Tag Archives: #ნავთობკომპანიები

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,6 მილიონი ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,6 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 439,945 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი. ბენზინის მარაგები  შემცირდა 1,48  მილიონი ბარელით  და შეადგინა  207,84 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა  0,17 მილიონი ბარელით და შეადგინა  106,357 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა  და შეადგინა 12,0 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,26 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 95,06 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

სატელიტური ტელეფონის გამოყენების გამო, Saudi Aramco-ს თანამშრომელი ციხეში მოხვდა

სატელიტური კავშირის მქონე ტელეფონის გამოყენების გამო, მსოფლიოს რიგით მეორე ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის, Saudi Aramco-ს ინვესტორებთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელმა, ფერგუს მაკლეოდმა ინდოეთის ციხეში თითქმის ერთი კვირა გაატარა, – ამის შესახებ Financial Times-ი წერს. როგორც ირკვევა, ინდოეთში სატელიტური ტელეფონის გამოყენების უფლება უცხოელებს, როგორც წესი არ აქვთ – ამისთვის მათ სპეციალური ნებართვა სჭირდებათ. აღნიშნული აკრძალვა 2008 წელს, მუმბაიში მომხდარ ტერაქტს უკავშირდება. როგორც ფერგუს ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  93.52 (+  0.26)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  85.32  (+  0.74)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ესტონეთი რუსულ ნავთობს 5 დეკემბრიდან სრულად აკრძალავს

ესტონეთის გადაწყვეტილება, რომელიც დეკემბრის დასაწყისში რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას გულისხმობს, ევროკავშირის სანქციებით დადგენილ ვადას ორი თვით უსწრებს, განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ Postimees-თან ინტერვიუს დროს. ევროკავშირმა სანქციების მერვე პაკეტი ოფიციალურად დაამტკიცა. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი ნავთობის ფასებზე ლიმიტს, ფოლადის, ხის, ტექნიკის, ავიაციის, პლასტმასის, ქიმიკატების იმპორტისა და ექსპორტის ახალ აკრძალვას მოიცავს. საუბარია სულ 7 მილიარდი ევროს ღირებულების პროდუქტზე.

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  24 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  93.50 (+  1.12)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  85.05  (+  0.54)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

პაკისტანი მზადაა რუსული საწვავი შეისყიდოს

პაკისტანი მზად არის იყიდოს რუსული საწვავი იმ ფასად, რომელსაც რუსეთი ინდოეთს სთავაზობს. ამის შესახებ პაკისტანის ფინანსთა მინისტრმა, იშაკ დარმა შეერთებულ შტატებში ვიზიტისას განაცხადა, იუწყება NDTV. მინისტრმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში ყოფნის ოთხი დღის განმავლობაში მან 58 შეხვედრა გამართა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, აშშ-ის, საუდის არაბეთისა და სხვა ქვეყნების ხელმძღვანელებთან. ისლამაბადი იმედოვნებს, რომ დასავლეთი არ შეეწინააღმდეგება მსგავს მიწოდებას იმ ეკონომიკური მდგომარეობის გამო, რომელიც ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს

2022 წლის  21 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  92.41 (+  2.38)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  85.55  (+  2.73)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

რომპეტროლი შემოსავალს 73%-ით ზრდის

2021 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით შპს ,,რომპეტროლ საქართველო’’ შემოსავალს $228.1მლნ-ს აფიქსირებს, ეს მაჩვენებელი 73%-ით მეტია პანდემიის წელზე (2020). აღნიშნულ პერიოდში კომპანიას 7.3%-ით ეზრდება დისტრიბუციის ხარჯები და $9.8მლნ უფიქსირდება. კომპანიას ასევე 28.9%-ით ეზრდება ადმინისტრაციული ხარჯები და $5.9მლნ უფიქსირდება. კომპანიის ზრდის აქტივებს $53.6მლნ-მდე (+20% Y.Y), ხოლო კომპანიის კაპოტალი $8.3მლნ-მდე იზრდება(+42.2% Y.Y). 2021 წელს კომპანიის საერთო მოგებამ $19.7მლნ შეადგინა, რაც პანდემიის წელთან შედარებით ...

Read More »

ნავთობისა და გაზის კორპორაციამ თურქმენეთის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა შეხვედრა გამართა თურქმენეთის სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნეს სექტორის დელეგაციასთან, სახელმწიფო სასაქონლო ბირჟის დირექტორის, იუსუპ ამანსარიევის ხელმძღვანელობით. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა თურქმენეთის ელჩი საქართველოში დოვლეთმურატ მურატოვი. შეხვედრის მთავარ მიზანს ენერგეტიკის სექტორში არსებული მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების განხილვა წარმოადგენდა. სტუმრებმა სფეროს პოტენციალისა და რეგიონში საქართველოს სატრანზიტო როლის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. განსახილველ თემებს შორის იყო ...

Read More »