Tag Archives: #ელექტროენერგია

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 6 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. ვაკის რაიონი – 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ნინო რამიშვილის ქუჩის მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კვანტალიანის, პეტრე სარაჯიშვილის, გოძიაშვილისა და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III ...

Read More »

აფხაზმა სამართალდამცველებმა 93 კრიპტომაინინგ აპარატი ამოიღეს

აფხაზეთის დე ფაქტო სტრუქტურებმა – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სტანდარტების, სამომხმარებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო კომიტეტმა 93 კრიპტომაინინგ აპარატი ამოიღეს. ამასთან, დე ფაქტო სამართალამცველებმა გამოავლინეს და დალუქეს მაინინგ-აპარატურის სარემონტო საამქრო. ინფორმაციას „აფსნიპრესი“ ავრცელებს. აფხაზეთის ენერგოსისტემასთან „უკანონო მიერთების ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით“ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, კრიპტოვალუტის მოპოვების რამდენიმე ობიექტი და მფლობელი დადგინდა: გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნიში – ...

Read More »

„ინტერ რაო” ყოველთვის ითხოვს ტარიფის გადახედვას და გაზრდას, თუმცა მარეგულირებელი კომისია მათი დღის წესრიგით არ მუშაობს

ეს არ არის ბოლო ინსტანცია და მიღებული გადაწყვეტილება იქნება გასაჩივრებული, – ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ საქართველოსთვის კომპენსაციის სახით „ინტერ რაო” სასარგებლოდ დაკისრებული 80 მილიონი აშშ დოლარის შესახებ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, „ინტერ რაოს” მიერ ტარიფების გასაჩივრება ტარიფების დათვლის ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლამ გამოიწვია. „მარეგულირებელი კომისია 2014 წელს გადავიდა ტარიფის დადგენის ახალ ცივილურ მეთოდზე, როგორიც არის ევროპული ...

Read More »

სემეკი, კონკურენციის მხარდაჭერისა და განვითარების მიზნით მარეგულირებლებს შორის გაფორმებული შეთანხმების მხარეა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა და ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე. ღონისძიება მიეძღვნა მსოფლიო კონკურენციის დღეს, თემატიკით – „კონკურენციის პოლიტიკა ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკისთვის“. განახლებული კანონმდებლობის ფორმატში, კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულების, თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, კონკურენციის მსოფლიო დღის ფარგლებში, მარეგულირებელი უწყებების ...

Read More »

თბილისში ელექტროენერგიის მომხმარებელთა ნაწილი დეკემბერში 2 ქვითარს მიიღებს

ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადების პენსიისა და საარსებო შემწეობის მიღების ვადებზე მორგების მიზნით, ე.წ. გარდამავალ პერიოდში თბილისში „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) აბონენტების ნაწილი 2 ქვითარს მიიღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. ცვლილების გამო მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადი არ გაეზრდება. თბილისის მასშტაბით ელექტროენერგიის ყველა საყოფაცხოვრებო მომხმარებელი მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღებს პირველ ქვითარს, რომელშიც ასახული იქნება ნოემბერსა და დეკემბრის დასაწყისში, არაუმეტეს 30 დღის ...

Read More »
„გაზისა და დენის ტარიფი იმ შემთხვევაში გადაიხედება, თუ ლარი-დოლარის კურსი 2,5 ნიშნულს მიაღწევს“

საქსტატის მონაცემებით, ელექტროენერგიასა და გაზზე გადასახადები 11.5-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.5 პროცენტი შეადგინა. მათივე ცნობით, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში 11.5 პროცენტიანი მატებაა, რაც 1.68 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. “საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11.5 პროცენტიანი მატება, რაც 1.68 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, ...

Read More »

“ძირს ხუდონჰესიდან” – “ძირს ნამახვანჰესამდე” ანუ დავაბრუნოთ ENKA

ჰესების წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას ისტორიკოსი და ჟურნალისტი დათო გამცემლიძე სტატიას უძღვნის, რომელსაც უცვლელად გთავზობთ: “”ხუდონი”, როგორც “ვარლამიზმის”, ანუ კლინიკური ჰესო-ფობიისა და თვითმავნებლური ეკომანიაკობის ისტორიული წყარო… თუ ჩვენ სახელმწიფო ვართ, ან გვსურს რაიმე სახით ვამჟღავნებდეთ სახელმწიფოს ნიშან-თვისებებს, ყველამ, უკლებლივ ყველამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ “ENKA” საქართველოში დაბრუნდეს. ამის აუცილებლობა უნდა გვიკარნახოს წლევანდელმა ევროპულმა ენერგოკრიზისმა, რომელსაც შესაძლოა, ევროპის ენერგოშატნაჟიც დავარქვათ. ყველა სხვა ...

Read More »

ინგლისში ყველა ახალ სახლს ელექტრომობილების დამტენი უნდა ჰქონდეს

ბრიტანეთის მთავრობის ინიციატივით, ყველა ახალ სახლში ელექტრომობილების დამტენი პუნქტის დამონტაჟება სავალდეულო გახდება. ამის შესახებ ბრიტანული ინდუსტრიის კონფედერაციის ყოველწლიურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. ინიციატივის ფარგლებში  ბრიტანეთის მთავრობას დამატებით 145 000 დამტენი პუნქტის განთავსება შეეძლება. რეგულაციები ასევე შეეხებათ იმ დაწესებულებებსაც, რომლებიც საკუთარი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით რემონტს დაიწყებს. გაერთიანებული სამეფოს ტონი ბლერის გლობალური ცვლილების ინსტიტუტის კვლევამ აჩვენა, რომ გარემოში ემისიების მნიშვნელოვნად ...

Read More »

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ზოგიერთ რაიონში დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), წულუკიძის, ლაღიძის (ნაწილობრივ) და იუმაშევის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის და ჩუღურეთის რაიონებში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის, ...

Read More »

Nissan-ი ელექტრომობილების განვითარებაში 17.6 მლრდ დოლარს დახარჯავს

იაპონურმა საავტომობილო კონცერნმა Nissan Motor-მა განვითარების ახალი სტრატეგია Nissan Ambition 2030 წარმოადგინა, რომელიც ითვალისწინებს მსხვილი ინვესტიციების ჩადებას ტექნოლოგიების განვითარებაში ელექტრომობილების მიმართულებით. ამის შესახებ საუბარია კომპანიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ დოკუმენტში. „Nissan Ambition 2030-თან ერთად, ჩვენ შევდივართ ელექტროფიცირების ახალ ერაში, ჩვენ ვგეგმავთ ემისიების შემცირების მიმართულებით განვითარებას და გავხსნით ყველა შესაძლებელ ბიზნესს ამისთვის. ჩვენი სურვილია, გადავაქციოთ Nissan სტაბილურ კომპანიად, რომელიც ნამდვილად სჭირდებათ კლიენტებსა ...

Read More »