Tag Archives: #უკრაინა

„უკრენერგომ“ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

„უკრენერგომ“ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში სისტემური ავარიის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. როგორც ენერგეტიკოსები განმარტავენ, ასეთი რეჟიმი მაშინ ცხადდება, როცა კომპანიას არ აქვს ტექნიკური შესაძლებლობა, რომ მომხმარებელთა მინიმუმ 50% ელექტროენეგია მიაწოდოს. Ukrenergo ამბობს, რომ დღეს, რუსეთის ძალების მიერ, უკრაინაზე განხორციელებულმა მასიურმა სარაკეტო თავდასხმამ სისტემური ავარია გამოიწვია, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის საკმარისი ენერგიის გამომუშავებას ან განაწილებას. დაზიანებულია თბოელექტროსადგურები, ჰიდროელექტროსადგურები, მთავარი ელექტრო ქვესადგურები, აცხადებენ ...

Read More »

რუსეთის სარაკეტო თავდასხმის გამო, ხარკოვი ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის გარეშე დარჩა

რუსეთის სარაკეტო თავდასხმის გამო, ხარკოვი ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის გარეშე დარჩა. ამის შესახებ ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა განაცხადა. „ინფრასტრუქტურას, პირველ რიგში, ენერგეტიკულ სისტემას უზარმაზარი ზიანი მიადგა“, – აღნიშნა ქალაქის მერმა. უკრაინის გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ დღევანდელი მასიური სარაკეტო თავდასხმის ფარგლებში, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით, სულ მცირე, 76 რაკეტა გაუშვა. აქედან 60 რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს. გავრცელებული ინფორმაციით, კრივოი-როგში რუსული ძალების ...

Read More »

უკრაინის რამდენიმე რეგიონი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

რუსი ოკუპანტების დღევანდელი იერიშის შედეგად, უკრაინის რამდენიმე რეგიონი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. „ხარკოვი გათიშულია“, – დაწერა ქალაქის მერმა, იგორ ტერეხოვმა. მიკოლაევსა და მიკოლაევის რაიონში ელექტროენერგიის ავარიული გამორთვა მოქმედებს. როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა დაწერა, “საჰაერო თავდაცვა მუშაობას აგრძელებს”. პოლტავის რეგიონის ქალაქ კრემენჩუგში ელექტროენერგიის არარსებობის გამო, არ მუშაობს ქალაქის გათბობის სისტემა. როგორც ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ განაცხადა, დღევანდელი იერიშის შედეგად, ქვეყნის ...

Read More »

ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელის სამიტზე ცივი ზამთრის გადასატანად უკრაინის დასახმარებელ გეგმას შეიმუშავებენ

ბრიუსელის სამიტზე ევროკავშირის ლიდერები რუსეთ-უკრაინის ომის უახლეს მოვლენებს განიხილავენ. მათ უნდა შეიმუშავონ გეგმა, როგორ დაეხმარონ უკრაინას ზამთრის მძიმე პირობების გადალახვაში, როცა რუსეთი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ომისა და რუსული აგრესიის ფონზე, ევროკავშირი უკრაინის დახმარებისთვის ძალისხმევის ჩადებას არ შეწყვეტს. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ამ კვირაში დადებულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის მიერ უკრაინის მთავრობა 18 მლრდ ევროს ...

Read More »

ბერგამო ბუჩაში “თბილ წერტილებს” ააშენებს, სადაც ადგილობრივებს გათბობა შეეძლებათ

იტალიის ქალაქ ბერგამოს ხელისუფლება ბუჩაში “თბილი წერტილების” აშენებას დააფინანსებს, რომლებშიც მოსახლეობას გათბობის შესაძლებლობა ექნება. “თბილის წერტილები”  დახურული ტიპის ოთახებია, რომელთა გათბობა მოხდება. როგორც უკრაინაში იტალიის საელჩოში განმარტავენ, ასეთი 11 „პუნქტი“ იქნება და მათ მშენებლობას დააფინანსებს ბერგამოს მერია, CESVI საქველმოქმედო ფონდთან ერთად. CESVI უკვე 40 წელია, აფრიკაში, აზიაში, ევროპასა და ლათინურ ამერიკაში ადგილობრივი კონფლიქტებით დაზარალებულებს ეხმარება.

Read More »

ზელენსკი: ჩვენი მოსახლეობის დასაცავად გენერატორები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჯავშანი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის ჯავშანზე არანაკლებ მნიშვნელოვანია გენერატორები, რათა მოსახლეობან ზამთრის გადატანა შეძლოს. ამის შესახებ ზელენსკიმ პარიზში გამართულ საგანგებო კონფერენციაზე ისაუბრა, სადაც უკრაინისთვის მომდევნო ოთხი თვის ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება განიხილება. ზელენსკის თქმით, უკრაინას დამატებით 800 მილიონი ევრო სჭირდება ზამთრის გადასატანად და 1.5 მილიარდი ევრო გრძელვადიანად ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად. “ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გავუმკლავდეთ უსინათლობას და ენერგეტიკულ ტერორს. ჩვენი ელექტროსადგურების უმრავლესობა დაბომბვის ...

Read More »

ჩეხეთი უკრაინას “ცივი ზამთრის” გადასალახად 8,5 მილიონ ევროს გამოუყოფს

ჩეხეთი უკრაინას “ცივი ზამთრის გადასალახად” ფინანსურად დაეხმარება და 8,5 მილიონ ევროს და სამხედრო აღჭურვილობას გამოუყოფს. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერმინისტრმა პეტრ ფიალამ, პარიზში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „სოლიდარობა უკრაინელ ხალხს“ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთს სურს დატოვოს უკრაინა სიბნელეში და სიცივეში, ჩეხეთი კი მზად არის, დაეხმაროს უკრაინას გენერატორებით და ენერგო გათიშვის დროს, მიაწოდოს სკოლებს და საავამდყოფოებს ელექტროენერგია, რადგან სკოლებსა და საავადმყოფოებს სითბო და ...

Read More »

დაანგრევს თუ არა რუსეთის ეკონომიკას რუსულ ნავთობზე ევროკავშირის მიერ დაწესებული ემბარგო?

დასავლეთი რუსული ნავთობ-დოლარების მიმართ უპრეცედენტო სანქციებს აწესებს. ევროკავშირის ემბარგო და G7-ის მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული  ფასის ზღვარი ერთდროულად ამოქმედდება. გაუძლებს თუ არა რუსეთის ეკონომიკა ასეთ დარტყმას? – ამ კითხვას პასუხი Deutsche Welle-მ გასცა.   რა ხდება?   უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის კიდევ ერთი სადამსჯელო ღონისძიება 5 დეკემბერს ძალაში შევიდა. კონკრეტულად კი, ეს ნავთობის ემბარგოს გულისხმობს. აკრძალვა ეხება საზღვაო ...

Read More »

შმიგალი: ზამთრის პერიოდის გასავლელად, უკრაინა $1 მილიარდის დახმარებას მიიღებს

უკრაინამ, საერთაშორისო პარტნიორებისგან ზამთრის პერიოდის გასავლელად, დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის დახმარება მოიზიდა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა და საფრანგეთის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ პარიზში გამართული საერთაშორისო კონფერენციის, “სოლიდარობა უკრაინელ ხალხთან” შედეგების შეჯამებისას განაცხადეს. შმიგალმა აღნიშნა, რომ ამ თანხის ნახევარი არის გრანტები, მეორე ნახევარი არის საქონელი, სესხები, რომელთა უმეტესობასაც უკრაინა წელს მიიღებს. მისი თქმით, კონფერენციის შედეგი არის საკმაოდ ...

Read More »

მაკრონი: პარტნიორები უკრაინას ამ ზამთრის გაძლებასა და გადარჩენაში უნდა დაეხმარონ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი და მსოფლიოს სხვა ქვეყნები უნდა დაეხმარონ უკრაინელ ხალხს ამ ზამთრის გაძლებასა და გადარჩენაში. ამის შესახებ მან პარიზში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „სოლიდარობა უკრაინელ ხალხისთვის“ განაცხადა, იუწყება Ukrinform-ის კორესპონდენტი. მაკრონის თქმით, რუსეთი სამხედრო წარუმატებლობას, უკრაინის ჯარების წინსვლას, ტერორისტული აქტებით პასუხობს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა და ასეთი ქმედებები დაუსჯელი ...

Read More »