Tag Archives: #ნავთობი

ნავთობზე დაბალი ფასები 10 წლის განმავლობაში შენარჩუნდება

Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი გაიზარდა, ხოლო Light Sweet-ის ტიპის – შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe) Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  69,88  (+ 0.21)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) Light Sweet-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  66,26 (- 0,24)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აშშ-ში ნავთობის 23-ე მსოფლიო კონგრესი გაიხსნა

23-ე მსოფლიო ნავთობის კონგრესი (WPC), რომელიც აშშ-ში, კერძოდ ჰიუსტონში გაიხსნა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმომადგენლობითი ღონისძიებაა ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში. გავრცელებული ინფორმაციით, ფორუმი 9 დეკემბრამდე გაგრძელდება და მასში 70 ქვეყნიდან 5 ათასზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. დამსწრე პირებს შორის იქნებიან: მსხვილი სპეციალიზებული კომპანიების ხელმძღვანელები, მინისტრები და ექსპერტები. პროგრამა მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს კორონავირუსული პანდემიის კონტექსტში განიხილონ პლანეტის ენერგეტიკული სექტორის შემდგომი განვითარების საკითხები. კონგრესის გახსნის ცერემონიაზე WPC-ის საორგანიზაციო ...

Read More »
საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვების შეზღუდვას დათანხმდა

„ომიკრონი“ ნავთობს აიაფებს

ოპეკ+-ის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრამ სენსაციების გარეშე ჩაიარა – კარტელმა ცოტა ხნის წინ ნავთობის ფასის ზრდის ფონზეც კი უარი განაცხადა ადრე დაგეგმილზე მეტად მოპოვების ზრდაზე და ეს მოსალოდნელი მით უმეტეს არ იყო დღეს, როდესაც „შავი ოქრო“ ისევ იაფდება. ალიანსში გაერთიანებულმა ქვეყნებმა ძალაში დატოვეს ივლისში მიღებული გადაწყვეტილება – ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 400 000 ბარელით გაიზრდება, იმის მიუხედავად, რომ უკვე რამდენიმე თვის ...

Read More »

“ჩვენ იმპორტიორი ქვეყანა ვართ, ამიტომ არანაირი ბერკეტი ბიზნესს არ აქვს, რომ რაიმე გააკეთოს საწვავის ფასის მიმართულებით”

“საქართველო არის იმპორტიორი ქვეყანა. სავაჭრო ქსელები, რომლებიც საწვავის ინდუსტრიაში არიან წარმოდგენილები არიან მხოლოდ გამტარები. ისინი ყიდულობენ და ყიდიან საწვავს. თუ ჩვენ შევისყიდით მაღალ ფასში საწვავს, იმას იაფად ვერ გავყიდით. მე მგონია, რომ ეს საზოგადოებისთვის ნათლად არის გასაგები. ამიტომ, არანაირი ბერკეტი ბიზნესს არ აქვს, რომ რაიმე გააკეთოს საწვავის ფასის მიმართულებით. ის ინფორმაცია, რა ღირს კონკრეტულ მომენტში ნავთობი, იცის მთელმა მსოფლიომ. რაც ...

Read More »

რუსული Urals-ის ნავთობის ფასი 70 აშშ დოლარს ჩამოცდა

Urals-ის ნავთობის ფასი ბარელზე $ 70 $-ს ჩამოსცდა. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,  ნავთობის საშუალო ფასი 2021 წლის ნოემბერში ბარელზე 72,46 აშშ დოლარს შეადგენდა. მიმდინარე წლის ნომემბერში Urals-ის ბრენდი ბარელზე საშუალოდ 72 დოლარი ღირდა. შეგახსენებთ, რომ ურალის საშუალო ფასი მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში შეადგენდა 65.96 აშშ დოლარს.

Read More »
ამერიკელი ტრეიდერი ნავთობის ფასის 90 დოლარამდე ზრდას პროგნოზირებს

რამ ჩამოშალა ნავთობის ბაზარი და რატომ არ რეაგირებს საქართველო მსოფლიო ტენდენციაზე?

ინფორმაციამ სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი შტამის გაჩენის თაობაზე ნავთობის გლობალური ბაზრები ჩამოშალა. ერთი ბარელის ღირებულება უკვე ჩამოსცდა 70 დოლარს და გაიაფების ტენდენცია შეუქცევადია. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი უკვე კარგა ხანია გრძელდება, საქართველოში სრული უძრაობაა. არადა, ასეთი მკვეთრი ვარდნის ფონზე, ადგილობრივი ბაზარზე ფასების კორექტირება უკვე უნდა მიმდინარეობდეს. კოვიდის ეს სახეობა დღემდე არსებულებზე უფრო საშიშია, მათ შორის იმიტომ, რომ მის წინააღმდეგ არსებული ...

Read More »

თემურ ჭიჭინაძე: ენერგოკომპანიებთან დადებული ხელშეკრულებების გადახედვას ითხოვს

ენერგომომარაგების ხელშეკრულებების უმეტესობა გაუმჭვირვალობის გამო უამრავ კითხვას აჩენს. ეს მხოლოდ ტარიფებს არ ეხება,  ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე აცხადებს, რომ თავიდან ბოლომდე  ეჭვს იწვევს როგორც ჰესების მშენებლობებთან დაკავშირებით გაფორმებული, ასევე ელექტროენერგიის მომწოდებელ გიგანტ კომპანიებთან დადებული კონტრაქტები. ,,დარწმუნებული ვარ, ხელშეკრულებების უმეტესობა კაბალურ პირობებს შეიცავს და გადასახედია. დიდი ხანია, ეს გასაკეთებელია და ახლაც არ არის გვიან. სულ ახლახან ,,ინტერ რაომ“ არბიტრაჟში მოუგო საქართველოს და ჩვენ ...

Read More »
ინვესტორები ნავთობის ფასის ზრდას 100$ -ს ზემოთ ვარაუდობენ

Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი შემცირდა, ხოლო Light Sweet-ის – გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 2 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe) Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  69,67  (- 0.87)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) Light Sweet-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  66,50 (+ 0,93)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,56%-ით, 1.12 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 72.86 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,91 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,91 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 433,111 მლნ ბარელი, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები გაიზარდა 4,03 მილიონი ბარელით  და შეადგინა  215.422 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა 2,16 მილიონი ბარელით და შეადგინა  123,877 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,6 მლნ ...

Read More »