Tag Archives: #გაზპრომი

Gazprom: ევროპაში გაზის ფასი შესაძლოა, კიდევ 60%-ით გაიზარდოს

რუსული სახელმწიფო კომპანია Gazprom-ის განცხადებით, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შესაძლოა, კიდევ 60%-ით გაიზარდოს და 1,000 კუბურ მეტრზე $4,000-ზე მეტი შეადგინოს. აღსანიშნავია, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო, კომპანიის ექსპორტი და წარმოება ვარდნას განაგრძობს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ ევროპის მთავარი მიმწოდებელი სახელმწიფოდან ბუნებრივი აირის ნაკადები მნიშვნელოვნადაა შემცირებული. ნაკადების შემცირება ერთ-ერთი მარშრუტის დახურვამ და სანქციების შედეგად, Nord Stream 1-ის აღჭურვილობასთან დაკავშირებით გამოწვეულმა ...

Read More »
"გაზპრომი" უკრაინის ანტიმონოპოლიურის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

გაზპრომმა ზამთრისთვის შოკისმომგვრელი პროგნოზი გამოაქვეყნა

რუსული გაზპრომის პროგნოზით, ზამთარში ევროპაში 1000 კბ/მ გაზის ფასმა შესაძლოა $4 000–ს გადააჭარბოს. ასეთი პროგნოზი კომპანიის საიტზეა გამოქვეყნებული. „აღვნიშნავთ, რომ ევროპის ბირჟებზე გაზის ფასი $2 500–იან ნიშნულს ასცდა. კონსერვატიული შეფასებებით, თუ ტენდენცია შენარჩუნდება, ზამთარში ფასი $4 000–ს გადააჭარბებს 1000 კუბურ მეტრზე“, – ნათქვამია გაზპრომის განცხადებაში. კომპანიამ ასევე შეაჯამა მიმდინარე წლის შვიდნახევარი თვის შედეგები: 1–ლი იანვრიდან 15 აგვისტომდე გაზპრომმა 274,8 მლრდ ...

Read More »

„გაზპრომის“ განცხადებების შემდეგ ევროპაში გაზის ფასმა $2500-ს გადააჭარბა

გაზის ფიუჩერსების ფასმა ბირჟაზე ათას კუბურ მეტრზე $2500 გადააჭარბა, მას შემდეგ, რაც რუსულმა „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ ზამთარში შესაძლოა 1000 კუბური მეტრი გაზის ფასი $4000 -მდე გაიზარდოს. ბოლო კოტირება $2 500-ზე მეტი ათას კუბურ მეტრზე მარტის დასაწყისში, რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაში რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის შიშის ფონზე (რომელზეც ევროპა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებულია) დაფიქსირდა. იმის მიუხედავად, რომ გაზის ემბარგო, ევროკავშირის სანქციების ფარგლებში ...

Read More »

დიდი ბრიტანეთი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის უმსხვილეს გაზის საცავს გახსნის

დიდი ბრიტანეთი გახსნის უმსხვილეს გაზის საწყობს და მალე დაიწყებს მის შევსებას ზამთრისთვის. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი The Daily Telegraph წერს. Centrica, British Gas-ის მფლობელი, მზად არის, სექტემბრის დასაწყისში დაიწყოს ბუნებრივი აირის გადატუმბვა Rough-ის საწყობში. საჭიროა მხოლოდ Centrica-სა და ბრიტანეთის მთავრობას შორის შეთანხმება სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ, ასევე ოფიციალური ნებართვა ჩრდილოეთ ზღვის გარდამავალი ორგანოს (NSTA) ოპერაციების განახლების შესახებ, რაც, გაზეთის თანახმად, “პრობლემურად ...

Read More »

უკრაინული მედია: სახელმწიფო გაზის კომპანიას დაევალა, რეზერვების შესაქმნელად, შიდა წარმოების გაზიც შეიძინოს

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა გაზის სახელმწიფო კომპანია „ნაფტოგაზს“ დაავალა, ოქტომბრამდე, ბუნებრივი აირის რეზერვები შექმნას. კომპანიას ევალება, მარაგი შიდა წარმოების გაზითაც შეავსოს, – ამის შესახებ უკრაინული მედია მთავრობის შესაბამის დადგენილებაზე დაყრდნობით წერს. „დოკუმენტს ცვლილება შეაქვს კომპანიის მფლობელობის პოლიტიკაში. მან უნდა უზრუნველყოს 19 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ხელმისაწვდომობა მიწისქვეშა საწყობებში, „მათ შორის, უკრაინაში წარმოებული ბუნებრივი აირის შეძენით“, – წერს Ukrinform-ი. 8 აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინის მიწისქვეშა გაზის საწყობებში ...

Read More »

ბულგარეთში „გაზპრომის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, ასობით მოქალაქე ითხოვს, რომ ქვეყანა არ იყოს დამოკიდებული რუსულ გაზზე. ბულგარეთსა და ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში ეჭვი აქვთ, რომ წინა, პროდასავლური მთავრობა იმის გამო გადააყენეს, რომ მკაცრი პოზიცია ჰქონდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო და უარი თქვა რუსეთისთვის გაზის საფასური რუსულ რუბლში გადაეხადა. “ბულგარეთის დემოკრატია ყოველდღიურად უნდა დავიცვათ. ჩვენ გავხდით მოწმენი, რომ პრეზიდენტის მოქმედებები ბულგარეთის დემოკრატიას საფრთხეს უქმნის. ჩვენი ...

Read More »

მოლდოვა აგვისტოში რუსული გაზის საფასურს წინმსწრებად ვერ დაფარავს

„მოლდოვაგაზის“ ხელმძღვანელი ვადიმ ჩებანი აცხადებს, რომ კომპანია რუსულ „გაზპრომს“ აგვისტოში მოწოდებული გაზის საფასურს წინმსწრებად ვერ გადაუხდის. ეს თანხა „მოლდოვაგაზმა“ 20 აგვისტომდე უნდა დაფაროს. „ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ გადახდას ვერ შევძლებთ. ივლისს დავხურავთ, მაგრამ აგვისტოს ავანსს ვერ გადავიხდით – ეს ცალსახაა. ჩვენ მივმართეთ მიმწოდებელს გადახდების გადადების მოთხოვნით, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია“, – განაცხადა ჩებანმა იგი იმედოვნებს, რომ 1-ელი ოქტომბრიდან, ხელშეკრულების შესაბამისად, ...

Read More »
რუსეთში ბუნებრივი აირის საექსპორტო ფასის რეკორდულ ვარდნას ელიან

ბულგარეთი „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის მიწოდების განახლების ვარიანტს განიხილავენ

ბულგარეთი რუსული „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის მიწოდების განახლების ვარიანტს განიხილავს. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივ მედიასთან საუბარში ენერგეტიკის მინისტრმა, როსენ ჰრისტოვმა განაცხადა. „ჩვენ პრიორიტეტად განვიხილავთ ალტერნატიულ მომწოდებლებს. მე არ ვიქნები ის მინისტრი, რომელიც ზამთარში ქვეყნის მოსახლეობას გასაყინად გაწირავს“, – განაცხადა მინისტრმა. ჰრისტოვის თქმით, რუსეთის მიერ ბულგარეთისთვის წამოყენებული პირობები იგივეა, როგორიც სხვა ევროპულ ქვეყნებს აქვთ და ისინი მათ ასრულებენ. „ჩვენ არ გადავუხვევთ ევროპულ პოლიტიკას. „გაზპრომისგან“ გაზის ყიდვა ...

Read More »
უკრაინა რუსულ გაზზე სრულად უარის თქმას გეგმავს

რუსულ სახელმწიფო კომპანია „ტრანსნეფტში“ აცხადებენ, რომ უკრაინამ უნგრეთში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში რუსული ნავთობის ტრანზიტი შეაჩერა

რუსულ სახელმწიფო კომპანია „ტრანსნეფტში“ აცხადებენ, რომ უკრაინამ ევროპაში რუსული ნავთობის ტრანზიტი შეაჩერა. „როიტერის“ ინფორმაციით, რუსულ კომპანიაში განაცხადეს, რომ ნავთობის ტრანზიტი მილსადენ „დრუჟბას“ გავლით შეჩერებულია უნგრეთში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში. „როიტერის“ ცნობით, „ტრანსნეფტში“ განაცხადეს, რომ მათ გადაიხადეს აგვისტოს თვის ტრანზიტის საფასური, თუმცა თანხა უკან დაუბრუნდათ. სახელმწიფო კომპანიის წარმომადგენლის, იგორ დემინის თქმით, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო, იმის ნაცვლად, რომ თავად გადაწყვიტონ, დაუშვან თუ არა ტრანზაქცია, ევროპულმა ბანკებმა ...

Read More »

ევროპის კომისია უარყოფს რუსეთის განცხადებას იმის შესახებ, რომ გაზის ტურბინის შეფერხება სანქციების გამო ხდება

ევროკომისია აცხადებს, რომ დასავლეთის სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ არ წარმოადგენს დაბრკოლებას გერმანიიდან რუსეთში გაზის ტურბინის მიწოდებისთვის. რუსულმა სახელმწიფო ენერგეტიკულმა გიგანტმა, “გაზპრომმა”, 27 ივლისიდან სიმძლავრის ერთ მეხუთედამდე შეამცირა გაზის მიწოდება “ჩრდილოეთის ნაკადი 1”-ის მილსადენით გერმანიაში და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი აუცილებელი იყო, რადგან მას არ მიუღია ტურბინა მას შემდეგ, რაც ის ტექნიკური მომსახურებისთვის გააგზავნეს. “გაზპრომი” აცხადებს, რომ სანქციები შეუძლებელს ხდის Siemens-ის ძრავის ...

Read More »