჩერებულა, არ ვაპირებთ ნამოხვანჰესის პროექტის გაჩერებას და ქვეყნიდან გასვლას

ნამოხვანჰესის ინვესტორი კომპანია ენკა აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს კომპანიამ ტექნიკა დაასაწყობა და მუშაობა შეაჩერა. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, არ აპირებენ პროექტის გაჩერებას და ქვეყნიდან გასვლას. „სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კომპანია ენკამ ტექნიკა დაასაწყობა და მუშაობა შეაჩერა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის „ნამახვანჰესის” გაჩერებას, საინვესტიციო ვალდებულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას. ასევე, ...

Read More »

ნინო თანდილაშვილი: მზად ვართ ნებისმიერი გარემოსდაცვითი საკითხი კვალიფიციური სპეციალისტების ჩართულობით განვიხილოთ

საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრი „ნამახვანჰესის” პროექტთან დაკავშირებით მედიაციის პირველ შეხვედრას მართავს. მთავრობის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკების შედეგად მიღებული იქნება ჰიდროელექტროსადგურის ისეთი პროექტი, რომელიც ყველა მხარის ინტერესებს დააკმაყოფილებს. „არსებობს ყველა შესაბამისი კვლევა, რომელიც ამ პროექტის უსაფრთხოებას უსვამს ხაზს. ასევე არსებობს ყველა შესაბამისი კვლევა იმისთვის, რომ გარემოზე ზემოქმედების რისკები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. მზად ვართ ...

Read More »

დავით თვალაბეიშვილი: მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ენკასთან” მიწის გასხვისების ვადის შემცირებაზე

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი აცხადებს, რომ „ნამახვანჰესი” უნდა აშენდეს, ოღონდ ისე, რომ გამოირიცხოს ყველა კითხვა ამ პროექტის უსაფრთხოებასთან და გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, კომპანია „ენკასთან” მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ხელშეკრულებაში მიწის გასხვისების ვადის შემცირებასთან დაკავშირებითაც, რაზეც პოზიტიური მოლოდინი არსებობს. „ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი. მთავრობა დაინტერესებულია, რომ პროცესი გადავიდეს დიალოგის ფორმატში. საკითხები უნდა განიხილებოდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ვთვლით, რომ ...

Read More »

რიონის ხეობის მცველები ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებს ხვდებიან

რიონის ხეობის მცველები ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრაზე ისინი იმ პირობებს დაასახელებენ, რისი შესრულების გარეშეც მედიაციის პროცესში არ ჩაერთვებიან. შეხვედრას ესწრებიან სამინისტროების წარმომადგენლებიც. მოხდება პროექტში ჩართული მხარეების პოზიციათა დაფიქსირება და გამოიკვეთება ის საკითხები, რომელთა განხილვაც მომავალში დიალოგის გზით მოლაპარაკების მაგიდასთან იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

Read More »

“12 ივნისიდან იწყება მედიაციის პროცესი „ნამახვანჰესზე“”

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, 12 ივნისიდან იწყება მედიაციის პროცესი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით. „ხვალიდან იწყება უშუალოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან სხვადასხვა მხარის შეხვედრის პროცესი“, – განაცხადა ნათია თურნავამ 11 ივნისს, ბათუმის ტერმინალის გახსნისას. მინისტრის თანახმად, მედიაციაში ყველა მხარე იქნება ჩართული. „სამინისტრო იქნება ჩართული, ექსპერტები იქნებიან ჩართულები. ველოდებით, რომ „რიონის ხეობის მცველები“ იქნებიან ჩართულები“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს. „ეს არის სრულიად ნორმალური პროცესი. იმიტომ, ...

Read More »

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე ევროპარლამენტარი კრემლის სასარგებლოდ მოქმედებაში იყო ეჭვმიტანილი

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე ევროპარლამენტარი, ჰაიდი ჰაუტალა 2019 წელს კრემლის სასარგებლოდ მოქმედებაში იყო ეჭვმიტანილი. 2019 წელს, გამოცემა The Daily Beast-მა ელექტრონული მიმოწერა მოიპოვა, რომლის თანახმადაც, გაირკვა, რომ „ევროპის მწვანეთა პარტიის“ უფროსი წევრი, ჰაიდი ჰაუტალა ფარულად აწარმოებდა კამპანიას ევროპარლამენტში ანტიკორუფციული რეზოლუციის წინააღმდეგ, რომლის სამიზნე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იყო. როგორც ელექტრონული მიმოწერიდან გაირკვა, ჰაიდი ჰაუტალა კულისებს მიღმა ამტკიცებდა, რომ ევროკავშირი პუტინის წინააღმდეგ შეპყრობილია. იმ ...

Read More »

“ინვერსტორთან ვმუშაობთ 99 წლით მიწის გადაცემის საკითხზე”

„ეს იმას ნიშნავს, რომ ნამახვანჰესი აშენდება მხოლოდ გაუმჯობესებული და უსაფრთხო სახით”, – ეს კომენტარი ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ამ ეტაპზე კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ხელშეკრულების იმ ნაწილზე, რომელიც მიწების გადაცემას ეხება. „ჩვენ ასევე ვმუშაობთ ინვერსტორთან იმისთვის, რომ სხვა პირობებზეც ვიმუშაოთ და გავაუმჯობესოთ. ეს პირველ რიგში ეხება ხელშეკრულების იმ ნაწილს, რომელიც მიწით იჯარით ...

Read More »
გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე ჰესების მშენებლობა არ იწყება

ირაკლი ღარიბაშვილი „ნამახვანჰესზე“ – ასეთი პირობებით ჩვენ პროექტს არ გავაგრძელებთ, ინვესტორს ველაპარაკებით და იმედი მაქვს, რომ დავითანხმებთ კიდევ უფრო უკეთესი პირობებით ავაშენოთ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იმ პირობებით, რა პირობებიც დღეს არის „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, პროექტი არ გაგრძელდება. როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს ინვესტორთან და იმედოვნებს, რომ უკეთესი პირობებით აშენდება აღნიშნული პროექტი, რომელიც ხალხის საუკეთესო ინტერესებზე იქნება გათვლილი. „რაც შეეხება „ნამახვანის“ პროექტს, მოგეხსენებათ, მემკვიდრეობით დამხვდა ეს პრობლემა. მინდა გითხრათ, რომ ამაზე აქტიურად ვმუშაობ. იმ პირობებით, რა პირობებითაც ახლა არის ეს პროექტი და რომელიც ჩვენ ...

Read More »

“„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ინვესტორი მზად არის, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი კომპრომისული გადაწყვეტილების გამონახვას”

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ინვესტორი მზად არის, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი კომპრომისული გადაწყვეტილების გამონახვას, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ პერმანენტული კონტაქტი გვაქვს ასეთ მსხვილ ინვესტორებთან. ჩვენ „ენკას“ ხელმძღვანელებს ხშირად ვეკონტაქტებით. პირადად მაქვს ხშირი კონტაქტი. რა თქმა უნდა, საუბრისას ერთ-ერთი მთავარი თემა არის მედიაციის პროცესი ევროკავშირის თაოსნობით, რომელიც უკვე უახლოეს დღეებში დაიწყება. ინვესტორი ...

Read More »

“”ენკას” მოვთხოვთ, გაითვალისწინოს კვლევებზე დასკვნა ან კონტრარგუმენტები მოამზადოს”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ნამახვანჰესის შესახებ ისაუბრა. თურნავა აღნიშნავს, რომ კომპანია ენკას ხელმძღვანელებთან ხშირი კონტაქტი აქვთ და ინვესტორი მზად არის, ხელი შეუწყოს კომპრომისული გადაწყვეტილების გამონახვას. “ჩვენ პერმანენტული კონტაქტი გვაქვს ასეთ მსხვილ ინვესტორებთან. ენკას ხელმძღვანელებს ხშირად ვეკონტაქტებით, პირადად მე მაქვს ხშირი კონტაქტი. რა თქმა უნდა, საუბრისას ერთ-ერთი მთავარი თემა არის მედიაციის პროცესი ევროკავშირის თაოსნობით, რომელიც უკვე ...

Read More »