Tag Archives: #აზერბაიჯანი

აზერბაიჯანი და ბულგარეთი გაზის სამხრეთის დერეფნის ფარგლებში თანამშრომლობას განიხილავენ

აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შახბაზოვმა და ბულგარეთის პრემიერ–მინისტრმა კირილ პეტკოვმა სოფიაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის გაზის სამხრეთის დერეფნის პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აზერბაიჯანელმა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გლობალური და რეგიონული მომარაგებისთვის ისეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე, როგორიცაა გაზის სამხრეთის დერეფანი. მინისტრმა ამ მიმართულებით შემდგომი ნაბიჯებისთვის თავისი ქვეყნის მზადყოფნა დააფიქსირა. პრემიერ–მინისტრმა კირილ პეტკოვმა აღნიშნა, რომ აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საბერძნეთ–ბულგარეთის ინტერკონექტორზე, ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,92 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 110,70 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

„გაზპრომი“ მიდის – აზერბაიჯანული გაზისთვის ბულგარეთი უფრო ხელმისაწვდომი ხდება

რუსულმა „გაზპრომმა“ გაზის კომპანია „ბულგარგაზს“ ბულგარეთში გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ ოფიციალური გაფრთხილება გაუგზავნა. გაფრთხილების თანახმად, მიწოდება შეჩერდება იმის გამო, რომ Bulgargaz-მა უარი თქვა რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე. ლურჯი საწვავის მიწოდება 27 აპრილიდან შეწყდება. თავის მხრივ, ბულგარეთი რუბლით გადახდის მოთხოვნას რუსეთთან ხელშეკრულების პირობების დარღვევად მიიჩნევს. 1 აპრილს რუსეთმა გამოაცხადა ტრანზაქციების ეტაპობრივი შეწყვეტის შესახებ „არამეგობრულ ქვეყნებთან“ „არასანდო“ ვალუტაში. თუმცა, „გაზპრომის“ გაფრთხილება ...

Read More »
სოკარმა საწვავი გააიაფა

SOCAR-ი აზერბაიჯანი რუსულ გაზს რუბლში არ იყიდის

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა (State Oil Company of Azerbaijan Republic) განაცხადა, რომ აზერბაიჯანი რუსულ გაზში რუბლს არ გადაიხდის. SOCAR-მა უარყო მედიით დღეს გავრცელებული ინფორმაცია გაზის რუსული რუბლით შესყიდვის შესახებ. რუსეთი აზერბაიჯანს ბუნებრივ აირს „აზერკონტრაქტსა“ და „გაზპრომს“ შორის 2021 წლის ივლისში მხარეებს შორის„სეზონური გაცვლის“ შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში აწვდის. ხელშეკრულების ვადა 2023 წელს იწურება. ხელშეკრულება ბუნებრივი აირის მიწოდებას ზაფხულის სეზონზე ითვალისწინებს. მიწოდების მოცულობას ...

Read More »

აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო ფონდის შემოსავალი ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან გაორმაგდა

2022 წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სანავთობო ფონდში ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებების განხორციელებიდან მიღებული თანხები შეფასებულია 4,616,7 მილიონი მანეთისს ოდენობით. აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სანავთობო ფონდის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ამასთან, ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან შემოსავალმა მიაღწია 3 845,6 მლნ მანათს და ეს მაჩვენებელი 2,3-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს. ამასთან, საბიუჯეტო გარე შემოსავალმა გაცვლითი კურსის მერყეობიდან ...

Read More »
ბათუმის პორტი ჩინური და ყაზახური ტვირთების მოზიდვაზე მუშაობს

აზერბაიჯანის გავლით ექსპორტირებული რუსული ნავთობი ბათუმის პორტში გაიჭედა

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის მიღებას გეგმავს, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, რუსული ნავთობის ექსპორტსაც შეეხება. მიუხედავად იმისა, რომ ეს სანქციები ძალაში ჯერ არ შესულა, წამყვანი ტრეიდერები, სანქციებში მოხვედრის შიშით, უარს ამბობენ რუსული ნედლეულის გაყიდვაზე. ყაზახური კომპანიებიც კი არიდებენ თავს დღეს რუსულ ნავთობს. აზერბაიჯანული სააგენტო haqqin.az ქართულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ „ლუკოილის“ მიერ კასპიის ზღვაში მოპოვებული ნავთობი, რომელიც შემდეგ რკინიგზით აზერბაიჯანიდან ...

Read More »

აზერბაიჯანული გაზი ევროპაში მაქსიმალურ მოცულობას აღწევს

ტრანსადრიატიკის გაზსადენმა (TAP), რომელიც აზერბაიჯანის ბუნებრივ გაზს კასპიის შაჰ-დენიზის საბადოდან ევროპას აწვდის, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მაქსიმალურ სიმძლავრეს მიაღწია. ამის შესახებ დღეს, 11 აპრილს, Twitter-ზე TAP AG კონსორციუმის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლუკა შიპატიმ დაწერა. მისივე თქმით, საუბარია ბუნებრივი აირის მიწოდებაზე დღეში 33 მილიონი კუბური მეტრით, რაც წელიწადში საშუალოდ დაახლოებით 12 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს. შიპატი აცხადებდა, რომ ამ მოცულობის 10,5 ...

Read More »

რუსი დეპუტატი აზერბაიჯანის ნავთობის ინფრასტრუქტურის დაბომბვის მოწოდებით გამოვიდა

რუსი დეპუტატი მიხეილ დელიაგინი აზერბაიჯანზე ბირთვული შეტევის განხორციელების ინიციატივით გამოდის. ტელეგრამ-არხში განთავსებულ პუბლიკაციაში დელიაგინი მიზნად აზერბაიჯანული ნავთობმრეწველობის განადგურებას ასახელებს, მიზეზად კი – იმას, რომ “აზერბაიჯანმა, ჩათვალა რა, რომ რესურსების უკრაინაზე გადართვის გამო რუსეთი დაუძლურებულია, აგრესიის განხორციელება გადაწყვიტა”.

Read More »
ტანაპ

2022 წელს აზერბაიჯანი იტალიას საქართველოს გავლით 9,5 მლრდ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის

აზერბაიჯანული გაზის იტალიაში მიწოდება 2022 წელს გრძელვადიანი და კონტრაქტებით 9,5 მლრდ კუბურ მეტრს მიაღწევს – ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა პიარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა. „არსებული ტემპების შენარჩუნებით, მიმდინარე წელს აზერბაიჯანი იტალიას 9,5 მლრდ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის“, – თქვა შაჰბაზოვმა ბაქოში გამართულ კონფერენციაზე „აზერბაიჯანი-იტალია: გზა რომელსაც მივყავართ მრავალმხრივი სტრატეგიული პარტნიორობისკენ“. მისი თქმით, გაზსადენ TAP-ის გაფართოვება გაზრდის ბუნებრვი აირის მიწოდებს არა მხოლოდ იტალიაში, ...

Read More »

ალიევი: წელს იტალიისთვის გაზის მიწოდებას გავზრდით

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ევროპისთვის გაზის მიწოდების გაზრდის გეგმებზე ისაუბრა. ამ თემაზე ილჰამ ალიევმა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ლუიჯი დი მაიოსთან შეხვედრაზე ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული Interfax ავრცელებს. “სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანი იტალიის ძირითადი სავაჭრო პარტნიორია – იტალიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების 95% სწორედ აზერბაიჯანზე მოდის. ძალიან კარგი რიცხვებია თითქმის 10 მილიარდი დოლარი გასულ წელს. დარწმუნებული ვარ მიმდინარე წელს ეს რიცხვები გაიზრდება აზერბაიჯანული ...

Read More »