Tag Archives: #ჰიდროელექტროსადგური

ჰიდროენერგეტიკის წილმა თურქეთის ენერგო წარმოებაში 20.1% შეადგინა

თურქეთმა ჰიდროენერგეტიკა სრულიად ახალ დონეზე აიყვანა. აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საკუთარ Twitter-ის გვერდზე დაწერა. „ბოლო პერიოდში, ჩვენს მიერ აშენებული ჰესების წყალობით, შევძელით თურქეთის ჰიდროენერგეტიკის სულ სხვა დონეზე აყვანა. თუმცა, აღნიშნულზე გაჩერებას არ ვაპირებთ და კვლავაც გავაგრძელებთ ხსენებულ სფეროს აქტიურ ინვესტირებას, რადგან გვსურს თურქეთი გახდეს ერთ-ერთი წამყვანი ქვვეყანა ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით, ამის პირობას გაძლევთ“ – განაცხადა ქვეყნის მეთაურმა. ერდოღანმა ...

Read More »
შუახევიჰესი - უმსხვილესი ჰიდროენერგოპროექტის მშენებლობლობა წარმატებით მიმდინარეობს

როგორ აძლიერებს ეკონომიკურად მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას ახალი ჰესების პროექტები

ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება და მცირე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ინვესტორებისთვის დაუწერელ კანონად იქცა. ხშირ შემთხვევაში ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროექტებს თან ახლავს გარკვეული სოციალური პროგრამა – ზოგად და პროფესიულ განათლებაზე, სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობაზე ორიენტირებული პროექტების ერთობლიობა. ჰესის არეალში მცხოვრებთა მეწარმეობის მხარდამჭერი პროექტები მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას საკუთარი ბიზნეს-პოტენციალის განვითარების შესაძლებლობას აძლევენ, ამასთანავე ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს უშლიან სოფლების ...

Read More »
ხუდონჰესის მშენებლობა, შეიძლება 2 წლით გადაიდოს

რა ძირითადი სარგებელი მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას?

უპირველესად, ესაა ელექტროენერგიის ადგილობრივი გენერაციის ზრდა, შესაბამისად, მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება და ჩვენი ენერგოუსაფრთხოების განმტკიცება. გარდა ამისა, ახალი ჰესების მშენებლობა პირდაპირ თუ ირიბად ავითარებს რეგიონებს და ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ განვითარებას. დამატებითი სარგებლების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია: ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, რომელიც დაუწერელ წესად იქცა თითეული ინვესტორისთვის; პროფესიული განათლების მიღება; სპეციალისტების პროფესიული დონის ამაღლება; ადგილობრივი მცირე ინფრასტრუქტურის განვითარება; ბიუჯეტში გადასახადების ...

Read More »

უკრაინულმა კომპანიებმა ყარაბახის ტერიტორიაზე მდებარე ჰესის აღდგენის სურვილი გამოთქვეს

უკრაინული კომპანიები მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ყარაბახის ტერიტორიაზე მდებარე ჰიდროელექტროსადგურის აღდგენაში. აღნიშნულის შესახებ, უკრაინის პოლტავას რეგიონალური საბჭოს დეპუტატმა, ენერგეტიკის საკითხების ექსპერტმა ევჰენ კორფმა განაცხადა. მისი სიტყვებით, უკრაინულ კომპანიებს შეუძლიათ ყარაბაღში ისეთი სამუშაოების განხორციელება, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირში ძალიან ცოტას თუ შეუძლია: „უკრაინაში გენერაციის მსგავს სისტემებს აწარმოებს 2 კომპანია. დსთ-ს სხვა ქვეყნებში მათ აწარმოებს ერთი ბელორუსული და ორი რუსული კომპანია. მსხვილი ...

Read More »

“თუ ეს პირობები არ შესრულდა, ისევ დაიწყება პროცესების ესკალაცია”

“ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეთა აქციის ერთერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა facebook ჩართვის დროს განაცხადა: “არანაირი მუშა პროცესი არ მიმდინარეობს, თუმცა, ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ აქ დგას საკმაოდ ბევრი ადამიანი, ეს ყოველდღიური პროცესია. ამ რაოდენობით ადამიანები ყოველ საღამოს იკრიბებიან. ეს არის განმსაზღვრელი, რომ კომპანია ვერ ახერხებს შევიდეს და გააგრძელოს სამუშაო პროცესი, თუმცა, ოფიციალურად, რასაც ვითხოვდით მათგან, რომ მოხდეს თქმა, შეჩერდება ყველანაირი პროცესი ხეობაში, ...

Read More »

გოლეთიანი: ინფორმაცია რომ „ენკა“ სამუშაოებს განაგრძობს სიმართლეს არ შეესაბამება

განცხადება ამის შესახებ მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” წარმომადგენელმა ვარლამ გოლეთიანმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია „ენკა” სამუშაოებს განაგრძობს და გვირაბი ხვამლის მთამდეა გაჭრილი, ასევე ინფორმაცია, რომ „ენკას”ხეობიდან ქანები თურქეთში გააქვს,სიმართლეს არ შეესაბამება. გოლეთიანის თქმით, ამ დროისთვის ჰესი არ შენდება. „მოვუწოდებთ ყველას, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

Read More »

“ხუდონჰესით ინვესტორი დაინტერესებული აღარ არის”

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ხუდონჰესთან დაკავშირებით ინდურ კომპანია “ტრანს ელექტრიკასთან“ შეთანხმება 2011 წელს დაიდო, თუმცა 10 წელია პროექტი ვერ განხორციელდა. მისი თქმით, ამ ეტაპზე კომპანიასთან მიმდინარეობს შეთანხმება ხელშეკრულების მოშლაზე. “10 წელი გავიდა უკვე და ეს პროექტი ვერ განხორციელდა. აქ არის მიზეზების ნაკრები, მათ შორის პროექტის სირთულე. აქედან გამომდინარე ჩვენ 1 წლის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საერთაშორისო კონსულტანტის დახმარებით მოველაპარაკოთ, ...

Read More »

ნათია თურნავა: „ნამახვანჰესთან” დაკავშირებით მედიაციის პროცესი ცივილიზებულად მიმდინარეობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ჩართულობით, „ნამახვანჰესთან” დაკავშირებით მიმდინარე მედიაციის პროცესი ცივილიზებულად მიდის. „მედიაციის პროცესით დადასტურდა, რომ პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ევროპული ენერგეტიკული ქარტიის მედიატორის მოწვევის თაობაზე მართლაც სწორი გადაწყვეტილება იყო. პირველი ნაბიჯები დეესკალაციისთვის გადაიდგა, ჩვენც შევამცირეთ პოლიციის კონტინგენტი და რკინის ჯებირები ხეობაში“, – აცხადებს თურნავა. მისივე თქმით, ...

Read More »

“ორივე მხარისთვის დღეს მნიშვნელოვანია გარკვეულ კომპრომისებზე წავიდნენ”

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათში იმყოფებიან. აქციის ორგანიზატორებმა მათთვის შეთავაზებული ადგილები დაათვალიერეს. თუმცა ისინი არცერთ შეთავაზებას არ დათანხმდნენ. იმერეთში სახელმწიფოს რწმუნებულის თქმით, სახელმწიფომ პროტესტის მონაწილეებს სოფელ ნამახვანში პროტესტის გადასატანად 13 ალტერნატიული ლოკაცია შესთავაზა. ამ თემაზე ზვიად შალამბერიძემ „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა. „მესმის მათი პოზიცია, რომ რეალურად აუცილებლად ამ მიწაზე უნდა დაბრუნდნენ, მაგრამ მე ვთვლი, რომ ორივე მხარისთვის დღეს მნიშვნელოვანია ის, რომ გარკვეულ კომპრომისებზე წავიდნენ, იისთვის ...

Read More »

ნათია თურნავა “ნამახვანზე”: “მაქვს შეგრძნება, რომ კონსესუსამდე მივალთ”

“მე მაქვს შეგრძნება, რომ აუცილებლად მივალთ კონსესუსამდე“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ. „ძალიან პოზიტიური პროცესი მიმდინარეობს ევროპელი მედიატორის ჩართულობით. რამდენიმე ხნის წინ იყო შეხვედრა ამ მედიაციის ფარგლებში. დღეს უკვე იგივე კონფიგურაციით, იგივე შემადგენლობით გაგრძელდება ეს შეხვედრა უკვე ონლაინ ფორმატში. შედეგი დადგა ის, რომ პოლიციამ რკინის ჯებირებს დემონტაჟი გაუკეთა. ახლა ველოდებით, რომ საპროტესტო მოძრაობის მონაწილეებისგან კონტრნაბიჯები წამოვა, რომ კანონმდებლობა იყოს დაცული, არ ...

Read More »