Tag Archives: #ენერგოსექტორი

ლევან დავითაშვილი: სამწუხაროდ, ადგილობრივი მოსახლეობის გრძნობებზე თამაშობენ

მინისტრი ოპონენტებს ე.წ ექსპერტებს უწოდებს და ადგილობრივების განზრახ შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს. “როდესაც საუბარი იყო ამ მიმართულებებზე და საკითხებზე, როგორიც არის კლიმატური პირობები, გეოლოგიური საფრთხეები, როგორია ქანები და ა.შ, ერთი მხრივ ამბობდნენ, რომ საჯარო არ იყო და გამჭვირვალე არ არის პროცესი, როდესაც ეს წარმოუდგენელია. ნებისმიერ გარემოს დაცვითი გადაწყვეტილება ქვეყნდება ვებ-გვერდზე. სხვანაირად არ ხდება. იმ ვითომ ექსპერტებმა, რომლებიც ამაზე ოპონირებენ, ყველაზე კარგად ...

Read More »

ნათია თურნავა: „ნამახვანი ჰესის“ პროექტი ჯერ მხოლოდ დაწყებულია და ტოვებს სივრცეს, მისი გაუმჯობესებისთვის გარკვეული მომენტები გავითვალისწინოთ

აქ არიან ადამიანები, რომლებსაც რეალურად ადარდებთ ხეობის ბედი და დავინახეთ, რომ მათი პროტესტი გულწრფელია – აქ ჩვენ არ დაგვხვედრიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მოწადინებული არიან, რომ რაღაც შოუ დადგან და ანგაჟირებული განცხადებები გააკეთონ. დარწმუნებული ვართ, რომ რასაც ვთავაზობთ ადგილობრივ მოსახლეობას ამ პროექტის მეშვეობით, მათ შორის ეს ხეობის განვითარებასაც ემსახურება, – ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ე.წ. „რიონის ...

Read More »

ზურაბ ნოღაიდელი: საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზრდება და ეს უნდა დაბალანსდეს საკუთარი გენერაციით

ბოლო პერიოდში, ქართულ მედიაში, არაერთხელ გახმაურდა ინფორმაცია, რომელიც ელექტროენერგიის იმპორტის ტარიფებს და ზოგადად იმპორტის სტრუქტურას არასწორად და მცდარი მიდგომებით გადმოსცემდა.რა ღირს იმპორტირებული დენი სინამდვილეში და რამდენად ვყიდულობთ სხვადასხვა ქვეყნიდან და რა პერიოდებში, რის საფუძველზე დებს სახელმწიფო შესასყიდი ელექტროენერგიის კონტრაქტებს და რა განსაზღვრავს კონკურენციას ამ სფეროში, ამ კითხვებზე კომპანია „ელ გრინის“, აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტიორის, სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენელმა ზურაბ ნოღაიდელმა “აიპრესთან” ისაუბრა. ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – მოსახლეობაზე დიდია კონკრეტული ჯგუფების გავლენა, მათ მივაწვდით ობიექტურ ინფორმაციას და დარწმუნებული ვარ, „ნამახვანჰესის“ პროექტი წარმატებით განხორციელდება

ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან, მათ შორის განხილული იყო კვლევები, თუმცა, როგორც ჩანს, არ არის საკმარისი, მეტია გასაკეთებელი მოსახლეობის ფართო ფენებთან შეხვედრების კუთხით, რისთვისაც მზად ვართ, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით განაცხადა. დავითაშვილის თქმით, სახელმწიფოს ჰესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კონკრეტული კვლევების გარეშე არ მიუღია და არგუმენტები ემყარება იმ კვლევებს, აგრეთვე ექსპერტულ შეფასებებს, ...

Read More »

ნათია თურნავა – მოძრაობა „რიონის ხეობის მცველებთან“ შეხვედრაზე დავინახეთ, რომ პროტესტი გულწრფელია, ამ ადამიანებს რეალურად ადარდებთ ხეობის ბედი

დავინახეთ, რომ პროტესტი გულწრფელია. ამ ადამიანებს რეალურად ადარდებთ ხეობის ბედი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სოფელ ნამახვანში მოძრაობა „რიონის ხეობის მცველებთან“ შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, ხელისუფლება მზად არის, მოსახლეობასთან ერთად იპოვოს გზა, რომელიც მათთვისაც და მთელი ქვეყნისთვისაც სასიკეთო იქნება. „შევთანხმდით, რომ ჩვენი შეხვედრა შედგება მომიტინგეებისთვის მისაღებ ადგილას და დროს. დიდი ალბათობით, ეს არ გასცდება შემდეგ კვირას, ...

Read More »

გიორგი ჩიქოვანი: არ შეიძლება ელექტროენერგეტიკას შევხედოთ როგორც კიტრისა და პომიდვრის ვაჭრობას

ელექტროენერგეტიკა არის საკმაოდ რთული დარგი და ის ასპექტები, რაც ამ ხელშეკრულებაში არის გათვალისწინებული მოიცავს მრავალმხრივ და კომპლექსურ მიდგომას. პირველ რიგში არ შეიძლება ელექტროენერგეტიკას შევხედოთ, როგორც კიტრისა და პომიდვრის ვაჭრობას, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა „დღის ქრონიკაში განაცხადა. „ნახსენები იყო, რომ წარმოებული ელექტროენერგია წავა თურქეთში ისე, რომ საქართველოში არ გამოიყენება. ეს სრული აბსურდია. ვისაც ოდნავი შეხება ...

Read More »

პრემიერის დავალებით, “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით, დღეს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები მოსახლეობას შეხვდებიან

პრემიერის დავალებით დღეს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები ლეჩხუმში ჩავლენ. მიზანი მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაძლიერება, მათი მაქსიმალური ინფორმირება და ყველა იმ შესაძლო რისკებზე საუბარია, რამაც თავის დროზე, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის თემასთან დაკავშირებით, მწვავე პროტესტი გამოიწვია. მოსახლეობასთან შეხვედრების შემდეგ, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან კანონმდებლებს. დარგობრივი და გარემოს დაცვის გაერთიანებული კომიტეტების სხდომა, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიმართება. მოსახლეობასთან შეხვედრის და ყველა ...

Read More »

რას პასუხობს ეკონომიკის სამინისტრო EMC-ს მიერ ნამახვანის ჰესის შესახებ გამოქვეყნებულ შეფასებას

სამინისტრო მიიჩნევს, რომ “არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ს მიერ 2021 წლის 3 მარტს გამოქვეყნებული პუბლიკაცია ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებსაც კი, რადგან ის არ წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ ნამახვანის ჰესის პროექტის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სამართლიან და მიუკერძოებელ შეფასებას. წარმოდგენილი დოკუმენტი აბსოლუტურად სპეკულატიურია, სრულიად დილეტანტური და გათვლილია მთლიანად ქართული ჰიდროენერგეტიკის საწინააღმდეგოდ სხვადასხვა აქტივისტთა ჯგუფების მიერ აგორებული სადისკრედიტაციო კამპანიის ფარგლებში ვითომ ...

Read More »
აფბა: ენერგეტიკის სამინისტროს სტრატეგია სწორად დასმული აქცენტებით არის წარმოდგენილი

ანდრია გვიდიანი: აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი უფრო იაფია, ვიდრე რუსეთიდან

ნებისმიერი პროდუქტისა თუ მომსახურების ფასს არეგულირებს და ადგენს ბაზარი და ჩვენ ელექტროენერგია უნდა შემოვიტანოთ იმ ქვეყნიდან, საიდანაც უფრო იაფი დაგვიჯდება, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ანდრია გვიდიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. გვიდიანმა აღნიშნა, რომ ქართულ ბაზარს არ ჰყოფნის საკუთარი გენერაცია და ქვეყანას უხდება საჭირო ენერგიის საშუალოდ 12-15%-ის იმპორტირება. 2015 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ელექტროენერგიის იმპორტის ქართულ ბაზარზე მონოპოლისტ რუსეთს ...

Read More »

თურნავა: გამოვაცხადეთ კონკურსი „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების კანდიდატების შესარჩევად

საქართველოს მთავრობა სახელმწიფო საწარმოების მასშტაბურ რეფორმას ახორციელებს. რეფორმის ფარგლებში, შეირჩა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, რომელიც ახლახანს გამოვიდა რეაბილიტაციის რეჟიმიდან. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მნიშვნელოვანი კომპანიაა საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ქვეყნის მოსახლეობის უწყვეტი და ხარისხიანი ენერგომომარაგებისთვის. მისი თქმით, დღეს კომპანია ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებს, რაც ძალიან ...

Read More »