Tag Archives: #აზერბაიჯანი

რატომ ანიჭებს საქართველო უპირატესობას აზერბაიჯანულ დენს

აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი დაბალი ფასის გამო საქართველოსთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება.  2021 წლის თებერვალში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტმა ჯამში შეადგინა 413.7 მილიონი კილოვატ/საათი. აქედან 258 მილიონი კილოვატ/საათი რუსეთიდან შემოვიდა, 148.8 მილიონი კილოვატ/საათი აზერბაიჯანიდან და 6.9 მილიონი კილოვატ/საათი თურქეთიდან. რატომ არის საქართველოსთვის მიმზიდველი აზერბაიჯანული დენი, ამის გარკვევას, report.ge საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ყოფილ დეკანთან, პროფესორ, გია არაბიძესთან, შეეცადა. ენერგეტიკოსის აზრით, საქართველო უნდა შეეცადოს ელექტროენერგიის საიმპორტო ...

Read More »
ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენმა 14,537 მილიონი ბარელი ნავთობი გადაზიდა

მიმდინარე წლის თებერვალში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით, თურქეთში 14,537 მილიონი ბარელი ნავთობის ტრანსპორტირება მოხდა. თურქული გაზგამანაწილებელი ქსელის BOTAS-ოპერატორის ცნობით, ეს 3.625 მილიონი ბარელით ანუ 19,9% -ით ნაკლებია, გასული წლის თებერვლის მონაცემთან შედარებით. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში, BTC მილსადენით თურქეთის გავლით 33,504 მილიონი ბარელი ნავთობის ტრანსპორტირდა. ეს 4,543 მილიონი ბარელით ანუ 11,9% -ით ნაკლებია, ვიდრე 2020 წლის პირველი ორი თვე. შეგახსენებთ, 2020 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ...

Read More »
აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

აზერბაიჯანული გაზი ევროპაში ადგილს იმკვიდრებს

მხოლოდ 3 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა, პირველად თავის ისტორიაში, ევროპაში გაზის ტრანსპორტირება დაიწყო, თუმცა, ამ დროისთვის გაყიდული „ცისფერი ოქროს“ რაოდენობამ 1 მლრდ.-ს კუბურ მეტრს გადააჭარბა. მილსადენ TAP-ით აზერბაიჯანმა გაზის მიწოდება იტალიაში, საბერძნეთში და ბულგარეთში 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო, დღეს კი მისი მიღების მსურველები რიგში დგანან. ბალკანეთის ქვეყნების შემდეგ კასპიური გაზის შესყიდვის სურვილი უნგრეთმაც გამოთქვა. „ოფიციალური ბუდაპეშტის სტრატეგიაა ...

Read More »

TANAP– ის საშუალებით თურქეთს 1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიეწოდება

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანმა 2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი ექსპორტზე გაიტანა თურქეთში, რაც 15,6%-ით მეტია, წინა წელთან შედარებით. აღნიშნულ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელეს, ნავთობისა და გაზის წარმოების შესახებ ენერგეტიკის სამინისტროს ოპერატიულ მონაცემებზე დაყრდნობით. ხსენებული მონაცემების თანახმად, ამ პერიოდში 919 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიეწოდებოდა თურქეთს ტრანსანატოლიური გაზსადენით (TANAP). ნინო სამადაშვილი

Read More »

2021 წლის თებერვალში აზერბაიჯანში ნავთობის ყოველდღიურმა მოპოვებამ 741 ათას ბარელს მიაღწია

2021 წლის თებერვლის თვეში აზერბაიჯანში ნავთობის ყოველდღიური მოპოვებამ  (კონდენსატთან ერთად) 741 ათასი ბარელი შეადგინა.  ამის შესახებ განაცხადეს აზრბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროში. სამინისტროს ცნობით, აქედან 593 ათასი  ბარელი იყო ნედლი ნავთობი, ხოლო 148 ათასი ბარელი  კონდენსატი. აღსანიშნავია, რომ „OPEC +“-ის ქვეყნების მიერ ნავთობის ყოველდღიური მოპოვების  შემცირება აპრილის თვეში 6,9 მილიონი ბარელი იქნება.

Read More »

საქართველომ აზერბაიჯანულ გაზში წელს მილიარდ 244 მილიონი დოლარი გადაიხადა

აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანმა 3 მილიარდ 318 მილიონ 506.3 ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი გაიტანა უცხო ქვეყნებში. ექსპორტის საერთო ღირებულებამ შეადგინა 357 მილიონი 692,34 ათასი აშშ დოლარი. აქედან თურქეთს აზერბაიჯანმა მიაწოდა  2 მილიარდი 062 მილიონი დოლარის 810,13 ათასი კუბური მეტრი გაზი, ხოლო საქართველოს 1 მილიარდ 244 მილიონი დოლარის 846,58 ათასი კუბური მეტრი ბინებრივი აირი. იანვარში  თურქეთში ექსპორტირებული აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზის ღირებულება გაუტოლდა $ ...

Read More »

აზერბაიჯანმა შეამცირა რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი?

2020 წელს აზერბაიჯანმა განახორციელა იმპორტი თითქმის 15,955 ტონა AI-92 საავტომობილო ბენზინის – 7,2 ჯერ ნაკლების ვიდრე 2019 წელს, აცხადებს „ინტერფაქს – აზერბაიჯანი“. ღირებულებით 2020 წელს AI-92 ბენზინის იმპორტი 7,9-ჯერ შემცირდა, დახლოებით 9,8 მილიონი დოლარით. ”ბენზინი შეძენა განხორციელდა რუსეთში და თურქმენეთში”, – ნათქვამია განცხადებაში სადაც ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთიდან იმპორტირდა დაახლოებით 4688 ტონა ბენზინი (23,5-ჯერ შემცირდა), 2,88 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ...

Read More »

ერდოღანმა აზერბაიჯანთან ენერგეტიკული შეთანხმება დაამტკიცა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაამტკიცა “შეთანხმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის, ენერგეტიკისა და სამთო სფეროში თანამშრომლობის შესახებ” და “აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ თავდაცვის ინდუსტრიის სფეროში. ” იუწყება “რესმი გაზეთი” ხელშეკრულებები ძალაში შევიდა მათი ხელმოწერის დღიდან. აღსანიშნავია, რომ ”აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ენერგეტიკისა და სამთო სფეროში თანამშრომლობის ...

Read More »

რა მოცულობის გაზის ექსპორტი განახორციელა აზერბაიჯანმა თურქეთსა და საქართველოში?

აზერბაიჯანმა მიმდინარე წლის იანვარში მთლიანობაში 1,120,220,670 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტი განახორციელა. ინფორმაციის თანახმად, გასულ თვეში ექსპორტირებული ბუნებრივი აირის საერთო ღირებულებამ შეადგინა 100,026,390 აშშ დოლარი. აქედან 1,007,604.850 კუბური მეტრი მიეწოდა თურქეთს, ხოლო 112,615,820 კუბური მეტრი – საქართველოს. იანვარში თურქეთში ექსპორტირებული ბუნებრივი გაზის საერთო ღირებულებამ 87 629 870 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოში – 12 396 520 დოლარი. ნინო სამადაშვილი

Read More »

აზერბაიჯანი რეგიონში ბუნებრივი გაზის უმსხვილეს მწარმოებელთა სამეულში მოიაზრება

2050 წლისთვის აზერბაიჯანს შეუძლია წელიწადში საშუალოდ 40 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივი გაზი აწარმოოს. ამის შესახებ აღნიშულია გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის (GECF) ანგარიშში “Global Gas Outlook 2050”. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, ამ მაჩვენებლით, აზერბაიჯანი ევრაზიის რეგიონში მესამე ადგილს დაიჭერს რუსეთისა და თურქმენეთის შემდეგ. ანგარიშსი განმარტებულია, რომ აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზის უმეტესი ნაწილი მოდის შაჰ დენიზისა და აფშერონის საბადოებზე, რომლებიც კასპიის ზღვის ოფშორულ ზონებშია განლაგებული.  “2019 წელს ევრაზიის რეგიონიდან 920 ...

Read More »