Tag Archives: #რუსეთი

ბულგარეთი გაზს ამერიკიდან „გაზპრომზე“ დაბალ ფასში მიიღებს

ბულგარეთმა გადაწყვიტა, რომ გაზს შეერთებული შტატებიდან მიიღებს. ინფორმაციას ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით უცხოური მედია ავრცელებს. ქვეყანა ვარაუდობს, რომ ბულგარეთი ამერიკულ გაზში ნაკლებს დახარჯავს, ვიდრე რუსულში.

Read More »

“დაე, დასავლეთმა გადაიხადოს იმაზე მეტი, ვიდრე ადრე უხდიდა რუსეთის ფედერაციას”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, ომანში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის ენერგომატარებლებს ევროპის გარდა უამრავი  მყიდველი ჰყავს და ევროპის ბაზრის თუნდაც სრულად ჩაკეტვა მათთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. „დაე, დასავლეთმა გადაიხადოს იმაზე მეტი, ვიდრე ადრე უხდიდა რუსეთის ფედერაციას და აუხსნას თავის მოსახლეობას, რატომ უნდა გაღარიბდნენ ისინი“, – განაცხადა ლავროვმა. ცნობისთვის: უკრაინაში რუსეთის შეჭრის ...

Read More »

ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე უარის სანაცვლოდ უნგრეთს შესაძლოა კომპენსაცია შესთავაზოს

ევროკავშირი განიხილავს უნგრეთისთვის ფინანსური კომპენსაციის საკითხს, რათა ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დაარწმუნოს, რომ უნგრეთიც უნდა შეერთდეს რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას. გამოცემა Politico ევროკავშირის სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ უნგრეთმა შესაძლოა, ფინანსური კომპენსაცია მიიღოს ევროკავშირის ახალი, ენერგეტიკული სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც უახლოეს ხანში უნდა გამოქვეყნდეს და მიზნად ისახავს რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას. ევროკავშირი ჯერჯერობით ვერ ახერხებს შეთანხმებას უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთის ...

Read More »

გურამ გურამიშვილი: წელიწადში 2 მილიონი ტონა ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება ხდება

ყაზახეთმა საქართველოს გავლით ნავთობპროდუქტების გადაზიდვა უკვე დაიწყო. ეკონომიკის მინისტრის, გურამ გურამიშვილის განცხადებით, ტვირთი წელიწადში 2 მილიონ ტონას შეადგენს. “უკვე არის განაცხადი და დაიწყო ყაზახურმა ნავთობმა ტრანსპორტირება, რომელიც შეადგენს წელიწადში 2 მილიონ ტონას. ასევე, ყაზახური სხვა ნავთობპროდუქტები 600 000 ტონა იქნება. ასევე, იგეგმება 2.5 მილიონი სხვადასხვა მშრალი და ნაყარი ტვირთების ტრანსპორტირება, როგორიცაა გოგირდი და სხვა. კონტეინერების ზრდაც იქნება. მოლოდინი გვაქვს, რომ ...

Read More »

იელენი: რუსულ ნავთობზე სრული ემბარგო გლობალურ ეკონომიკას საფრთხის წინაშე აყენებს

აშშ-ის სახელმწიფო ხაზინის მდივანი, ჯანეტ იელენი The Wall Street Journal-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ აშშ-ს ეკონომიკა კვლავ მყარად დგას, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შემცირდა. იელენი თვლის, რომ რუსეთ-უკრაინის ომისგან გამოწვეული ეკონომიკური ვითარება გლობალურ რისკებს წარმოშობს. “ეკონომიკური პერსპექტივა ძალიან გაურკვეველია, გლობალური საფრთხე კი – საკმაოდ რეალური. მე ვღელავ სასაქონლო ბაზრებზე, რუსეთიდან და უკრაინიდან შეფერხებულ ექსპორტზე, რომელიც ...

Read More »

უნგრეთი რუსულ ნავთობზე ემბარგოს მხარს დაუჭერს, თუ EU ალტერნატივას შესთავაზებს

„უნგრეთი მხარს დაუჭერს ევროკავშირის სანქციებს რუსული ნავთობის ემბარგოსთან მიმართებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბლოკი იმუშავებს პრობლემების სწრაფად გადაწყვეტაზე“ – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხდა. „ჩვენ ევროკომისიას ნათლად ვუთხარით, რომ ამ წინადადებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია მივცეთ ხმა, თუ ბრიუსელი შემოგვთავაზებს პრობლემის გადაჭრის სწრაფ გზას“, – თქვა სიიარტომ. მისი თქმით, პრობლემაა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ტრანსფორმაცია, რაზეც ასობით მილიონი უნდა ...

Read More »
ნავთობიმპორტიორებმა საწვავის ფასი ისევ გააძვირეს

ენერგორესურსებზე უკრაინის ომისგან გამოწვეული ფასების შოკი შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს

რუსეთ-უკრაინის ომმა დიდი შოკი მოახდინა სასაქონლო ბაზრებზე, შეცვალა ვაჭრობის, წარმოებისა და მოხმარების გლობალური მოდელები ისე, რომ ფასები ისტორიულად მაღალ ნიშნულზე 2024 წლის ბოლომდე შენარჩუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს. ნავთობზე ფასების ზრდა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი იყო 1973 წლის ნავთობის კრიზისის შემდეგ. ფასების ზრდა სურსათზე, რომლის მსხვილი მწარმოებლები არიან რუსეთი და უკრაინა და სასუქების ფასი, რომელთა წარმოება ...

Read More »

ევროკავშირი სანქციების მე-6 პაკეტში, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების პუნქტის ამოღებას აპირებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტში ცვლილებებს, კერძოდ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების პუნქტის ამოღებას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას Financial Times ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების წინააღმდეგ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა გამოვიდა. მათ შორის, მალტა, საბერძნეთი და უნგრეთი. ამასთან, ევროკავშირის მიზანი ვლადიმირ პუტინის რეჟიმზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდაა, თუმცა რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესება რამდენიმე ევროპული ქვეყნის ეკონომიკაზე მძიმედ აისახება. მნიშნელოვანია ისიც, რომ ...

Read More »

საუდის არაბეთმა ნავთობის ფასი შეამცირა

ჩინეთის მიერ ახალი ფართომასშტაბიანი ანტი კოვიდ ღონისძიებებისა და რუსეთის მხრიდან მიწოდების გაურკვევლობის ფონზე, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, საუდის არაბეთმა ნავთობზე ფასი პირველად შეამცირა. ერთი ბარელის ღირებულება 9,35 დოლარის ნაცვლად 4,40 დოლარს შეადგენს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. ამას გარდა, ფასებმა დაიკლო ჩრდილო-დასავლეთ ევროპისთვისაც, ამერიკისთვის კი ის ისევ მაისის დროინდელი ღირებულების დარჩა. საუდის არაბეთის მიერ ნავთობის ფასის ცვლილება დაკავშირებულია რუსეთ-უკრაინის ომზე, ასევე ...

Read More »

რუსი ოკუპანტების ქმედებების გამო უკრაინა ევროპისკენ რუსული გაზის მესამედის ტრანზიტს აჩერებს

რუსი ოკუპანტების ქმედებების გამო უკრაინა ევროპისკენ რუსული გაზის მესამედის ტრანზიტს 11 მაისიდან შეაჩერებს. ამ ინფორმაციას უკრაინის ბუნებრივი აირის სისტემის სისტემის ოპერატორი კომპანია ავრცელებს. „ფორსმაჟორული გარემოებების დადგომის გამო შეუძლებელია გაზის შემდგომ ტრანსპორტირება გეოგრაფიულ სისტემა Сохрановка-ით და ნოვოპსკოვის სასაზღვრო საკომპრესორო სადგურით, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს ”, – ნათქვამია განცხადებაში. უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაზის ტრანსპორტირების სისტემის მთელი ...

Read More »