Tag Archives: #ენერგოსექტორი

მომავალი წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარების 3%-იანი ზრდაა ნავარაუდები

ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზით, 2021 წელს ელექტროენერგიის მოხმარება 12.92 მლრდ კვტ.სთ იქნება, რაც 2020 -თან შედარებით, 3%-იანი ზრდაა. 2021 წელს მოხმარების სტრუქტურა იცვლება. “თელასიდან” და “ენერგო-პროდან” მომხმარებელთან ნაწილი თავისუფალ ბაზარზე გავა. „თელასიდან“ ბაზარზე გამსვლელი მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია მომავალ წელს 13.5 მლნ კვტ.სთ იქნება, “ენერგო-პროდან” გასულების მოხმარება 230.8 მლნ კვტ.სთ. თავად „თელასის“ მოხმარება 2.82 მლრდ იქნება, „ენერგო-პროს“ – 4.54 მლრდ კვტ.სთ. ...

Read More »

სემეკმა ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია დაამტკიცა. მეთოდოლოგიის მიზანია, მომხმარებლების დაცვა ბაზრის გახსნის გარდამავალ ეტაპზე და მათთვის სტაბილური ფასის განსაზღვრა; უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის უწყვეტი და საიმედო ფუნქციონირების ხელშეწყობა; უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისათვის გამჭვირვალე და სამართლიანი სატარიფო განაკვეთების დაწესება. მეთოდოლოგიის მიხედვით, მომხმარებლების სხვადასხვა ჯგუფებისათვის, რომლებიც ისარგებლებენ უნივერსალური მიმწოდებლის მომსახურებით, კომისია დაადგენს ელექტროენერგიის ტარიფებს.

Read More »

თურნავა: „ენგურჰესის“ 3-4-თვიანი გაჩერებით ენერგოსისტემას ზიანი არ მიადგება”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „ენგურჰესის“ 3-4-თვიანი გაჩერებით ენერგოსისტემას ზიანი არ მიადგება. მინისტრის თქმით, „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის პროცესის დროს ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიით მომარაგდება და ანაზღაურება აფხაზური მხარის მიერ მოხდება. „ენგურჰესი“ ჩვენი სიმდიდრე და იაფიანი ენერგიაა. იქიდან გამომდინარე, რომ წყლის დანაკარგი გაიზარდა, გვირაბი არაა საუკეთესო მდგომარეობაში, შევარჩიეთ ზამთრის პერიოდი რეაბილიტაციისთვის, რადგან ამ პერიოდში ყველაზე დაბალია წყალი და ...

Read More »

რა გაკეთდა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის ზრდისთვის

ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განსამტკიცებლად მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტები განხორციელდა – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ 2020 წელის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. თურნავას თქმით, ენერგეტიკის დარგის განვითარება ძალიან სწრაფად მიდის – პრაქტიკულად, დასრულდა ენერგეტიკის სექტორის რეფორმის განხორციელებისთვის აუცილებელი ყველა საკანონმდებლო ბაზის შექმნა, დაფუძნდა ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც წელს სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს. „მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორცილედა მნიშვენლოვანი ენერგეტიკული პროექტები, რაც ...

Read More »

ელექტროენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიები მომდევნო წლებში 1 მილიარდ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებენ

სემეკის თავმჯდომარემ და წევრებმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების – სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე განიხილეს სატარიფო საკითხები, ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდებისათვის განსახორციელებელი აუცილებელი საინვესტიციო გეგმები და ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებლები. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სემეკიდან აცნობეს, სემეკის საჯარო სხდომაზე კომისიამ განიხილა და შეითანხმა ელექტროენერგიის გადაცემის და განაწილების ლიცენზიატებისა (სისტემის ოპერატორების) და ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატების მიერ მომდევნო წლებში განსახორციელებელი ...

Read More »

“ენერგეტიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს“

BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ პერიოდში სახელმწიფომ დიდი ყურადღება ენერგეტიკის სექტორსა და იქ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას უდნა დაუთმოს. ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ქვეყნის მთავრობა ინვესტორებისთვის პროექტების განხორციელების გარანტი ვერ არის. „ენერგეტიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს,მაგრამ იმის გამო, რომ ინვესტორებს ძალიან ხშირად მესამე მხარესთან ერთი-ერთზე ტოვებს სახელმწიფო, ეს პროექტები ...

Read More »

საქართველოს ენერგოომბუდსმენის სამსახური საერთაშორისო ორგანიზაციის NEON სრულუფლებიანი წევრი გახდა

NEON ბელგიის კანონმდებლობისა და ევროკავშირში მოქმედი წესების საფუძველზე შექმნილი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს ევროპული ქვეყნის უფლებადამცველ სამსახურებს, რომლებიც ეროვნულ დონეზე ქვეყანაში ენერგეტიკის სექტორის მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად ფუნქციონირებს. თავდაპირევლად, ორგანიზაციის წევრად დაიშვებოდა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, თუმცა საქართველოს აქტიური მონაწილეობის შედეგად, ორგანიზაციამ შეცვალა წესდების პუნქტები და საქართველოს ენერგოომბუდსმენის აპარატი დაუშვეს ასოცირებილ წევრად, რაც სალომე ვარდიაშვილის უშუალო ჩართულობის და აქტივობის შედეგი იყო ...

Read More »