Tag Archives: #საწვავი

საქართველოში საწვავი გაძვირდა და კიდევ გაძვირდება – რა არის მიზეზი?

იანვრის შემდეგ საქართველოში საწვავი 12-15 თეთრით გაძვირდა და მომდევნო ორ კვირაში ფასი კიდევ 10-12 თეთრით მოიმატებს. მთავარი მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდაა, რაც რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული, მათ შორის, ვაქცინაციის დაწყებით და ამის შესახებ ქვეყნების მთავრობების მიერ გაკეთებული განცხადებებით, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნით, რამაც საწვავზე მოთხოვნა გაზარდა. შედეგად, თვენახევარში “პლაცზე” დიზელი 90 დოლარით გაძვირდა. ტონა საწვავი 510 ...

Read More »

აგროდიზელით ფერმერების ხელშეწყობის პროგრამა შეუფერხებლად მიმდინარეობს

შიდა ქართლის რეგიონში აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის მიმდინარეობას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი ადგილზე გაეცნო.  სააგენტოს დირექტორი რეგიონში შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილესთან, ნუგზარ სამხარაძესთან და კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ დირექტორთან, ლევან გიორგაძესთან ერთად იმყოფებოდა. „გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და „სოკარ პეტროლიუმ ჯორჯიას” თანამშრომლობით, აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა გრძელდება; ფერმერებს ფასდაკლების ბარათების მიღება  ახლა უკვე დისტანციურად, ვებგვერდის my.mepa.gov.ge საშუალებით შეუძლიათ. პროგრამა, ...

Read More »
საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

იმპორტიორები გაზაფხულიდან საწვავის მორიგ გაძვირებას ელიან

საქართველოში საწვავის ფასი ზრდის ტენდენციას განაგრძობს. კერძო სექტორი გაზაფხულისთვის პროდუქტის დაახლოებით კიდევ 10 თეთრით გაძვირების მოლოდინშია. როგორც ირკვევა, ფასების მატება პირდაპირ აისახება იმ ბიზნესებზეც, რომელებიც დიდი რაოდენობით საწვავს მოიხმარენ, მათ შორის არიან როგორც იმპორტიორი კომპანიები, ასევე ადგილობრივი მწარმოებლებიც.  აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ბირჟებზე Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ერთ ბარელზე $61-ს უკვე გადააჭარბა და ის ფაქტობრივად პანდემიამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნდა. ფასის ამგვარ ...

Read More »

რატომ გაძვირდა საწვავი საქართველოში?

ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება. ლონდონის ბირჟაზე 1 ბარელი Brent-ს ტიპის ნავთობის აპრილის ფიუჩერსულმა ღირებულებამ $61-ს გადააჭარბა, რაც წლის დასაწყისის მაჩვენებელს 18%-ით აღემატება. ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე კიდევ უფრო მეტად, 20%-ით $58-მდე გაიზარდა ამერიკული მსუბუქი ნავთობის მარტის ფიუჩერსული ღირებულება. მოთხოვნის ზრდა მიწოდების ზრდის ტემპს აჭარბებს, რაც „შავი ოქროს“ ფასს ზრდისკენ უბიძგებს. გასული წელი ნავთობის ბაზრისთვისაც დრამატული აღმოჩნდა. სანამ კოვიდრეგულაციები ...

Read More »
საწვავი 12–15 თეთრით გაძვირდა – ფასების ზრდა შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს

რა ღირს საწვავი საქართველოში

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოში სხვადასხვა ავტოგასამართ სადგურებზე საწვავი გაძვირდა. კერძოდ, ბოლო 3 კვირის პერიოდში საწვავის ფასი საშუალოდ 7-10 თეთრის ფარგლებშია გაძვირებული. დღეის მდგომარეობით, Brent-ის ტიპის საწვავი ბარელი 61,15 დოლარი ღირს, WTI მარკის კი – 58,36 დოლარია. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ 2 კვირის პერიოდში ნავთობზე ფასებმა ბოლო 12 თვის მაქსიმუმსაც მიაღწია. დღეის მდგომარეობით ცალკეულ სადგურებში ღირებულება ასეთია: „გალფის“ ავტოგასამართ ...

Read More »

ფერმერები აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს პირველი თებერვლიდან მიიღებენ

პროგრამის ფარგლებში ფასდაკლების ბარათების მიღება დისტანციურად იქნება შესაძლებელი. პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყება პირველ თებერვალს, ხოლო ფასდაკლების ბარათების გააქტიურება ეტაპობრივად მოხდება  7 თებერვლიდან, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.  უწყების ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარი ვებგვერდზე https://my.mepa.gov.ge რეგისტრაციის შემდეგ მიიღებს ბარათს, რომლის წარდგენის შემდეგ, „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ ბენზინგასამართ სადგურზე აგროდიზელის შეღავათიან ფასად მიღებას შეძლებს. ფერმერებს აგროდიზელის ფასდაკლების ბარათების მიღება ...

Read More »

SOCAR Petroleum ყარაბაღში ავტოგასამართი სადგურების გახსნას გეგმავს

SOCAR Petroleum CJSC (SOCAR– ის შვილობილი კომპანია) გეგმავს ახალი ავტოგასამართი სადგურების გახსნას ყარაბახის ტერიტორიაზე. ”ჩვენ შუშას ვაწვდით საწვავს სატვირთო მანქანებით. თუმცა, SOCAR Petroleum ამით არ შემოიფარგლება და მომავალში დაგეგმილია SOCAR ბრენდის ბენზინგასამართი სადგურების გახსნა ყარაბახის ტერიტორიაზე”, – განაცხადეს კომპანიაში. SOCAR Petroleum დაარსდა 2008 წლის იანვარში და ის ნავთობპროდუქტების საცალო ვაჭრობითა და SOCAR– ის ბრენდის ავტოგასამართი სადგურების ქსელის გაფართოებით არის დაკავებული. ...

Read More »

რუსეთის შემოსავალი ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან მკვეთრად შემცირდა

რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის მონაცემების მიხედვით, ქვეყნის შემოსავალი  ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან მნიშვნელოვნად  შემცირდა. 2020 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში რუსეთიდან ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 40.9%-ით შემცირდა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით და შეადგინა 66.391 მილიარდი დოლარი. ამ პერიოდში ბენზინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 14%-ით შემცირდა, ხოლო თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტიდან – 15,3%-ით.  ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში “გაზპრომის” შემოსავალი გაზის ...

Read More »

2020 წელს საავიაციო ნავთის იმპორტი 44,6%-ით შემცირდა

2020 წელს საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა 56,4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 45,4 ათასი ტონით ანუ 44,6%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (101,8 ათასი ტონა) შედარებით. 2020 წელს საავიაციო ნავთის იმპორტის 78,5%-ი (44,3 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 15,8%-ი (8,9 ათასი ტონა) – თურქეთიდან, 3,9%-ი (2,2 ათასი ტონა) – რუმინეთიდან; 1,8%-ი (1,0 ათასი ტონა) – საბერძნეთიდან.

Read More »

2020 წელს საცხებ-საპოხი მასალების, საავიაციო ნავთისა და სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2020 წლის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 19,08 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1,26 ათასი ტონით ანუ 6,2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (20,34 ათასი ტონა) შედარებით. მათივე ინფორმაციით, 2020 წელს საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან – 5,59 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 29,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი – 3,26 ათასი ტონა (17,1%); გერმანია ...

Read More »