2020 წელს აზერბაიჯანმა განახორციელა იმპორტი თითქმის 15,955 ტონა AI-92 საავტომობილო ბენზინის – 7,2 ჯერ ნაკლების ვიდრე 2019 წელს, აცხადებს „ინტერფაქს – აზერბაიჯანი“. ღირებულებით 2020 წელს AI-92 ბენზინის იმპორტი 7,9-ჯერ შემცირდა, დახლოებით 9,8 მილიონი დოლარით.
”ბენზინი შეძენა განხორციელდა რუსეთში და თურქმენეთში”, – ნათქვამია განცხადებაში სადაც ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთიდან იმპორტირდა დაახლოებით 4688 ტონა ბენზინი (23,5-ჯერ შემცირდა), 2,88 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების (25,9-ჯერ შემცირდა), თურქმენეთიდან – თითქმის 11267 ტონა (ზრდა 2.7-ჯერ) 6.92 მილიონი დოლარის ღრებულების (ზრდა 2.6-ჯერ).
2020 წელს AI-92 ბენზინი აზერბაიჯანში მხოლოდ მე -4 კვარტალში შემოვიდა. იმპორტი გამოწვეულია აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) ქმედებებით, მარაგების შექმნის მიზნით, ბაქოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში “ჰეიდარ ალიევი” (BNPZ) 27 აგვისტოდან ოქტომბრის ბოლომდე დაგეგმილ სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით. ქარხანაში სარემონტო სამუშაოების პერიოდში, AI-92 ბენზინი არ წარმოებულა.
ბაქოს ქარხანა აწარმოებს მხოლოდ AI-92 ბენზინს. AI-95 (პრემიუმი) და AI-98 (სუპერ) კლასის ბენზინი აზერბაიჯანში იმპორტირდება 2014 წლის 1 აპრილიდან.
ნინო სამადაშვილი