Tag Archives: #ელექტროენერგია

დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებთან სემეკის 2022 წლის საქმიანობა შეაჯამა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებთან სემეკის 2022 წლის საქმიანობა შეაჯამა. მან ისაუბრა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში 2022 წელს განხორციელებულ ცვლილებებზე, სემეკის მიერ მიღებულ ნორმატიულ აქტებზე საერთაშორისო პროექტებზე, სატარიფო რეგულირებასა და 2023 წლის გეგმებზე. სემეკის თავმჯდომარემ სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება გაამახვილა მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე. წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, 2022 წელს კომისიაში სემეკში კომპანიების წინააღმდეგ ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 28 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

28 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), საირმის, შმიდტის, ბურძგლას, გურამ ტატიშვილის, ბიძინა კვერნაძის, ანდრია აფაქიძის და მერაბ ალექსიძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანა პოლიტკოვსკაიას, იოსელიანის, მოწამე ვასილისკოს და ჯიქიას ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების ...

Read More »

ზელენსკი: 9 მილიონი უკრაინელი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა

26 დეკემბრის მდგომარეობით, უკრაინის სხვადასხვა რეგიონში დაახლოებით 9 მილიონი ადამიან ელექტროენერგიის გარეშე რჩება, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ღამის ვიდეომიმართვაში. მისივე განმარტებით, გათიშვის რიცხვი და ხანგრძლივობა თანდათან მცირდება. „მადლობელი ვარ თითოეული ადამიანის, ვინც უზრუნველყო ეს შედეგი”, – განაცხადა ზელენსკიმ. „დღეს მე გავმართე სპეციალური შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ენერგეტიკის სექტორში და ინფრასტრუქტურაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვემზადებით მომავალი წლისთვის – და არამხოლოდ ზამთრის ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

27 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ტაშკენტის, პეკინის, ამაშუკელის, ინტენსიფიკაციის, ალექსიძის და ბერბუკის ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. სამგორის რაიონი ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 ...

Read More »

უკრაინის ენერგეტიკის სექტორისადმი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერამ თითქმის $1,5 მილიარდს მიაღწია – შმიგალი

საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან უკრაინის ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერამ თითქმის 1,5 მილიარდ დოლარს მიაღწია. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. „პარტნიორების მხრიდან ენერგეტიკის სექტორის დახმარება სულ უფრო და უფრო მატულობს. ჩვენ გვაქვს თითქმის 1,5 მილიარდი დოლარის დეკლარირებული მხარდაჭერა. დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად ყოველდღიურად შემოდის დამატებითი აღჭურვილობა. უკვე ჩამოვიდა 200-ზე მეტი ტვირთი ენერგეტიკული აღჭურვილობა”, – განაცხადა შმიგალმა.

Read More »

სტიქია აშშ-ი: აღმოსავლეთის შტატებში 200 000-ზე მეტი მოქალაქე შობას ელექტროენერგიის გარეშე შეხვდა

შობის დღესასწაულზე ქარიშხლის გამო მილიონობით ამერიკელს დიდი უბედურება დაატყდა თავს. შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაწილში დიდთოვლობა და ძლიერი ყინვა იყო. გარდაცვლილთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა. დასავლეთ ნიუ-იორკში, ბუფალოში, ქარბუქმა მთელ ქალაქს გადაუარა. საგანგებო სამსახურების წარმომადგენლები დაშავებულთა დასახმარებლად შემთხვევის ადგილამდე ვერ მიდიან. აღმოსავლეთის შტატებში 200 000-ზე მეტი მოქალაქე შობის დღესასწაულს ელექტროენერგიის გარეშე შეხვდა. ბევრს საშობაო გეგმები ჩაეშალა. ისინი საკუთარი სახლებიდან ვერ ახერხებდნენ გამოსვლას. ხუთი დღის შემდეგ ...

Read More »

უკრაინამ ყაზახეთისგან სამედიცინო დაწესებულებებისთვის განკუთვნილი 41 მძლავრი გენერატორი მიიღო

უკრაინამ ყაზახეთის რესპუბლიკიდან სამედიცინო დაწესებულებებისთვის განკუთვნილი 41 მძლავრი გენერატორი მიიღო. შესაბამისი განცხადება უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ Facebook-ზე გაავრცელა. „ჩვენ მივიღეთ შესანიშნავი საშობაო საჩუქარი ყაზახეთის ხალხისგან: 41 მძლავრი გენერატორი ჩვენი ჯანმრთელობის დაწესებულებებისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Read More »
დავით მირცხულავა: გაზპრომთან მიმართებაში პოლიტიკური ფასის გადახდა არ მოგვიწევს

შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი სუფთა ქართული პროექტია – დავით მირცხულავა

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრისა და დიდი კაშხლების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის დავით მირცხულავას თქმით, შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი სუფთა ქართული იდეაა, ის საქართველოში ქართველმა ინჟინრებმა დაიწყეს და ამ პროექტით ჩვენი ელექტროენერგეტიკა ევროპის ენერგეტიკის ბაზარზე პირველად შევა. განცხადება დავით მირცხულავამ რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში გააკეთა. „დაწერეს, რომ ეს პროექტი თითქოს სხვა ქვეყანაში დაიწყო. ის არის სუფთა ქართული იდეა, საქართველოში ქართველმა ინჟინრებმა დაიწყეს. წინა ...

Read More »

როგორ დაიწყო და რა ეტაპები გაიარა შავი ზღვის ელექტრო კაბელის პროექტმა – „ომის ფაქტორმა პროცესები დააჩქარა“

შავი ზღვის ელექტრო კაბელის პროექტის იდეა, ჯერ კიდევ 2017 წელს „გროს ენერჯი გრუპის“ გაუჩნდა. თუმცა, როგორც კომპანიის ფინანსური დირექტორი ირაკლი ტყებუჩავა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, მაშინ ევროპის მხრიდან ცოტა სკეპტიკური დამოკიდებულება იყო, რადგან მათ ენერგორესურსების მიღება სხვა, ალტერნატიული წყაროებიდანაც შეეძლოთ. მიუხედავად ამისა, ირაკლი ტყებუჩავას თქმით, პროექტზე მუშაობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა და უკვე მას შემდეგ, რაც უკრაინის ომმა, მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე ...

Read More »

ჩინეთში მსოფლიოს მეორე უდიდესი ჰესის მშენებლობა დასრულდა

ჩინეთში მეორე უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა. მდინარე იანძზე რიგით მეექვსე ჰესის ელექტროენერგიის გამომუშავების ბოლო ერთეული უკვე მიუერთდა გადამცემ ქსელს. ბაიჰეტანის ჰიდროელექტროსადგური თექვსმეტ 1-გიგავატიან ტურბინას მოიცავს, რაც მას არა მარტო ჩინეთში, არამედ მსოფლიოში მეორე უდიდეს გენერატორად აქცევს. ელექტროსადგური წლიურად 62.44 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც ხელს შეუწყობს, დაახლოებით, 90.45 მილიონი ტონა ქვანახშირის დაზოგვას და ნახშირბადის გამოყოფის საშუალო მაჩვენებელს 248.4 მილიონი ტონით ...

Read More »