23-ე მსოფლიო ნავთობის კონგრესი (WPC), რომელიც აშშ-ში, კერძოდ ჰიუსტონში გაიხსნა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმომადგენლობითი ღონისძიებაა ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ფორუმი 9 დეკემბრამდე გაგრძელდება და მასში 70 ქვეყნიდან 5 ათასზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. დამსწრე პირებს შორის იქნებიან: მსხვილი სპეციალიზებული კომპანიების ხელმძღვანელები, მინისტრები და ექსპერტები. პროგრამა მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს კორონავირუსული პანდემიის კონტექსტში განიხილონ პლანეტის ენერგეტიკული სექტორის შემდგომი განვითარების საკითხები.
კონგრესის გახსნის ცერემონიაზე WPC-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეფ შელებარგერმა განაცხადა, რომ ღონისძიება საშუალებას მისცემს მონაწილეებს, ინტერესებისა და მიდგომების განსხვავებულობის მიუხედავად, დააკავშირონ თავიანთი პოზიციები გლობალურ ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
წყარო: report..ge