Tag Archives: #გარემო

საქართველოში ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა

ნავთობპროდუქტებისა და ავტოინდუსტრიის კომპანიებმა ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია ოფიციალურად წარადგინეს. როგორც ინდუსტრიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, შესაბამისი ავტორიზაციის გავლის შემდგომ ასოციაცია განახორციელებს ნარჩენი ზეთების, საბურავებისა და აკუმულატორების მართვის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების კოლექტიური ორგანიზაციის ფუნქციებს, რომლის მთავარი მისია იქნება ნარჩენების სწორი და კანონმდებლობის შესაბამისი მართვა. ასოციაციის მიზანს წარმოადგენს საქართველოში გარემოს დაცვის, ეკოლოგიის და ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების მუდმივი განხილვა ...

Read More »

ლისის ტბის მიმდებარე კერძო ტერიტორიების განაშენიანება გარემოსდაცვითი და ქალაქმშენებლობითი კვლევების შედეგად მიღებული რეკომენდაციებით დაიშვება

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის ეკოსისტემის დაცვისა და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს ჩამოყალიბების მიზნით, თბილისის მერიის დაკვეთით ჩატარებული კვლევების შედეგად მიღებული რეკომენდაციები დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში აისახება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, ლისის ტბის მიმდებარე კერძო ტერიტორიების სამშენებლო განვითარება მხოლოდ აღნიშნული რეკომენდაციებისა და გარემოსდაცვითი ინტერესების შესაბამისად იქნება დასაშვები. მისივე განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უზრუნველყოფს ...

Read More »

მეცნიერებმა შექმნეს ფერმენტი, რომელიც პლასტმასას რამდენიმე საათში შლის

მეცნიერებმა ფერმენტი შექმნეს, რომელსაც შეუძლია, პლასტმასას კომპონენტები, ათწლეულების ნაცვლად, სულ რამდენიმე საათში დაშალოს. ავტორთა განცხადებით, შესაძლოა, იგი პლასტმასით დაბინძურებული ადგილების გასასუფთავებლადაც კი გამოვიყენოთ. კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა. ამ ფერმენტმა ტესტებში პოლიმერ პოლიეთილენ ტერეფტალათისაგან (PET) დამზადებული პროდუქტები ერთ კვირაში დაშალა, ზოგ შემთხვევაში კი 24 საათში. საგულისხმოა, რომ ბუნებრივ მდგომარეობაში ამ მასალების სათანადოდ დაშლას საუკუნეებიც კი სჭირდება. გასათვალისწინებელია, რომ თავად PET არაერთი პროდუქტის შეფუთვაში გვხვდება, ტექსტილი იქნება ეს თუ ...

Read More »

კლიმატის ცვლილება დედამიწის წყლის წრებრუნვაში შემაშფოთებელ ცვლილებებს იწვევს

კლიმატის ცვლილება დედამიწის წყლის წრებრუნვას სერიოზულ დარტყმას აყენებს. ახალი თანამგზავრული მონაცემების მიხედვით, მთელ მსოფლიოში, მტკნარი წყლები სულ უფრო მტკნარდება, მარილიანი კი უფრო მლაშდება სულ უფრო მზარდი მაჩვენებლით. ასეთი მახასიათებლის გაგრძელების შემთხვევაში, სასტიკად გაიზრდება თავსხმა წვიმის შტორმები. აღმოჩენა მიუთითებს წყლის გლობალური წრებრუნვის სერიოზულ აჩქარებაზე — ნიშანი, რომელიც მკაფიოდ არ შეიმჩნევა ოკეანის ტივტივებიდან აღებული წყლის ნიმუშების მარილიანობის გაზომვებში; როგორც წესი, ისინი მხოლოდ ოკეანის ...

Read More »

საქართველოს მთავრობამ ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შესახებ დებულება დაამტკიცა

აღნიშნული დოკუმენტი დაეხმარება სახელმწიფოს ტყის მდგრადი მართვის პოლიტიკური, სტრატეგიული და საკანონმდებლო ჩარჩოს შესაფასებლად. დოკუმენტი დადებითად შეფასდა საერთაშორისო და ეროვნული ექსპერტების, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროკავშირის სატყეო პროგრამების მიერ. საქართველოში ტყის მდგრადი მართვის ეროვნული კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შემუშავების პროცესი 2014 წელს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“ (IBiS) მხარდაჭერით დაიწყო. საქართველოს გარემოს ...

Read More »

რუსეთში ტყე კრასნოიარსკში იწვის

რუსეთში, კრასნოიარსკის ოლქში ხანძარია – ცნობილი ხდება, რომ ტყე მინუსინსკის რაიონში იწვის. ინფორმაციას კი სამთავრობო გამოცემა РИА Новости ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. არ ფიქსირდება არც ქონების განადგურების ფაქტები. გამოცემის ცნობით, ხანძრის გამო გადაიკეტა ცენტრალური საავტომობილო გზა.

Read More »

საქართველოში ნარჩენების მართვა კვლავ მწვავე პრობლემად რჩება

დედამიწის საერთაშორისო დღეს გარემოსდამცველები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ადამიანებს, გაუფრთხილდნენ და იზრუნონ პლანეტაზე. საქართველოში გარემოს დაცვის თვალსაზრისით, ერთ-ერთი მწვავე პრობლემა კვლავ ნარჩენების მართვაა. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში მდგომარეობა გამოსწორდა, თბილისსა და რეგიონებში კვლავ წააწყდებით არაერთ არალეგალურ ნაგავსაყრელსა და დაბინძურებულ რეკრეაციულ ზონას. პლასტმასის ნარჩენები, პოლიეთილენის პარკები, ვადაგასული საკვები პროდუქტები – ნარჩენები თბილისის ზღვის თითქმის მთლიან სანაპიროზეა მიმოფანტული. მათი ნაწილი წყლის ზედაპირზეც ტივტივებს. ტალღებს ნაგავი შორს მიაქვთ, ...

Read More »

წიაღისეულის მოპოვებისთვის დადგენილი ზღვარი მკაცრდება

წიაღისეულის მოპოვებისთვის დადგენილი ზღვარი მკაცრდება. პარლამენტმა “გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში” შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილების თანახმად, სავალდებულო წესით გზშ-ს დაექვემდებარება წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვება, როდესაც მოპოვების ადგილის ზედაპირი 10 ჰექტარზე მეტია, ნაცვლად მოქმედი – 25 ჰექტრისა. ხოლო სკრინინგის პროცედურას დაექვემდებარება მყარი სასარგებლო წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვება, როდესაც მოპოვების ადგილის ზედაპირი 5 ჰექტარზე მეტია, ნაცვლად მოქმედი – 10 ჰექტრისა. ...

Read More »

ნინო ლაცაბიძე ბრიუსელში, ენერგოქალაქების ფორუმში იღებს მონაწილეობას

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც ენერგოქალაქების ფორუმში იღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ფორუმს, მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის ასობით ქალაქის წარმომადგენელი ესწრება, საქართველოს კი მხოლოდ რუსთავი წარმოადგენს. “ ჩვენი ქალაქისთვის გამოვიყენებთ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მხარდაჭერას, რათა ახალი პროექტებით შევძლოთ იმ მიზნის მიღწევა, რაც ყველას გვაერთიანებს. რუსთავისთვის ეკოლოგია მთავარ გამოწვევად რჩება, ენერგოქალაქების ქსელი არის შესაძლებლობა, გავიზიაროთ ...

Read More »

ევროპის მწვანე შეთანხმება – შეძლებს თუ არა საქართველო დოკუმენტით დადგენილი მიზნების მიღწევას

მსოფლიოში 1750-1850-იანი წლები ინდუსტრიალიზაციის სახელითაა ცნობილი. ეს იყო ეპოქა, რომელმაც ეკოლოგიური ფაქტორები თითქმის სრულად უგულველყო. უარი თქვა აგრარულ და კუსტარულ მრეწველობაზე და პრიორიტეტი მსხვილ ავტომატიზაციაზე დამყარებულ წარმოებას მიანიჭა. ცივილიზებული სამყაროს შეცვლილი ქცევა ეკონომიკურ წარმატებასთან ერთად კლიმატის ცვლილებების საწინდარი გახდა. საზოგადოებას გარემოსთვის მიყენებული ზიანის შედეგების აღსაქმელად და საკუთარ თავზე გამოსაცდელად თითქმის სამი საუკუნე დასჭირდა. 2019 წელს კი საფუძველი ახალ და ახლა ...

Read More »