Tag Archives: #გაზი

თურქეთმა გაზის ჰაბის შექმნის ვადები დაასახელა

თურქეთში გაზის ჰაბის შექმნას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა TVnet-ის ეთერში განაცხადა. „წინასწარი მომზადების დრო ერთი წელია. ამ დროისთვის მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის და დეტალების შეფასება”, – განმარტა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა. დონმეზის თქმით, დროთა განმავლობაში შესაძლოა, ევროპის ქვეყნების ინტერესი პროექტის მიმართ გაიზარდოს, ვინაიდან ამ შემთხვევაში ფასთან კავშირი არ იქნება, ეს იქნება ერთგვარი სუპერმარკეტი, სადაც ...

Read More »

ისრაელი TANAP-ისა და TAP-ის საშუალებით, ევროპაში გაზის ექსპორტს განიხილავს

ისრაელი, ევროპაში გაზის ექსპორტს TANAP-ის (Trans-Anatolian Gas Pipeline) და TAP-ის (Trans-Adriatic Gas Pipeline) მეშვეობით განიხილავს. ამის შესახებ ისრაელის ელჩმა აზერბაიჯანში ჯორჯ დიკმა Report-თან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ არ შემოგვაქვს გაზი აზერბაიჯანიდან. ამავდროულად, თანამშრომლობის კიდევ ერთი სფერო, რომელსაც განვიხილავთ, არის ჩვენი გაზის ექსპორტი ევროპაში, რომელსაც დღეს ეს ძალიან სჭირდება. არსებობს იდეები გაზის გათხევადების შესახებ, ეგვიპტის გავლით გაზსადენის მშენებლობა, საბერძნეთისა და იტალიის გავლით გაზსადენის ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი უკვე $750-ს ჩამოსცდა

ევროპაში გაზის ფასი შემცირებას განაგრძობს. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 3%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 733 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის მოცულობა ...

Read More »

აზერბაიჯანი, ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის საკვანძო მოთამაშეა – თურქული ანალიტიკური ცენტრი

აზერბაიჯანი, ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის საკვანძო მოთამაშეა. Trend-ის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის ანალიტიკური ცენტრის ANKASAM-ის (ანკარას კრიზისული სიტუაციებისა და პოლიტიკის კვლევების ცენტრი) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში. სტატიის ავტორის, ცენტრის ექსპერტის ემრაჰ კაიას თქმით, მარშრუტები, რომლითაც ევროპა ცენტრალურ აზიას უკავშირდება, ძალიან შეზღუდულია. „ამ დროისთვის, შუა დერეფანი გთავაზობთ უმოკლეს და იაფად მგზავრობის მარშრუტს ევროპისკენ. გეოპოლიტიკური პოზიციისა და ენერგეტიკული რესურსების თვალსაზრისით აზერბაიჯანს დიდი მნიშვნელობა ...

Read More »
ნავთობის დაბალი ფასები TAP-ის პროექტის განხორციელებაზე არ იმოქმედებს

“ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის სიმძლავრე გაორმაგდება”

თურქეთმა ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენი [TANAP] აზერბაიჯანთან ერთად შექმნა. ჩვენც და აზერბაიჯანული მხარეც მუშაობას განვაგრძობთ. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრესმდივანმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა. „TANAP-ის სიმძლავრე გაორმაგდება“, – თქვა კალინმა. მისი თქმით, რაც მთავარია, თურქეთმა შავ ზღვაში გაზის ახალი საბადო აღმოაჩინა. „ეს რეზერვი თურქეთს ენერგეტიკული ბაზრის სრულიად განსხვავებულ დონეზე გადაიყვანს“, – აღნიშნა კალინმა.

Read More »

რუსეთიდან გაზის სატრანსპორტო კონტეინერების უმსხვილესი მწარმოებელი გადის

გაზის საზღვაო-სატრანსპორტო კონტეინერების ლიდერმა მწარმოებელმა, ფრანგულმა საინჟინრო კომპანია Gaztransport & Technigaz-მა (GTT) რუსეთში მუშაობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ განცხადება კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „ევროპული სანქციების მერვე და მეცხრე პაკეტების სიღრმისეული ანალიზის შემდეგ, რომელიც რუსული კომპანიების საინჟინრო მომსახურებას კრძალავს, ჯგუფი რუსეთში თავის საქმიანობას წყვეტს,“ – ნათქვამია განცხადებაში. კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ 8 იანვარს GTT შეწყვეტს ხელშეკრულებას გემთმშენებელ კომპლექს „ზვეზდასთან,“ რომელიც ...

Read More »

ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ აზერბაიჯანიდან გაზის ნაკადის გასაზრდელად პროექტი მოამზადა

აზერბაიჯანის მიერ ინიცირებული ყველა პროექტის მსგავსად, ევროკავშირისთვის გაზის მიწოდების გაფართოების პროექტიც რეალობად იქცევა. ევროკავშირის 5-მა ქვეყანამ მოამზადა აზერბაიჯანული „ლურჯი“ საწვავის მიწოდების გაზრდის კონკრეტული პროექტი და მის წარდგენას 3 თებერვალს ბაქოში აპირებს. ამის შესახებ ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა სოფიაში თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის ფატიჰ დონმეზის მიღებისას განაცხადა. „ეს არის პროექტი, რომელიც საშუალებას მისცემს მინიმალური თანხებით და დაუყოვნებლივ დაიწყოს ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის გადატანა ...

Read More »

პუტინმა, არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის დავალიანების დაფარვა, უცხოურ ვალუტაში დაუშვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის დავალიანების დაფარვა, უცხოურ ვალუტაში დაუშვა. 2023 წლიდან, არამეგობრული ქვეყნები, გაზის საფასურის გადახდას რუბლში შეძლებენ. ვლადიმერ პუტინის მიერ 31 მარტს ხელმოწერილი განკარგულებით, რუსული გაზის შემსყიდველი ქვეყნები ვალდებულნი არიან გახსნან ანგარიში „გაზპრომბანკში“. ამ ბანკში გადახდების განხორციელების შემდეგ, მოსკოვის ბირჟაზე შესაბამისი სახსრები გარდაიქმნება რუბლებში. რუსულმა ენერგოკომპანიამ „გაზპრომმა“ შეუჩერა ბუნებრივი აირის მიწოდება პოლონეთს, ბულგარეთს, ფინეთს, ნიდერლანდებსა და ...

Read More »

გერმანიამ აშშ-დან იმპორტირებული თხევადი გაზის პირველი ნაკადი მიიღო

გერმანიამ ამერიკული გათხევადებული ბუნებრივი აირის პირველი ნაკადი მიიღო. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ამერიკული ტანკერი ბუნებრივ აირს გერმანიის ვილჰელმსჰაფენის პორტში, ახლად აგებულ მცურავ ტერმინალში გადატვირთავს. ბუნებრივი აირის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა მილსადენების საშუალებით გაზის მიწოდების ჩანაცვლებას ისახავს მიზნად. 300-მეტრიანი მცურავი ტერმინალის რეგაზიფიკაციის სიმძლავრე წელიწადში 5 მილიარდი კუბური მეტრია. როგორც მედია წერს, რუსეთიდან იმპორტის მკვეთრი შემცირების მიუხედავად, ნაწილობრივ დეკემბრისთვის უჩვეულო თბილი პერიოდიდან ...

Read More »
დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

წელს თბილისში ბუნებრივი აირის საყოფაცხოვრებო ტარიფი არ შეიცვლება

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, უახლოესი 5 წლის განმავლობაში თბილისში ბუნებრივი ტარიფის საფასური არ გაიზრდება. გადაწყვეტილება გასული წლის 23 დეკემბერს მიიღო სემეკმა და ეხება 2023-2027 წლებს. “დავასრულეთ ბუნებრივი გაზის კომპანიებისთვის ტარიფების დადგენა. სემეკის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ტარიფები უცვლელი დარჩა. 3- წლიანი რეგულირების პერიოდის ნაცვლად, ტარიფები განისაზღვრა 5 წლიან რეგულირებად პერიოდზე. ტარიფების შენარჩუნება განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით სოციალური გაზის ხელმისაწვდომობაზე, ...

Read More »