"გაზპრომი" უკრაინის ანტიმონოპოლიურის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

გაზპრომმა ზამთრისთვის შოკისმომგვრელი პროგნოზი გამოაქვეყნა

რუსული გაზპრომის პროგნოზით, ზამთარში ევროპაში 1000 კბ/მ გაზის ფასმა შესაძლოა $4 000–ს გადააჭარბოს. ასეთი პროგნოზი კომპანიის საიტზეა გამოქვეყნებული.

„აღვნიშნავთ, რომ ევროპის ბირჟებზე გაზის ფასი $2 500–იან ნიშნულს ასცდა. კონსერვატიული შეფასებებით, თუ ტენდენცია შენარჩუნდება, ზამთარში ფასი $4 000–ს გადააჭარბებს 1000 კუბურ მეტრზე“, – ნათქვამია გაზპრომის განცხადებაში.

კომპანიამ ასევე შეაჯამა მიმდინარე წლის შვიდნახევარი თვის შედეგები: 1–ლი იანვრიდან 15 აგვისტომდე გაზპრომმა 274,8 მლრდ კუბური მეტრი გაზი მოიპოვა, რაც 13,2%–ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შორეულ ქვეყნებში ექსპორტი 36,2%–ით შემცირდა და 78,5 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა.

წყარო: gbc.ge

Leave a Reply