Tag Archives: #ნავთობპროდუქტები

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  18 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  93,65 (+  1,31)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  88,11  ( + 1,58)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

რუსეთიდან შემოტანილ იაფ საწვავს კომპანიები ევროპულის ფასად ყიდდნენ – კონკურენციის სააგენტო

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზრის მონიტორინგი ჩაატარა. სააგენტომ დაადგინა, რომ რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება საშუალოდ 30-70 თეთრით დაბალია ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებულ საწვავთან შედარებით (მარტი-ივლისი), თუმცა საცალო ბაზარზე მსხვილი კომპანიები მას ევროპული საწვავის იდენტურ ფასად ყიდდნენ. სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში საავტომობილო საწვავის ყველაზე დიდი მოცულობით (40.8%) იმპორტი რუსეთიდან მოხდა, მას მოსდევს რუმინეთი (26.5%), ბულგარეთი (13.4%), თურქმენეთი (9.9%), აზერბაიჯანი (7.7%) და სხვა ქვეყნები (1.7%). აპრილი-ივლისის პერიოდში მზარდი იყო რუსეთი ...

Read More »

გერმანია რუსულ ნავთობს ამერიკულით ანაცვლებს

გერმანია რუსულ ნავთობს ამერიკულით ანაცვლებს. ლუიზიანიდან გერმანიის როსტოკის პორტის მიმართულებით ამერიკული ნავთობით დატვირთული მეორე ტანკერი დაიძრა, ამ თვეში უკვე მეორედ. ტანკერს, რომლის სახელწოდებაცაა Ise Princess 570 000 ბარელი ნავთობი გადააქვს. აგვისტოს დასაწყისში გერმანიის როსტოკის პორტში შეტანილი ამერიკული ნავთობი Schwedt-ს ნავთობგადამამუშავებელ საწარმოში უკვე შევიდა. საწარმოს უდიდესი წილის მფლობელი რუსული Роснефть-ია. Роснефть-მა გასულ კვირას გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ გერმანიაში საწვავის ფასები, საზღვაო ...

Read More »
ნავთობის ფასი 6-წლიან მინიმუმამდე დაეცა

კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზარზე მოკვლევა დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციით და 2022 წლის მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზარზე მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის მიზანია – საწვავის ბაზარზე მსხვილი რეალიზატორების მხრიდან, კონკურენტული ქცევის შესწავლა და მისი თავსებადობა კონკურენციის კანონმდებლობასთან. “2022 წლის 7 თვის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში იმპორტის დონეზე და რუმინეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში საბაჟო საწყობის თვითღირებულების გათვალისწინებით კონკრეტულ კომპანიებს ფასში კონკურენტული უპირატესობა ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

ნავთობროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ აგვისტოში საწვავი კიდევ გაიაფდება

ნავთობროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციაში, აცხადებენ, რომ აგვისტოში საწვავი კიდევ გაიაფდება. ნავთობროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის ინფორმაციით, აგვისტოს თვეში საწვავი კიდევ გაიაფდება. საქმე ეხება, როგორც ბენზინის, ასევე დიზელის ტიპის საწვავს. ნავთობროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მიზეზი ეროვნული ვალუტის გამყარება და ნავთობის საერთაშორისო ფასების შემცირებაა. „დღეისათვის ნავთობზე ფასები არის შემცირებული. ფაქტობრივად, ნავთობის ფასები უბრუნდება ომამდელ ფასებს. რაც შეეხება ვითარებას საცალო ქსელში. იმის პარალელურად, რაც საერთაშორისო ბაზრის ფასებმა შემცირება დაიწყო ...

Read More »

ნავთობის ფასი ინტენსიურად მცირდება

2022 წლის  16 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  95.10 (-  3.05)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  89,41  ( – 2,68)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ხუდონჰესის გამომუშავებული ენერგია მთელი წელი საქართველოში დარჩება

ირაკლი ღარიბაშვილი – იმპორტიორები საწვავზე ფასის კიდევ დაკლებას შეგვპირდნენ, მაგრამ მეტი გამჭვირვალობაა საჭირო, მოქალაქეებს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რა მარჟებით მუშაობენ, რამდენია მათი მოგება

მიუხედავად იმისა, რომ საწვავზე ივლისსა და აგვისტოში დააკლეს ფასებს 10-10 თეთრით, იმპორტიორები შეგვპირდნენ,  რომ კიდევ უფრო მეტად აპირებენ დაკლებას, ჯამში 20-30 თეთრით აგვისტოს ბოლომდე, მაგრამ უფრო მეტი გამჭვირვალობაა საჭირო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საწვავის ფასებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ის პირადად აკვირდება საწვავის ფასებთან დაკავშირებულ საკითხს. ამასთან, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მიმართა კონკურენციის ...

Read More »

ნავთობის ფასი ვარდნას განაგრძობს, რასაც ჩინეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზის შემცირებას უკავშირებენ

2022 წლის  15 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  98,15 (-  1,45)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  92,09  ( – 2,25)  დოლარი/ბარელზე. აქვე შეგახსენებთ, რომ 1 დოლარით ფასის შემცირება რუსეთს დღეში აკარგვინებს 8 ...

Read More »
ბოლო 2 თვის განმავლობაში პირველად, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 46$-ზე დაბლა დაეცა

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ ნავთობზე გლობალური მოთხოვნის პროგნოზი მცირედით გაზარდა

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ (International Energy Agency-IEA) ნავთობზე გლობალური მოთხოვნის პროგნოზი მცირედით გაზარდა. ამის შესახებ სააგენტოს აგვისტოს ანგარიშში არის ნათქვამი, რომელიც ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. წელს ნავთობზე მოთხოვნა დღეში 380 000 ბარელით გაიზრდება და 99,7 მილიონ ბარელს მიაღწევს, რითიც პანდემიამდელ დღიურ მაჩვენებელს დაუბრუნდება. ამასთან, ანგარიშის მიხედვით, რუსეთიდან ნავთობის ექსპორტი 115 ათასი ბარელით შემცირდა და 7,4 მლნ ბარელი შეადგინა. IEA-ს პროგნოზით, 2023 წელს ...

Read More »
რატომ უნდა გაკონტროლდეს საწვავის ხარისხი საქართველოში

აგვისტოში საწვავი საგრძნობლად უნდა გაიაფდეს

მთავრობაში ირწმუნებიან, რომ აგვისტოს განმავლობაში საწვავი საგრძნობლად გაიაფდება. რა იძლევა ასე პირდაპირ პოზიტიური პროგნოზის გაკეთების საფუძველს, მათ არ დაუკოკრეტებიათ. ანალიტიკოსებიც დიდწილად ეთანხმებიან გაიაფების ტენდენციის დაწყებას, მაგრამ კონკრეტულ თარიღს არ ასახელებენ. ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობას მოლოდინი აქვს, რომ მიმდინარე თვის ბოლოსთვის გასამართ სადგურებზე საწვავის ფასები საგრძნობლად შემცირდება. ამის შესახებ მინისტრმა საწვავის რეალიზატორი მსხვილი ქსელების წარმომადგენლებს შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ...

Read More »