Tag Archives: #ჰიდროელექტროსადგური

“თუ ეს პროექტი დავკარგეთ, ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ ჩვენს დამოუკიდებლობას”

„დღეს საქართველოს ენერგეტიკაში, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პროექტი, რომელსაც უდიდესი სარგებლის მოტანა შეუძლია ქვეყნის დამოუკიდებლობის, უსაფრთხოებისთვის… თუ ეს პროექტი დავკარგეთ, ფაქტობრივად, ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ ჩვენს დამოუკიდებლობას“, – ამის შესახებ ენერგეტიკოსმა, ორგანიზაცია „მსოფლიოს გამოცდილება საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მურმან მარგველაშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, არ ხდება პროექტის საგნობრივი განხილვა, შესაბამისად, პროტესტი, ...

Read More »

გიორგი ჩიქოვანი – ყველა ის ბრალდება, რომელიც დღეს გავრცელდა, არის საფუძველს მოკლებული და მიზნად იასახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას

„მედია საშუალებებში გავრცელდა მორიგი ბრალდება ნამახვანი ჰესის პროექტის საწინააღმდეგოდ და გამოქვეყნდა იუსტიციის სამინისტროს დასკვნა ნამახვან ჰესის მშენებლობა, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულების შესახებ. პირველ რიგში, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ის რეკომედაციები, რომელიც იუსტიციის სამინისტროს დასკვნაშია მოცემული, ასევე ასახულია ნამახვანის ხელშეკრულებაში და შესაბამისად, ყველა ის ბრალდება, რომელიც დღეს გავრცელდა, არის საფუძველს მოკლებული და მიზნად იასახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. იუსტიციის სამინისტროს თანხმობის გარეშე ...

Read More »

ENKA-ს დირექტორი: ღია ვართ, რომ მოვისმინოთ ყველას მოსაზრება

“ამას ყველა ვაღიარებთ, რომ კომუნიკაციის ნამდვილად დიდი პრობლემა იყო და ეს ცალსახა იყო. თვითნ კომუნიკაცია ხეობაში შედგა, რადგან შედეგიც დააყენა, იმიტომ რომ 35 მილიონი იქნა გადახდილი  267 ოჯახისთვის 276 დან. ერთ ოჯახთან მიმდინარეობს კომუნიკაცია და დარწმუნებული ვარ შევჯერდებით. მე არ მინახავს პროექტი საიდანაც გამოსავალი არ არსებოსბ. ღია ვართ ჩვენ, რომ მოვისმინოთ ყველას მოსაზრება… დავსხდეთ ვისაუბროთ. ამ რეჟიმში ვერ მოხდება საუბარი” ...

Read More »

ზურაბ ჯაფარიძე: ყველაფერი გაჩერებულია ამის უკან რაღაცა ძალები დგას

გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ “მთავარის” ეთერში “ნამახვანთან” დაკავშირებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა: “ეს არის ორკესტრირებული ამბავი, როდესაც ქვეყანაში ყველა ენერგორესურსების ათვისება არის გაჩერებული და არა მარტო წყლის, არამედ ქარის ეს შეუძლებელია იყოს დამთხვევა. ყველგან არის ერთი და იგივე ამბები — ზოგან იყენებენ ერთი თემით ანგაჟირებულ ამბებს, ზოგან — გარემოს დაცვა იქნება, ზოგან — ქართულ მიწას უფრთხილდება და ჯამში გაყინულია ყველაფერი ...

Read More »

ირაკლი ტაბლიაშვილი: ორივე მხრიდან ხეობის ბლოკირებას აპირებენ რიონის მცველები… ესაა რუსული გზა!

ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციას ეხმაურება. ირაკლი ტაბლიაშვილი „რიონის ხეობის მცველის“ ვარლამ გოლეთიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად გოლეთიანმა მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ 26 მაისის აქციის შემდეგ ის და მისი მხარდამჭერები ხეობაში დაბრუნდებიან, რათა ნამახვანჰესის მშენებლობას ხელი შეუშალონ. ირაკლი ტაბლიაშვილის თქმით, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხეობის ბლოკირებას ორივე მხრიდან გეგმავენ: „ორივე მხრიდან ხეობის ბლოკირებას აპირებენ რიონის მცველები… და ...

Read More »

“ვფიქრობდით ხელისუფლებაზე ზემოქმედების ბერკეტებზე, თუმცა რეფერენდუმს, რა ფორმითაც დღეს ტარდება ქვეყანაში, თავისი ხარვეზები და რისკები აქვს”

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ჰესის აშენებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარება იმ ფორმით, როგორც დღეს ქვეყანაში ტარდება, რისკებს შეიცავს. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, რეფერენდუმს აქვს თავისი ხარვეზები, პლუსები და მინუსები, რასაც კარგად გათვლა სჭირდება. ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ფართო მსჯელობის საგანია, თუ რატომ არ წავიდნენ რეფერენდუმის მიმართულებით. „რეფერენდუმის საკითხი ჩვენ რაღაც თვალსაზრისით გავლილი გვაქვს, რადგან ვფიქრობდით ზოგადად ხელისუფლებაზე ზემოქმედების ...

Read More »
ანდრია გვიდიანი: “ენერგეტიკის სექტორში ინვესტორზე ორიენტირებული საინვესტიციო გარემოა”

„იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტის ფრიალი არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის კლასიკური მაგალითი“

„იუსტიციის სამინისტროს წერილი ჩაუგდიათ ხელში და დაიწყეს ამ დოკუმენტის ფრიალი. „იუსტიციის სამინისტრომ “ნამახვანჰესის” პროექტი დაიწუნაო“. გამიკვირდა ეს ფრაზა და კარგად გავეცანი სამინისტროს შენიშვნებს. მერე ავიღე საბოლოო სახით გაფორმებული ხელშეკრულება და შენიშვნის ყველა პუნქტი მოვძებნე. უბრალოდ მაინტერესებდა რაზე ლაპარაკობდნენ,“ – ამის შესახებ ეკონომისტი ანდრია გვიდიანი აცხადებს. როგორც გვიდიანი აღნიშნავს, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების განცხადება, თითქოს იუსტიციის სამინისტრო პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგება, ტყუილია: „სამწუხაროდ, ...

Read More »

გოლეთიანი: ვისაც საცობში მოუწია ყოფნა, ქვეყნის განვითარებაში მიიღო მონაწილეობა

რიონის ხეობის ერთერთი მცველის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, თბილისის ქუჩებში პიკეტირების გამო საცობების შექმნისთვის ბოდიშსაც მოიხდის, მაგრამ ფიქრობს, რომ ნახევარი საათით დაყოვნება ამ შემთხვევაში ქვეყნის რეალურ განვითარებაში აგურის დადებას ჰგავს. “ჩვენ გვიკვირს, როცა ერთის მხრივ ადამიანი ამბობს, იმას რომ  აქ სახელმწიფო ინტერესია დათმობილი ამ ხელშეკრულებაში და მეორე მხრივ პრობლემად აღიქვამს იმას, რომ  რაღაცა შეიძლება გადაიკეტოს იმის გამო, რომ კიდევ მეტად  გავაგებინოთ ...

Read More »

კობახიძე ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებზე: ამ ყველაფრის უკან არის კომერციული ინტერესები

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია დაფინანსებულია დიდი დანხებით, და ამ ყველაფრის უკან არის კომერციული ინტერესები. “ყველამ დაინახა, რომ რადიკალურ ნაბიჯებს არ აქვს მხარდაჭერა. თბილისის პარალიზება ეს იყო აბსოლუტურად გაუგებარი მესიჯი, რომელმაც ვერ მოიპოვა საზოგადოების მხარდაჭერა. ჩვენ ვიცით, რომ ისინი საკმაოდ დიდი ფულით არიან დაფინანსებულები, როდესაც დღეში ათეულობით ათასი ლარი იხარჯებ აქციაზე ეს იმას ნიშნავს რომ არის ...

Read More »
რომან გოცირიძე - ნაცვლად იმისა, რომ ენერგეტიკის მინისტრი ჩვენი ქვეყნის ინტერესებს იცავდეს, გამოდის "გაზპრომის" ადვოკატად

რომან გოცირიძე: საქართველოში ყველანაირი ჰესი უნდა აშენდეს!

“ნამახვანჰესთან” დაკავშირებულ მოვლენებს რომან გოცირიძე საკუთარ facebook გვერდზე პოსტს უძღვნის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ “როცა ვამბობთ “გიგანტური ჰესი”, ეს უკვე ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგოდო ლოზუნგია. არაა ჰესი გიგანტური, რომლის წყალსაცავი ჟინვალის წყალსაცავზე ორჯერ ნაკლებია. დიდი ჰესია. ათჯერ ნაკლებიც რომ იყოს, ბუნებაზე ზემოქმედებას ვერ ავიცილებთ. ნებისმიერი ჰესი ზემოქმედებს გარემოზე და ყოველთვის მოიძებნება მისი მშენებლობის გაჩერების საბაბი. ორმოცდაათამდე ჰესის მშენებლობაა გაჩერებული. თუ რატომ მოხდა ...

Read More »