Tag Archives: #ენკა

“ვფიქრობ, კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში გადავდივართ”

ფიქრობ, გადავდივართ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში, არსებითი დათმობითი სულისკვეთება იგრძნობდა მათი მხრიდან, – ამის შესახებ მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებელმა, ვარლამ გოლეთიანმა ქუთაისში, მთავრობის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე დააყენეს სამი ძირითადი საკითხი იმისთვის, რომ გაჩნდეს სივრცე შემდეგი დიალოგის. „სამი პირობა არის ის, რომ შეწყდეს რეპრესიული პოლიტიკა რაც ხეობაშია, გამოვიდნენ პოლიციელები, აიღონ რკინის ფარდა, შეწყდეს მოსამზადებელი სამუშაოები. კარვები, რომლებიც დაგვირბიეს, უნდა ...

Read More »

მარიტა მუსელიანი: დღეს გვქონდა პირველი პრეცედენტი, როცა მოიხსნა მტკიცება, რომ ჰესი ყველა შემთხვევაში აშენდება

“ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის ერთ-ერთი წევრის, მარიტა მუსელიანის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე თქვეს, რომ თუ “ნამახვანჰესის” პროექტი ხალხის ნების საწინააღმდეგო იქნება, ის არ აშენდება. როგორც მან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე მოიხსნა აპრიორი მტკიცება, რომ ჰესი ყველა შემთხვევაში აშენდება. “დღეს გვქონდა პირველი პრეცედენტი იმისა, რომ დაიშვა შესაძლებლობა, მოიხსნა ის აპრიორი მტკიცება, რომ ჰესი ყველა შემთხვევაში აშენდება. მე ასეთი ...

Read More »

პრემიერის ინიციატივით, “ნამახვანჰესის” პროტესტის მონაწილეები ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან

აქტივისტები ამ წუთებში მიდიან გუმათიდან ქუთაისის მიმართულებით ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე “აქციის მონაწილეებთან შესახვედრად იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში იმყოფებიან პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ...

Read More »

“„ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტმა ჩვენი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო პროცედურა გაიარა”

გარემოს დაცვითი კუთხით „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტი ერთ-ერთი კარგად შესწავლილია, რომელმაც ჩვენი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო პროცედურა გაიარა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა „იმედის ფაქტორში“ განაცხადა. „ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სამინისტრო იყო და დღესაც არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, საზოგადოებასთან ურთიერთობის ნაწილში. ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, ყველა ექსპერტი, რომელსაც აინტერესებს, თუ რა წერია კვლევებში, მათი ...

Read More »

“ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ინვესტორი არ იხდის გადასახადებს, რაც ტყუილია”

ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს კომპანია „ენკა“ გათავისუფლებულია გადასახადებისგან, რაც არის აბსოლუტური ტყუილი, რადგან წელიწადში 30 მილიონ ლარს გადაიხდის მხოლოდ ადგილობრივ ბიუჯეტში, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემა „იმედის ფაქტორში“ განაცხადა. მინისტრი ხეობაში ურანის საბადოების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა. „რაც შეეხება ბუნებრივი რესურსის, ანუ ქვიშა-ხრეშის მოპოვების გადასახადს, კომპანია არც ამისგან არის გათავისუფლებული. კანონით დადგენილ საფასურს იხდის. ერთადერთი, რა უფლებითაც სარგებლობს ინვესტორი ...

Read More »

გურამ ნიკოლაშვილი: აქტივისტთა ჯგუფები ცდილობენ, საქართველოში ჰიდროენერგეტიკა არ განვითარდეს

აქტივისტთა ჯგუფები ცდილობენ, საქართველოში ჰიდროენერგეტიკა არ განვითარდეს, – ამის შესახებ „ჰიდროალიანსი-საჯარო პლატფორმის“ წარმომადგენელმა, გურამ ნიკოლაშვილმა „იმედის ფაქტორში“ „ნამახვანჰესზე“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, გარკვეული ჯგუფები თავიდანვე ცდილობენ მოსახლეობის ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგოდ მობილიზებას. „ეს არის სპეციალური ორგანიზაციები, მწვანე ჯგუფები, რომლებიც უკვე მრავალი წელია არიან დაკავებულები ამ დღის წესრიგით, რომ ჰიდროენერგეტიკა საქართველოში არ უნდა განვითარდეს. ჰიდროენერგეტიკა ჩვენს ქვეყანაში არის ქვაკუთხედი და საკვანძო დარგი ენერგეტიკის განვითარებისთვის, შემდეგ ...

Read More »

ვარლამ გოლეთიანი: თუ მოთხოვნები არ შესრულდება, მოვახდენთ ქვეყნის პიკეტირებას

ქუთაისში, ნამახვან ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციაზე, ვარლამ გოლეთიანმა დემონსტრანტებს სამომავლო სამოქმედო გეგმა გააცნო. მისი თქმით, დღეს ღამეს ქუჩაში გაათევენ, ხვალიდან კი სოფელ გუმათში დაბრუნდებიან. “დღევანდელ ღამეს ვათევთ აქ. ხვალ, დილის 8 საათიდან გადაავაადგილდებით გუმათში. თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნებს, არ ექნება ადეკვატური რეაგირება, ჩვენ მოვახდენთ ქვეყნის პიკეტირებას, ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. მისივე თქმით, თუ პიკეტირებაც ...

Read More »

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები “ნამახვანთან” დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “მივესალმებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით დიალოგის გამართვის აუცილებლობაზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კიდევ ერთხელ მიმართავენ საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს, ყველა სადავო საკითხი განხილულ იქნას დიალოგის რეჟიმში, რათა ყველა შეკითხვას გაეცეს ამომწურავი პასუხი და ...

Read More »

“როდესაც გვესმის, ხელშეკრულება კაბალურია, ეს მოდის ან საქმეში ჩაუხედავი ადამიანებისგან ან განზრახ სუბიექტური შეფასებაა”

როდესაც ჩვენ გვესმის, რომ ხელშეკრულება კაბალურია, ეს მოდის ან საქმეში ჩაუხედავი ადამიანებისგან, რომელთაც რაღაც ყურმოკვრით აქვთ მოსმენილი და ხელშეკრულება წაკითხული არ აქვთ, ან განზრახ სუბიექტური შეფასებაა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „იმედის ფაქტორში“ „ნამახვანჰესის“ პროექტზე საუბრისას განაცხადა. მინისტრმა ხელშეკრულებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. „ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მინდა განვმარტო, ხშირად გვესმის, რომ 15 წლის განმავლობაში ჩვენი ენერგობაზარი იყიდის ელექტროენერგიას და 15 ...

Read More »

“ქვეყნის ენერგეტიკის მომავალი ნამახვანზე გადის”

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, დღეს ნამახვანჰესზე გადის ქართული ენერგეტიკის განვითარების მომავალი და თუ გაჩერდება ნამახვანჰესის მშენებლობა, საერთოდ არავითარი პერსპექტივა არ ექნება არათუ დიდი და საშუალო ჰესების, არამედ მცირე ჰესების მშენებლობასაც კი საქართველოში. ჭარაიას განცხადებით, ნამახვანჰესის წინააღმდეგ არსებული პროტესტი უკვე იმდენად არასწორ ჭრილში გადაიზარდა, რომ ეს ყველაფერი აზიანებს ქვეყნის ბიზნესგარემოს. ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ...

Read More »