Tag Archives: #კრიპტოვალუტა

ბიტკოინის ფასი 40 ათას დოლარს ასცდა

რიპტოვალუტების ბირჟაზე მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ციფრული ვალუტის ფასი კიდევ გაიზარდა და ამჯერად 40 ათას დოლარს გასცდა. ზრდამ 8,5% შეადგინა – იუწყება CoinDesk. ამით კრიპტოვალუტის ფასმა მორიგ ჯერზე გააუმჯობესა ისტორიული მაქსიმუმი. მიმდინარე კვირის დასაწისში ამ კრიპტოვალუტის ფასმა 35 ათას დოლარიან ნიშნულს მიაღწია. ბიტკოინი – ეს არის ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული სისტემის ციფრული ვალუტა, რომლის „მოპოვება“ შეუძლია სისტემის მონაწილე ნებისმიერ ადამიანს. ...

Read More »

„გაზპრომი“ ბიტკოინის საწარმოს ხსნის, რომელიც გაზის ენერგიაზე იმუშავებს

რუსული „გაზპრომი“ ახალ ბიზნესში იწყებს საქმიანობას – ბიტკოინის მოპოვება. კომპანიამ გადაწყვიტა გამოიყენოს ნავთობისა და გაზის მარაგები ბიტკოინის საწარმოებლად. კომპანია არის რუსეთის გაზის მონოპოლისტი და მსოფლიოში სიდიდით მე -10 ნავთობმწარმოებელი. „გაზპრომი“ ხელმძღვანელობს ისეთ ტრანსსასაზღვრო გაზსადენებთან დაკავშირებულ პროექტებს, როგორიცაა Nord Stream და South Stream, რომელიც რუსულ გაზს ევროპას აწვდის. “გაზპრომი” ახლა უკვე შეეცდება კრიპტოვალუტის ბაზარზე შესვლასაც. კომპანიის ახალი ობიექტი მდებარეობს ციმბირის ჩრდილო–დასავლეთ ...

Read More »

კრიპტოვალუტის მომპოვებელი ადამიანები საქართველოში

მაინერები ფულის შოვნას უკვე დიდი ხანია რაც მთელ მსოფლიოში ცდილობენ. ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მაინინგით თვეში საშუალოდ 900 დოლარს გამოიმუშავებდნენ, საქართველოშიც მოიძებნებიან, თუმცა მათი გამოცდილება, ამ ბაზარზე მიმდინარე პროცესები და სპეციალისტების მოსაზრებები მოწმობს, რომ ეს ფულის შოვნის არცთუ ისე ურისკო გზაა. რა არის კრიპტოვალუტა და რა არის მაინინგი? ციფრული ვალუტები ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოიყენება. ისინი საბანკო სისტემის ალტერნატივას ქმნიან. ერთ-ერთი ყველაზე ...

Read More »

კრიპტოვალუტის ფერმებმა სვანეთი მძიმე დღეში ჩააგდო

სვანეთში კრიპტოვალუტის ფერმების მიზიდულობის ადგილად რჩება. მიზეზი, რა თქმა უნდა, უფასო ელექტროენერგიაა. რამდენიმე თვის წინ პრობლემა თითქოს ჩაცხრა, მაგრამ ახლა თავიდან იფეთქა. როგორც კი ბიტკოინის ღირებულებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, „მაინერებიც“ გააქტიურდნენ. რამდენიმე დღის წინ, სვანეთში, დაბა მესტიაში მდებარე სასტუმრო „ბანგურიანის“ დამხმარე ფართში პოლიციამ კრიპტოვალუტის მწარმოებელი ფერმა გამოავლინა, რომელიც უკანონოდ მოიხმარდა იმდენ ელექტროენერგიას, რამდენიც 4-5 სოფელს სჭირდება. დატაცების ფაქტის გამოვლენა მოხდა ...

Read More »

„ძალიან მალე საქართველოს პირველი კრიპტომილიარდერი ეყოლება“

მინდა გითხრათ, რომ ძალიან მალე საქართველოს ეყოლება პირველი კრიპტომილიარდერი“,-ამის შესახებ ნიუ-იორკის ფორდჰემის უნივერსიტეტის მიწვეულმა პროფესორმა ლევან ბოძაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „NEWSROOM“ განაცხადა. „ძალიან დაძაბული და არასასიამოვნო წელი გვქონდა, თუმცა, პირადად მე წარმატებას მივაღწიე ბევრ ტექნოლოგიურ სფეროში, იმიტომ რომ ყველაფერი ონლაინ ხდებოდა. ამ ხნის განმავლობაში ორი მნიშვნელოვანი კომპანიის შემოყვანა მოვახერხე ქვეყანაში. ეს ყველაფერი ბუნებრივია ელექტრონულად ხდება, ციფრული ბლოკჩეინისა და ხელოვნური ინტელექტის კომპანიებს ...

Read More »

კრიპტოვალუტის მწარმოებელი ფერმები სვანეთში და სასტუმრო “ბანგურიანის” განცხადება

„მე ვერ ვხედავ კანონდარღვევას ბიტკოინების წარმოებაში, თორემ სიამოვნებით ვეტყოდი, რომ კანონს არღვევს.“ – ასე ეხმაურებოდა ერთი წლის წინ მესტიის მუნიციპალოიტეტის გამგებელი კახა ჟორჟოლიანი უშუქოდ დარჩენილი მოსახლეობის პროტესტს ბიტკოინების წარმოების გამო. ბიტკოინების ეპოქაში მატულობს კრიპტოვალუტის მწარმოებელი მაინერების რიცხვი. ამის მაგალითია საქართველოს ის რეგიონი, რომელიც დენის გადასახადისგან სრულიად თავისუფალია და მსურველებს უფასოდ შეუძლიათ ნებისმიერი რაოდენობის ელექტეროენერგია მოიხმარონ, რათა ბიტკოინებით შემოსავალი მიიღონ. აღსანიშნავია, რომ ...

Read More »

კრიპტოვალუტის რეგულირება და მოპოვება საქართველოში

2019 წლის ივნისის განისაზღვრა კრიპტოაქტივისა და მის მოსაპოვებლად გამოყენებული სიმძლავრის გადასახადების დაბეგვრა. მიღებული გადაწყვეტილებით: კრიპტოვალუტის ეროვნულ ვალუტაზე გადაცვლა გათავისუფლებულია დღგ-ს გადასახადითფიზიკური პირის მიერ კრიპტოაქტივის მიწოდებით მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგანკრიპტოვალუტის მისაღებად გამოყენებული სიმძლავრე (გამოყენებული ელექტროენერგია დროის მონაკვეთში) არ ექვემდებარება დღგ-თი დაბეგვრას, თუ ამ მომსახურების მიმღები წარმოადგენს საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულ პირს, ან საქართველოში არ გააჩნია მართვის ადგილი ან მუდმივი დაწესებულება, ...

Read More »
ხონის ინდივიდუალური გამრიცხველიანება დასრულდა

სვანეთში კრიპტოვალუტის უკანონო საწარმო ელ. ენერგიას იტაცებდა – “ენერგო პრო”

სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, დიდი რაოდენობის ელექტროენერგიის დატაცების ფაქტი აღმოაჩინეს. ინფორმაციას კომპანია ენერგო-პრო ჯორჯია ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, ადგილობრივმა პოლიციამ მესტიის ცენტრში მდებარე სასტუმრო “ბანგურიანის” დახმარე ნაგებობაში გახსნილი კრიპტოვალუტის საწარმო აღმოაჩინა, რომელიც უკანონოდ მოიხმარდა დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას. “მესტიაში, განსაკუთრებით ბოლო ერთ წილწადში, კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება. ამის მიზეზი არის ადგილზე გახსნილი კრიპტოვალუტის მწარმოებელი პუნქტები, რომლებიც იტაცებენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას. მაგალითად, სასტუმრო ,,ბანგურიანში“ ...

Read More »

აფხაზეთში ელ.ენერგიის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე 3-ჯერ აჭარბებს დანარჩენი საქართველოს მაჩვენებლებს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ნოემბრის თვის ენერგეტიკის სექტორის მიმოხილვას ავრცელებს. დოკუმენტის თანახმად, აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება ერთ სულზე სამჯერ აღემატება მოხმარებას დანარჩენ საქართველოში. 2020 წლის საანგარიშო პერიოდში, აფხაზეთი წლის განმავლობაში ერთ სულ მოსახლეზე მოიხმარს  8,1552 კვტ. სთ. ელექტროენერგიას. დანარჩენ საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე 2,542 კვტ. სთ-ია. “აფხაზეთის მაღალი მოხმარება ძირითადად „უფასო“ ელექტროენერგიით და კრიპტომაინინგით შეიძლება აიხსნას”, – ნათქვამია ...

Read More »

კრიპტოენერგო კორელაცია

ახალი არ არის, რომ ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში იზრდება, ადგილობრივი წარმოება კი ჩამორჩება მოხმარებას და ამის გამო უფრო და უფრო მზარდი რაოდენობით გვიწევს იმპორტის განხორციელება ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან. ტენდენცია არასახარბიელოა და ერთადერთი, რაც შეგვიძლია, აღნიშნულს დავუპირისპიროთ, ეს არის ადგილობრივი გენერაციის განვითარების ხელშეწყობა. ბოლო ათწლეულის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ელექტროენერგიის შიდა მოხმარების ზრდა ყოველწლიურად საშუალოდ 4.7%-ით განისაზღვრება. რაც შეეხება წარმოებას, მაგალითად, 2019 წელს ...

Read More »