Tag Archives: #განახლებადი

აშშ ბირთვული სინთეზით ენერგიის მიღების კუთხით „გარღვევაზე“ განცხადებას აანონსებს

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი გეგმავს, დღეს საზოგადოებას ბირთვული სინთეზის გზით ენერგიის მიღების კუთხით მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატების შესახებ დეტალები გააცნოს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს. საკითხთან დაკავშირებული წყაროს ინფორმაციით, კალიფორნიაში მდებარე ლოურენსის სახელობის ლივერმორის ეროვნული ლაბორატორიის მეცნიერებმა ლაზერების გამოყენებით ბირთვული სინთეზის ექსპერიმენტისას პირველად შეძლეს, დახარჯულზე მეტი ენერგია მიეღოთ. ცნობისთვის, ამას ენერგეტიკულ ეკონომიკაში ენერგიის წმინდა მოგებას (NEG) უწოდებენ. როგორც ჩანს, მეცნიერებმა გადალახეს მთავარი ...

Read More »

დავით ნარმანია პრემიუმ ქარის ელექტროსადგურების პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია  ტექნოლოგიური ინოვაციის, პრემიუმ ქარის ელექტროსადგურების პრეზენტაციას დაესწრო. სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვა ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის საცალო სეგმენტში განახლებადი ენერგიების გამოყენების კიდევ უფრო განვითარებას, ამასთანავე მცირე სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურების საქართველოში დამონტაჟება შეეძლებათ იმ პირებსაც, რომლებსაც სურთ ისარგებლონ ნეტო-აღრიცხვის სისტემით. „ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა ნეტო-აღრიცხვის  სისტემის გამოყენება. წინა წლის ...

Read More »
ქარის ტურბინები გერმანიაში – ტურბინის დემონტაჟი-უტილიზაცია 30 000 ევრო ჯდება

ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიური ინოვაციის, პრემიუმ ქარის ტურბინების მონტაჟი იწყება

ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიური ინოვაციის, პრემიუმ ქარის ტურბინების მონტაჟი იწყება. 9 დეკემბერს ოფიციალურად შედგება პრემიუმ ქარის ტურბინების პრეზენტაცია, რომელსაც  ენერგიის მიწოდების დარგში წამყვანი თურქული კომპანია TUMURLY SMART TECHNOLOGIES SISTEMS-ი აწარმოებს. კომპანიის პროდუქციის პორტფელი მოიცავს ჭკვიან მზის სისტემებს, ქარის ტურბინებს, მზის ენერგიის სისტემებს, სხვადასხვა პროგრამულ უზრუნველყოფას და დისტანციური მონიტორინგის სისტემებს. საქართველოში TUMURLY SMART TECHNOLOGIES SISTEMS-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი ქართული კომპანია „გებ ჯგუფი“ იქნება, ...

Read More »

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციას ახალი სამეთვალყურეო საბჭო ჰყავს

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციას (GREDA) ახალი სამეთვალყურეო საბჭო ჰყავს. უცვლელი რჩება მხოლოდ საბჭოს თავმჯდომარე – განახლებადი ენერგიის ელექტროსადგურების დეველოპერი, შპს „ენერჯი სოლუშენის“ დამფუძნებელი და მართველი პარტნიორი გიორგი აბრამიშვილი. ასოციაციის ახალი სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: ტარას ნიჟარაძე, შპს „ენერგო არაგვის“ დირექტორი; ზაზა ბაკურაძე, შპს „ფერის“ ქარის ელექტროსადგურის პროექტის აღმასრულებელი დირექტორი; ნანა ბერძენიშვილი, „კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის“ (CCEH) ESG მენეჯერი; ნუკა მშვიდობაძე, საქართველოს ...

Read More »
Headwall Power-თან მთავრობა მზის ენერგიის პოტენციალის შესწავლაზე ხელშეკრულებას გააფორმებს

ესპანელი მეღვინეები ყურძნის მტევნების დასაცავად მზის პანელებს იყენებენ

ვინაიდან გლობალური ღვინის ქარხნები კლიმატის ცვლილების გავლენას განიცდიან, ახალი პროექტი, სახელწოდებით „Winesolar“,  ახალ გზებს ეძებს ესპანეთში ვენახების ყურძნის დასაცავად და სუფთა ენერგიის გამოსამუშავებლად. ესპანეთში, ბილბაოში, დაფუძნებულმა ენერგეტიკულმა კომპანია Iberdrola-მ, საღვინე ყურძნის მოსაყვანად, გვადამურში ვენახებში „თავშესაფარი“ შექმნა. თავშესაფარი დამზადებულია რამდენიმე მზის პანელით, რომლებიც გამოიმუშავებენ დაახლოებით 40 კვტ ენერგიას, რომელსაც, შემდეგში, González Byass-სა და Grupo Emperador-ის ღვინის ქარხნები იყენებენ. მზის პანელის თავშესაფარი, ...

Read More »

იტალია განახლებად ენერგიაში ინვესტირებას განაგრძობს – ქვეყანას ევროპის ენერგეტიკულ ჰაბად გადაქცევა სურს

იტალიას ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა და ევროპის ენერგეტიკულ ჰაბად გადაქცევა სურს, რისთვისაც ქვეყნის მთავრობა სუფთა ენერგიაში ინვესტიციებს ახორციელებს. ჯერ კიდევ საყოველთაო არჩევნებამდე, ახლა უკვე პრემიერმა ჯორჯია მელონიმ, ამომრჩევლებს განუცხადა რომ იტალიის, განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთ ნაწილის „ევროპის ენერგეტიკულ კერად“ გადაქცევა სურდა. მიზნის მიღწევას კი „სტრუქტურულ გადაწყვეტილებებში“ ინვესტიციებით გეგმავდა, რაც იტალიას პირველ რიგში ენერგოდამოუკიდებლობას მოუტანდა. „მცირეოდენი დაკვირვებისა და რესურსების სწორი მენეჯმენტით, ჩვენ შეგვიძლია სამხრეთი ...

Read More »

რომეო მიქაუტაძე: ჩვენ ვაგრძელებთ ინვესტიციების მოზიდვას ენერგეტიკულ სექტორში ეკონომიკურად მიმზიდველი და ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე ენერგიის პროექტების განვითარების მიზნით

ჰიბრიდული ტიპის ელექტროსადგურის მშენებლობა კარგია იმიტომ, რომ განახლებადი ენერგიები დაემატება ქვეყანას და ეს არის ჩვენი სტრატეგიული მიმართულება, ხოლო, მეორე მხრივ, ახდენს ასეთი ტიპის ელექტროსადგურების პოპულარიზებას, რომლებიც ევროპაში ძალიან გავრცელებულია,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ აშშ – ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამასა და საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიას (GRPC) შორის თანამშრომლობის წერილზე ხელმოწერის ...

Read More »

ენერგიის განახლებადმა წყაროებმა 2022 წლის პირველ ნახევარში ელექტრო ენერგიის მზარდი მოთხოვნა დააკმაყოფილა

ენერგეტიკული კრიზისის დროს ზოგიერთი კომპანია და პოლიტიკოსი ითხოვს წიაღისეული საწვავის ძიების გაზრდას, მაგრამ ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ ეს გადაწყვეტილება  საზიანოა და ასევე უსარგებლო კლიმატის კრიზისის ყველაზე ცუდი დარტყმების თავიდან ასარიდებლად. 2022 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში ელექტროენერგიის გაზრდილი მოთხოვნა დაკმაყოფილდა განახლებადი ენერგიით. ეს ინფორმაცია ვრცელდება ენერგეტიკული კვლევითი ცენტრის Ember-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების საფუძველზე. „ქარისა და მზის ენერგია ადასტურებს თავის ეფექტიანობას ენერგეტიკული ...

Read More »

გადაზიდვის ინდუსტრია იმედს ამიაკის საწვავზე ამყარებს

გადაზიდვის ინდუსტრია იმედს ამიაკზე ამყარებს. ამ სექტორის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ამიაკის საწვავი იქნება მომავალში  ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიური საწვავი. ეს ნივთიერება უხვად მოიპოვება, ადვილია მისი შენახვაც და ტრანსპორტირებაც. თუმცა სატვირთო გადაზიდვის ინდუსტრია ამიაკის საწვავზე რომ გადავიდეს, ჯერ კიდევ მუშაობაა საჭირო. ამიაკი ადვილად ინახება გლობალურ დონეზე ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის 3 პროცენტი სწორედ გადაზიდვის ინდუსტრიაზე მოდის. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, 2050 წლისთვის ...

Read More »

რომეო მიქაუტაძე – „განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა შეეხებათ იმ ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებიც ვერ ვითარდებიან და ამისთვის დამატებითი სტიმული ესაჭიროებათ”

„რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პრემიერმინისტრმა დააანონსა მხარდაჭერის ახალი სქემა ენერგეტიკაში, თუ როგორ შეიძლება, მოვიზიდოთ ინვესტიციები და ხელი შევუწყოთ განახლებადი ენერგიების განვითარებას საქართველოში. დღეს შევხვდით სწორედ პოტენციურ ინვესტორებს, ასევე, დეველოპერებს, რომლებსაც უკვე აქვთ პროექტები განვითარების გარკვეულ ეტაპზე და ავუხსენით, თუ რა სარგებელი შეიძლება, ნახონ ამ ახალი მხარდაჭერის სქემით და როგორ მუშაობს ეს სქემა”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ ...

Read More »