Tag Archives: #რუსეთი

"გაზპრომი" უკრაინის ანტიმონოპოლიურის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

„გაზპრომი“ მოლდოვას რუსული გაზის გაიაფების სანაცვლოდ, ევროკავშირთან შეთანხმებული რეფორმების გადადებას სთავაზობდა

რუსული „გაზპრომი“ მოლდოვას რუსული გაზის გაიაფების სანაცვლოდ, ევროკავშირთან შეთანხმებული რეფორმების გადადებას სთავაზობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული „ფაინენშალ თაიმსი“ აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, რუსული სახელმწიფო კომპანია კიშინიოვს სთავაზობდა ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში შესწორებები შეეტანა და გადაევადებიან ბრიუსელთან შეთანხმებული ენერგეტიკული სექტორის რეფორმირება. ანონიმურმა წყარომ „ფაინენშალ თაიმსს“ უთხრა, რომ კრემლი ბუნებრივი აირის შესახებ კონტრაქტის გაფორმებას უფრო ფართო პოლიტიკური პროცესის ნაწილად განიხილავს. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში მოლდოვაში რუსულ ...

Read More »

“ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” რეგისტრაციის პროცესი წინ მიიწევს

გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ” ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” გაზის მიწოდების საიმედოობის ანალიზი შეადგინა და შედეგები ქსელების ფედერალურ ოფისს (Bundesnetzagentur) გადასცა. ამის შესახებ გამოცემა DW წერს. ეკონომიკის სამინისტროს ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ახალი გაზსადენის სერტიფიცირება გერმანიისა და ევროკავშირის გაზის მიწოდების უსაფრთხოებას საფრთხეს არ შეუქმნის. გადაწყვეტილების მიღებამდე დეპარტამენტმა  კონსულტაცია გაიარა სხვა ქვეყნებთანაც, კერძოდ: ესტონეთთან, იტალიასთან, ლატვიასთან, ლიტვასთან, ავსტრიასთან, პოლონეთთან, სლოვაკეთთან, ჩეხეთთან და უნგრეთთან. შემდგომი ნაბიჯია, რომ  ...

Read More »
20–25 დოლარი ბარელზე – მარტისთვის მსოფლიოში ნავთობის უპრეცედენტო გაიაფებას ელოდებიან

რუსეთი და ამერიკა მეთანის გაჟონვას ერთად შეებრძოლებიან

4 ივნისს რუსეთის ერთ-ერთ რეგიონში, კერძოდ თათრეთში, მიწისქვეშა გაზის მილიდან გაჟონვა მოხდა. თანაც საკმაოდ სერიოზული. წლების წინ ასეთი  დაზიანება შეუმჩნევლად ჩაივლიდა, მაგრამ არა 2021 წელს, როდესაც, სწორედ ამ ინციდენტის დროს დედამიწისგან 800 კილომეტრის სიმაღლეზე მოძრაობდა ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანამგზავრი Copernicus Sentinel 5P, რომელიც სწორედ მეთანის და სხვადასხვა გაზების გაჟონვის შემთხვევებს აფიქსირებს. რუსეთის ტერიტორიაზე ავარია ხელსაწყოებმა დილის 11.01 საათზე შეამჩნიეს, უკვე ...

Read More »

რუსეთი მეთანის გაჟონვის მონაცემებს მალავს – Washington Post

რუსეთში უფრო და უფრო მეტი რაოდენობის მეთანი იჟონება, მაგრამ ქვეყანა რეალურ მონაცემებს მალავს და მოძველებული ინფრასტრუქტურიდან ბუნებრივი აირის წარმოების შემცირებას არ გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა The Washington Post წერს. გაზეთის გამოძიება 4 ივნისს “ურენგოი – ცენტრი 1-ის” მილსადენიდან მეთანის გაჟონვას ეძღვნება. „სხვა ეპოქაში მასიური გაჟონვა შეიძლებოდა შეუმჩნეველი დარჩენილიყო. მაგრამ ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანამგზავრი, რომელიც მდებარეობს დედამიწიდან 520 მილის სიმაღლეზე,  მეთანისა და სხვა გაზების კვალს ...

Read More »

ვლადიმერ პუტინი: ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის გადაჭრა “ჩრდილოეთ ნაკად-2”-ს შეუძლია

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ევროპაში გაზის ბაზარზე არსებული დაძაბულობის მოხსნა “ჩრდილოეთ ნაკად-2”-ის ჩაშვებით არის შესაძლებელი, თუმცა, მისივე თქმით, ამ დრომდე ადმინისტრაციული ბარიერები მოხსნილი არ არის, რადგან გერმანულმა მარეგულირებელმა გადაწყვეტილება ჯერ ვერ მიიღო. ამის შესახებ მან რუსეთის ენერგეტიკულ კვირეულზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა. “ვხედავთ, რომ ადმინისტრაციული ბარიერები არ იხსნება, არის სხვადასხვა საკითხი ევროპაში მესამე ენერგეტიკულ პაკეტთან დაკავშირებით, რომელსაც ეს პროექტიც ...

Read More »

კრემლი ევროპაში გაზის ფასების ზრდასთან დაკავშირებულ ბრალდებებს პასუხობს

“ევროპაში გაზის ფასის ზრდის მიზეზი რამდენიმე ფაქტორის თანხვედრაა, მათ შორის, კლიმატური ცვლილებების, ეკონომიკის აღდგენისა და გაზის შეუვსებელი საცავების ფონზე, ენერგორესურსების მომხმარება”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა. “ეს უკავშირდება იმას, თუ როგორ მიდის ეკონომიკური აღდგენა, შესაბამისად, იზრდება ენერგორესურსების მოხმარება, ეს არის მიწისქვეშა გაზის საცავების შეუვსებლობა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ისინი შევსებული არ არის გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შემდეგ, ევროპაში  ქარის წარმოება მნიშვნელოვნად ...

Read More »
რუსეთმა აზიაში ნავთობის ექსპორტით ირანს გაუსწრო

რუსეთი ევროპას გაზის კრიზისის შედეგების შემსუბუქებას სთავაზობს

ევროპას ზამთრის მოახლოების პარალელურად გაზის ფასის მკვეთრი ზრდა დაატყდა თავს. სწორედ ამიტომ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აირჩია შესაფერისი მომენტი საკუთარი ბერკეტების გამოსაყენებლად. რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ნოვაკს მოთხოვნის დაკმაყოფილების გზად საკამათო Nord Stream 2-ის სერტიფიცირება მიაჩნია. Nord Stream 2-ის გაზსადენს უკავშირდება ნებართვის გაცემის გრძელი, რთული და პოლიტიზირებული პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა პირდაპირ არ დაუკავშირა გაზის დამატებითი მიწოდება მილსადენის დამტკიცებას, მან ...

Read More »
რუსეთმა აზიაში ნავთობის ექსპორტით ირანს გაუსწრო

რუსეთი ევროპას გაზის კრიზისის შედეგების შემსუბუქებას სთავაზობს

ევროპას ზამთრის მოახლოების პარალელურად გაზის ფასის მკვეთრი ზრდა დაატყდა თავს. სწორედ ამიტომ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აირჩია შესაფერისი მომენტი საკუთარი ბერკეტების გამოსაყენებლად. რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ნოვაკს მოთხოვნის დაკმაყოფილების გზად საკამათო Nord Stream 2-ის სერტიფიცირება მიაჩნია. Nord Stream 2-ის გაზსადენს უკავშირდება ნებართვის გაცემის გრძელი, რთული და პოლიტიზირებული პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა პირდაპირ არ დაუკავშირა გაზის დამატებითი მიწოდება მილსადენის დამტკიცებას, მან ...

Read More »

ზელენსკი: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ამოქმედება უკრაინისა და ევროპისთვის საფრთხეების მნიშვნელოვან ესკალაციას ნიშნავს

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ამოქმედება უკრაინისა და ევროპისთვის საფრთხეების მნიშვნელოვან ესკალაციას ნიშნავს, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანელ კოლეგასთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის დროს. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ამოქმედება უკრაინისა და ევროპისთვის საფრთხეების მნიშვნელოვან ესკალაციას ნიშნავს. უკრაინისთვის მნიშვნელოვანია მკაფიო საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმი მიიღოს, რომელიც უსაფრთხოების გარანტიას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

Read More »

პუტინი: „გაზპრომმა“ უკრაინის გავლით ევროპაში გაზის მიწოდების ვალდებულების შესრულება უნდა გააგრძელოს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „გაზპრომმა“ უკრაინის გავლით ევროპაში გაზის მიწოდების ვალდებულების შესრულება უნდა გააგრძელოს. „როგორც ენერგეტიკის მინისტრს გთხოვთ ეს საკითხი პირად კონტროლზე აიყვანოთ. უკრაინის გავლით ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის ვალდებულება „გაზპრომის“ მიერ უზრუმნველყოფილი უნდა იყოს“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის საკითხზე ყველა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებაა საჭირო. „არავინ, მათ შორის უკრაინა რთულ მდგომარეობაში ...

Read More »