Tag Archives: #რუსეთი

თურქეთი, რუსული გაზის საფასურის გადახდას რუბლით იწყებს

თურქეთის ხელისუფლება, რუსეთის ფედერაციისთვის გაზის მიწოდების საფარსურის გადახდას, რუბლით იწყებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. მოსკოვი მყიდველებს სთხოვს, გაზის საფასური რუბლით გადაიხადონ, რათა ვალუტა გააძლიეროს. ამავდროულად, ანკარა, ვაჭრობის სტიმულირებას, ლირის გამოყენებით ცდილობს. შეგახსენებთ, რომ რუსული გაზის საფასურის ნაწილის რუბლით დაფარვაზე შეთანხმებას, პუტინმა და ერდოღანმა აგვისტოს დასაწყისში სოჭში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს. თუმცა მაშინ არ დასახელებულა გაზის ის მოცულობა, რომელიც თურქეთმა რუსეთისგან რუბლით უნდა იყიდოს.

Read More »

ბრიტანეთი რუსული ნავთობის ტრანსპორტირებას აკრძალავს, თუ ის price cap ფასზე ძვირად გაიყიდება

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ მოამზადა ეკონომიკური კანონპროექტი, რომელიც 5 დეკემბრიდან კრძალავს სატრანსპორტო მომსახურების გაწევას რუსულ ნავთობზე, თუ ის გაყიდული იქნება საფასო ჭერზე უფრო მაღალ ფასად – ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტი ავრცელებს. „ახალი კანონპროექტი, რომელიც დღეს წარმოვადგინეთ, ხელს შეუშლის ქვეყნებს გამოიყენონ ბრიტანული მომსახურება რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის, თუ ის არ იქნა შეძენილი საფასო ჭერის კოალიციის (Price Cap Coalition) მიერ დადგენილ ფასად“, ...

Read More »

მაკრონი – რუსეთის ენერგეტიკული მუქარების ფონზე, მსოფლიომ არ უნდა თქვას უარი კლიმატურ ვალდებულებებზე

მსოფლიომ არ უნდა თქვას უარი გასულ წელს გლაზოგში გამართული სამიტის დროს აღებულ კლიმატურ ვალდებულებებზე რუსეთის ენერგეტიკული მუქარების წინაშე, – ამის შესახებ ეგვიპტეში მიმდინარე გაერო-ს კლიმატურ სამიტზე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ემანუელ მაკრონის თქმით, მსოფლიომ უნდა დაზოგოს ენერგია და განავითაროს განახლებადი წყაროები ენერგორესურსებზე ფასის მკვეთრი ზრდის ფონზე. „ჩვენ არ შევწირავთ ჩვენს კლიმატურ ვალდებულებებს რუსეთის ენერგეტიკულ მუქარებს. ქვეყნებს მიერ აღებული ყველა ვალდებულება უნდა გაგრძელდეს. მდიდარი ქვეყნებისთვის, ...

Read More »
ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე მორიგი აფეთქება მოხდა

რუსეთში, ნავთობტერმინალზე აფეთქება მოხდა

რუსეთში, ბელგოროდის რეგიონში ნავთობტერმინალზე აფეთქება მოხდა. ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ სოფელ გოლოვჩინოში, ნავთობის ტერმინალი იწვის. მსხვერპლი არ არის. გლადკოვმა აღნიშნა, რომ 21 ნოემბრამდე, რეგიონში საფრთხის დონე მაღალია, რაც „ტერორისტული თავდასხმების” მნიშვნელოვან რისკზე მიუთითებს.

Read More »

ოქტომბერში, ნავთობისა და გაზიდან რუსეთის ბიუჯეტმა საპრონოგზო შემოსავალზე 7,5 მლრდ რუბლით ნაკლები მიიღო

ოქტომბერში, ნავთობისა და გაზიდან რუსეთის ბიუჯეტმა საპრონოგზო შემოსავალზე 7,5 მლრდ რუბლით ნაკლები მიიღო “ფაქტობრივად მიღებული ნავთობისა და გაზის შემოსავლების მთლიანი გადახრა მოსალოდნელი თვიური მოცულობიდან და საბაზისო თვიური მოცულობის შეფასებიდან, 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს შეადგენდა მინუს 7,5 მილიარდ რუბლს”, – ამის შესახებ ხუთშაბათს, რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროში განაცხადა, წერს “ინტერფაქსი”. ფედერალური ბიუჯეტის ნავთობისა და გაზის დამატებითი შემოსავლების მოსალოდნელი რაოდენობა, რომელიც დაკავშირებულია ნავთობის ...

Read More »

ელექტროენერგიის სრული გათიშვის შემთხვევაში, კიევი ყველა მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაციას გეგმავს

კიევის ხელისუფლებამ სამმილიონიანი ქალაქის ევაკუაციის დაგეგმვა დაიწყო, იტყობინება New York Times. ასეთ სცენარს უკრაინა ელექტროენერგიის სრული გათიშვის პირობებში განიხილავს. „თუ არ იქნება ელექტროენერგია, წყალი და სხვა საჭიროებები,  ქალაქის ადმინისტრაციას მიმართავს ყველა შესაძლო ზომას ჩვენი ელექტრომომარაგების სისტემის დასაცავად”, – განაცხადა კიევის მუნიციპალური მთავრობის უსაფრთხოების დირექტორმა, რომან ტკაჩუკმა. რუსეთის ძალებმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 40% უკვე დააზიანეს ან გაანადგურეს. რუსეთის ხელმძღვანელობა საჯაროდ აღიარებს, რომ მისი მიზანია, ხელი შეუშალოს ...

Read More »

რუსეთმა უკრაინის ინფრასტრუქტურაზე კვლავ მიიტანა იერიში, ზელენსკი რუსეთს „ენერგეტიკულ ტერორიზმში“ ადანაშაულებს

რუსეთმა კვლავ მიიტანა იერიში უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, რის შედეგადაც მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, იტყობინებიან უკრაინის ოფიციალური პირები. რუსეთის არმიის მიერ უპილოტო Shahed-136 – ის ტიპის, “თვითმკვლელი” საფრენი საშუალებებით განხორციელებული თავდასხმების გამო უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი „ენერგეტიკულ ტერორიზმში“ დაადანაშაულა. დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ, განაცხადა, რომ უკრაინის არმიამ გაანადგურა Shahed-136-ის ტიპის რვა დრონი. ნიკოპოლსკის რაიონში, ქვეყნის სამხრეთში. რეზნიჩენკოს თანახმად, ...

Read More »

G7 და ავსტრალია რუსულ ნავთობზე ფიქსირებული ფასის დაწესებაზე შეთანხმდნენ

2022 წლის 3 ნოემბერს, G7-ის ქვეყნები და ავსტრალია პირობითად შეთანხმდნენ, რომ თვის ბოლოს რუსული ნავთობის ფიქსირებული ფასი დააწესონ – იუწყება Reuters. გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ და G7-ის ქვეყნების წარმომადგენლები რამდენიმე კვირის განმავლობაში აწარმოებენ ინტენსიურ მოლაპარაკებებს რუსეთიდან საზღვაო ნავთობის გადაზიდვის ფასის ზედა ლიმიტის დაწესებაზე. “კოალიცია შეთანხმდა, რომ ზედა ზღვარი იქნება ფიქსირებული ფასი, რომელიც რეგულარულად განიხილება და არა და ...

Read More »

ირანი მზადაა დაეხმაროს რუსეთს ნავთობის სანქციებზე გვერდის ავლაში

ირანულმა სადაზღვევო კომპანიებმა, რუსულ მხარესთან ერთად, შექმნეს კომპანიების სპეციალური კონსორციუმი, რომელსაც ხელმძღვანელობს ირანის სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია Bimeh Markazi. ისინი დაეხმარებიან ნავთობის ტრანსპორტირებაში ჩართული რუსული გემების დაზღვევაში. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. ირანელი სადაზღვევო კომპანიები მზად არიან გაუწიონ მომსახურება რუსულ და უცხოურ კომპანიებს, რომლებიც მონაწილეობენ რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებაში. ამრიგად, ირანი მზადაა დაეხმაროს რუსეთს დასავლური სანქციების გვერდის ავლაში, რაც გულისხმობს ფინანსური, ...

Read More »

ინდოეთში აცხადებენ, რომ უკრაინის ომის ფონზე რუსული ნავთობის ყიდვისას მორალური კონფლიქტი არ არსებობს

ინდოეთში აცხადებენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე რუსული ნავთობის ყიდვისას მორალური კონფლიქტი არ არსებობს. ამის შესახებ RBC CNN-ზე დაყრდნობით იტყობინება. „არ არსებობს კონფლიქტი. ჩვენ გვყავს ჩვენი მომხმარებლები… ჩვენ გვყავს 1,34 მილიარდი მოსახლეობა და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მათი ენერგომომარაგება“, – განაცხადა ინდოეთის ნავთობის მინისტრმა ჰარდიპ სინგ პურიმ. მისი თქმით, მარტის ბოლოს ინდოეთში რუსული ნავთობის იმპორტმა მთლიანი იმპორტის 0,2% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ინდოეთი ...

Read More »