Tag Archives: #რუსეთი

ევროკავშირი: რუსეთი ენერგეტიკას იარაღად იყენებს – ეს რუსეთის სტრატეგიის ნაწილია ჩვენი ერთიანობის შელახვის მიზნით

კლიმატის პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის ხელმძღვანელმა, ფრანს ტიმერმანსმა განაცხადა, რომ რუსეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტით ევროკავშირის 12 წევრი სახელმწიფო დაზარალდა. „რუსეთი ენერგეტიკას იარაღად იყენებს და ჩვენ ვნახეთ შეფერხებები გაზის მიწოდების კუთხით. ეს ყველაფერი რუსეთის სტრატეგიის ნაწილია ჩვენი ერთიანობის შელახვის მიზნით. სულ თორმეტი წევრი სახელმწიფო ახლა დაზარალებულია რუსეთის მხრიდან მიწოდების ცალმხრივი შემცირებით. გაზის მიწოდების სრული შეფერხების რისკი ახლა უფრო რეალურია, ვიდრე ოდესმე. ამიტომ მნიშვნელოვანია ...

Read More »

გერმანიის მთავრობამ ქვეყანაში გაზის კრიზისი გამოაცხადა

გერმანიის მთავრობამ გააქტიურა ე.წ. განგაშის რეჟიმი – გაზით მომარაგების სფეროში საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, ავარიული გეგმის მეორე საფეხური. ამის შესახებ, როგორც DW იუწყება, დღეს ბერლინში განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა. მან გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა რუსეთიდან გაზის მიწოდების შემცირება და მაღალი ფასი, რომელიც სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, რუსეთმა 60%-ით შეამცირა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადით“ მიწოდებული გაზის მოცულობა, რაც იმას ...

Read More »

„კიდევ რამდენი ბავშვი დახოცეთ დღეს საწვავის შეძენით? “პროტესტი „ლუკოილთან“ ბელგიაში

„კიდევ რამდენი ბავშვი დახოცეთ დღეს „ლუკოილის“ საწვავის შეძენით“ – ისმის აქციის ერთ-ერთი მონაწილის შეძახილი. ბელგიაში დაძაბულობა იზრდება. უკრაინელი მომიტინგეები მოითხოვენ, ბოიკოტი გამოუცხადონ კომპანიას, რომელიც რუსეთთან არის დაკავშირებული. მათი თქმით, მათი საწვავის შეძენით ფინანსდება რუსეთის ომი უკრაინაში. ერთ-ერთი მომხმარებელი იუსუფი  არ ეთანხმება მომიტინგეების მოსაზრებას  და ამბობს, რომ უბრალოდ საწვავს ასხამს ავტომობილში. კერძო მფლობელობაში მყოფი კომპანია „ლუკოილი“ რუსეთში სიდიდით მეორე საწვავის კომპანიაა და ბენელუქსის რეგიონში 260 ბენზინგასამართი სადგური ...

Read More »
სავალუტო ფონდი ერაყს 5,4 მილიარდს გამოუყოფს

რუსეთი ერაყს აზიის სანავთობო ბაზრიდან აძევებს

რუსეთის ენერგორესურსებზე დიდი ფასდაკლებების გამო, აზიელმა იმპორტიორებმა დაიწყეს რუსეთისთვის უპირატესობის მინიჭება, რითაც შეასუსტეს ერაყის საბაზრო პოზიცია. ერაყის ნავთობის ძირითადი მყიდველები ტრადიციულად ჩინეთი და ინდოეთი იყვნენ, რომლებმაც გაზარდეს რესურსის მიწოდებები რუსეთიდან, Bloomberg-ზე დაყრდნობით იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიოთა კავშირი”. Bloomberg-ის ინფორმაციით, დღეისათვის ერაყი განიხილავს იმპორტიორებთან ფასდაკლებებს, რათა მოხდეს ერაყული რესურსების მიმზიდველობის გაზრდა. ერაყის მიერ საბაზრო პოზიციების დაკარგვის კიდევ ერთ ფაქტორად განიხილება ქვეყნის მიერ ...

Read More »
„გაზპრომი“ ლიტვაში მონოპოლიას კარგავს

რუსეთი ევროპისთვის გაზის მიწოდების გაზრდაზე უარს ამბობს

რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებაზე კონტროლი კვლავ გაამკაცრა. ქვეყანამ უარყო უკრაინის შეთავაზება სატრანზიტო შესაძლებლობების გაზრდის შესახებ, რომელიც გერმანიისთვის შემცირებული ნაკადების კომპენსაციას მოახდენდა. რუსეთის Gazprom-მა გადაწყვიტა, არ გამოეყენებინა დამატებითი შესაძლებლობა უკრაინის გავლით ევროპაში გაზის ტრანსპორტირებისთვის. ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომ მოსკოვის მხრიდან ნაკადები კვირების განმავლობაში შეზღუდული დარჩება მას შემდეგ, რაც Nord Stream-ის მილსადენით მიწოდება მაქსიმალური შესაძლებლობის 40%-მდე შეამცირა. მიწოდების შემცირებამ გაზის ფასების ...

Read More »

IEA-ს ხელმძღვანელი: ევროპა დაუყოვნებლივ უნდა მოემზადოს რუსეთის მიერ გაზის ექსპორტის შეწყვეტისთვის

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ფატიჰ ბიროლმა განაცხადა, რომ ევროპა დაუყოვნებლივ უნდა მოემზადოს რუსეთის მიერ გაზის ექსპორტის შეწყვეტისთვის. ფატიჰ ბიროლმა ევროპი მთავრობებს მოუწოდა, შეამცირონ მოთხოვნა და ატომური ელექტროსადგურები სამუშაო მდგომარეობაში შეინარჩუნონ. „რუსული გაზის სრულად გათიშვის შემთხვევაში, „ვროპა მზად უნდა იყოს. რაც უფრო ვუახლოვდებით ზამთარს, მით უფრო გვესმის რუსეთის განზრახვები. მე მივიჩნევ, რომ რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შემცირება მიმართულია იმაზე, რომ ევროპის საცავების ...

Read More »

მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩინეთში რუსეთის ნავთობის იმპორტი

რუსეთიდან ჩინეთში ნედლი ნავთობის იმპორტი 55%-ით გაიზარდა გასულ წელთან შედარებით. მან სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია მაისში. ამის შესახებ Reuters-ი წერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საბაჟო სამმართველოს მონაცემებზე დაყრდნობით. მიმდინარე წლის მაისში ჩინეთში რუსეთიდან ნავთობის იმპორტმა თითქმის 8,42 მილიონი ტონა შეადგინა, რაც ეკვივალენტურია დღე-ღამეში დაახლოებით 1,98 მილიონი ბარელისა. ეს 25%-ით მეტია აპრილის მაჩვენებელთან შედარებით. რუსეთმა პირველი ადგილი დაიკავა ჩინეთში ნავთობის ექსპორტიორთა შორის, საუდის ...

Read More »

უკრაინელებმა შავ ზღვაში რუსული საბურღი პლატფორმები დაბომბეს

კრაინის შეიარაღებულმა ძალებმა “Черноморнефтегаз-ის” საბურღი პლატფორმები დაბომბეს, რომლებიც რუსეთმა 2014 წელს მიიტაცა. ამის შესახებ 20 ივნისს ე.წ “ყირიმის ხელმძღვანელმა” სერგეი აქსიონოვმა Telegram-ზე განაცხადა. “დღეს დაახლოებით დილის რვა საათზე… “Черноморнефтегаз-ის” საბურღი პლატფორმები დაბომბეს”, – აღნიშნა აქსიონოვმა. მისი თქმით, ბაქანზე მყოფი 12 ადამიანიდან 5 გადაარჩინეს, სამი დაშავებულია, დანარჩენების ძებნა კი გრძელდება. ინფორმაცია Telegram-ზე უკრაინის სახალხო დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ დაადასტურა. “უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ‘ბოიკოს კოშკები’ ...

Read More »

ალექსეი მილერი აცხადებს, რომ “გაზპრომი”, რომელიც ამცირებს მიწოდებას ევროპისთვის, “საკუთარი წესებით” თამაშობს

რუსული ენერგეტიკული გიგანტის, “გაზპრომის” აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ მოსკოვი გერმანიასა და იტალიაში გაზის მიწოდების შემცირების შემთხვევაში საკუთარი წესებით თამაშობს. “პროდუქტი ჩვენი, წესებიც ჩვენია. ჩვენ არ ვთამაშობთ წესებით, რომლებიც თავად არ შეგვიქმნია,” – თქვა ალექსეი მილერმა 16 ივნისს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. 15 ივნისს “გაზპრომმა” განაცხადა, რომ 67 მილიონ კუბურ მეტრამდე შემცირდა ბუნებრივი აირის გადატუმბვა “ჩრდილოეთის ნაკადის” გაზსადენით, კომპლექს ...

Read More »

რუსეთი ევროპას გაზის მიწოდებას კვლავ უმცირებს

რუსეთი უმსხვილეს ევროპულ მყიდველებს გაზის მიწოდებას უზღუდავს, რის გამოც ბრიუსელი კრემლს შანტაჟში ადანაშაულებს. ევროპამ ზამთრის რეზერვების გამოყენება დაიწყო, რადგან Gazprom-მა გერმანიის, იტალიის და საფრანგეთის უმსხვილეს მყიდველებს გაზის მოცულობა შეუმცირა. რუსეთმა ბუნებრივი აირის მიწოდების შეზღუდვა დაიწყო იმ ფონზე, როცა მიმდინარე კვირაში ევროპელი ლიდერები უკრაინის მხარდასაჭერად კიევში ჩავიდნენ, დღეს კი ევროკომისიამ უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. კონტინენტის რუსული გაზის უმსხვილესი მყიდველი ...

Read More »