Tag Archives: #განახლებადი

პოლონეთის მთავრობა ატომური ელექტროსადგურის აშენებას იწყებს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, ამერიკული კომპანია Westinghouse 2033 წლისთვის, პოლონეთში ატომური ელექტროსადგურის აშენებას დაასრულებს. “ჩვენი დათვლით, პროექტის ღირებულება 20 მილიარდი დოლარი იქნება” – აღნშინა პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, საინვესტიციო თანხა დიდია, თუმცა, ელექტროსადგურის მოქმედებაში შესვლის შემდეგ, თანხის დაზოგვა ელექტროენერგიის გამომუშავებით მოხდება. პოლონეთის ხელისუფლების სურვილია, რომ აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, ქვეყნის დამოკიდებულება ქვანახშირზე, რომელიც ახლა 70%-ს აღწევს და ასევე რუსულ ...

Read More »

მწვანე წყალბადის პერსპექტივები

მსოფლიო მასშტაბით ენერგეტიკულ წრეებში აქტიურად განიხილება სუფთა ენერგიის წარმოების წყარო – მწვანე წყალბადი. უნდა აღინიშნოს, რომ სუფთა, მწვანე წყალბადი ახალი ტექნოლოგია არ არის და მასზე მუშაობა სხვადასხვა ქვეყანაში ათეული წლებია, მიმდინარეობს. მწვანე წყალბადი მიიღება ელექტროლიზის საშუალებით და „მწვანე“ კი იმიტომ არის, რომ მისი წარმოება შესაძლებელია განახლებადი ენერგიების – წყლის, მზის, ქარის მეშვეობით. წყალბადის წარმოების ხარჯი ძირითადად მოიცავს ელექტროენერგიისა და წყალბადის ...

Read More »

რომეო მიქაუტაძე: შევიმუშავეთ ენერგეტიკის მხარდაჭერის სქემა – როგორ შევუწყოთ ხელი განახლებადი ენერგიების ათვისებას და ინვესტიციების მოზიდვას

ეკონომიკის სხვადასხვა დარგების, ინდუსტრიების განვითარება პირდაპირ კავშირშია ენერგეტიკასთან, მოხმარების ზრდასთან. ამ გამოწვევის საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, შეიმუშავა ენერგეტიკის წახალისებისა და მხარდაჭერის სქემა – როგორ შეიძლება საქართველოში ხელი შევუწყოთ განახლებადი ენერგიების ათვისებას და ინვესტიციების მოზიდვას, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ. მისი თქმით, მთავრობამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს ...

Read More »

განახლებადი ენერგია ტყის ხანძრების წინააღმდეგ

„ღმერთი გპატიობს ყოველთვის, ადამიანი ზოგჯერ, ბუნება არასოდეს!“ პაპი ფრანცისკე | კლიმატის ცვლილების გავლენა სულ უფრო და უფრო აქტიურად იგრძნობა – ბუნებრივი კატაკლიზმები წლების მანძილზე საგანგაშოდ გახშირდა დედამიწის სხვადასხვა წერტილში. ითვლებოდა, რომ ბოლო 139 წლის განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე მეტი კატასტროფა 2018 წელს დაფიქსირდა, თუმცა, 2022 წლის ზაფხულში გაჩენილმა ხანძრების თავისი მასშტაბურობითა და მნიშვნელობით თვით კლიმატის ცვლილების სკეპტიკოსებიც კი შეაშფოთა და დააფიქრა. ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: განახლებადი ენერგიები ყველაზე დიდი პოტენციალის და პერსპექტივის მქონეა და შესაბამისად, ამ სფეროში ინვესტიციების მოზიდვა ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია

დღეს ყველგან განსაკუთრებით აქტუალურია ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა, ამიტომ ევროპის ქვეყნებში ყველაზე მეტი ყურადღება ენერგეტიკის სფეროს ეთმობა, გამომდინარე არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან. ჩვენთვის განახლებადი ენერგიები ყველაზე დიდი პოტენციალის და პერსპექტივის მქონეა და შესაბამისად, ამ სფეროში ინვესტიციების მოზიდვა და ზუსტად ამ მიმართულების წახალისება მთავარი პრიორიტეტია, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ლევან დავითაშვილ დღეს განახლებადი ენერგიების საინვესტიციო კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა, რომელშიც აქცენტი საქართველოს ენერგეტიკის სფეროს განვითარების ...

Read More »

26-28 ოქტომბერს საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია გაიმართება

26-28 ოქტომბერს „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) უმასპინძლებს.  კონფერენციის მიზანია განახლებადი ენერგიის სექტორისადმი ინვესტორების ინტერესის გაზრდა და ახალი ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა. კონფერენციას გახსნიან სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია და  სხვა მოწვეული სტუმრები. კონფერენციის ორგანიზატორები არიან ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) პროექტი – ევროკავშირი ენერგეტიკისთვის EU4Energy და ...

Read More »
მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივა საქართველოში

კატარმა მზის პირველი ელექტროსადგური წარადგინა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების განათებას უზრუნველყოფს

ბუნებრივი აირით მდიდარმა კატარმა, ქვეყნისთვის მზის პირველი ელექტროსადგური წარადგინა. ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორების ინფორმაციით, უდაბნოში არსებული მზის ელექტროსადგური ჩემპიონატის მატჩებისთვის განკუთვნილ სტადიონებს სუფთა ენერგიით უზრუნველყოფს. დედაქალაქ დოჰას დასავლეთით მდებარე მზის ელექტროსადგური, კატარის ენერგეტიკის მინისტრისა და QatarEnergy-ის პრეზიდენტის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით ერთ-ერთი უდიდესია. ელექტროსადგური საფრანგეთის TotalEnergies-ისა და იაპონიის Marubeni-ის პარტნიორობით 2016 წელს აშენდა, რაც კატარის ინიციატივის ერთ-ერთი პუნქტის შესრულებას – ...

Read More »

კელი დეგნანი: მოვუწოდებთ მთავრობას, იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ შემუშავდეს განახლებადი ენერგიის პროექტები

„მოვუწოდებთ მთავრობას, იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ შემუშავდეს განახლებადი ენერგიის პროექტები ეს მნიშვნელოვანი გზაა ინვესტორების მოსაზიდად“, – ამის შესახებ ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან და საერთაშორისო დამფინანსებელ ინსტიტუტებთან, რათა შემუშავდეს ეფექტიანი სქემები, განახლებადი ენერგიის სტიმულირების მიზნით. ეს არის მნიშვნელოვანი გზა კარგი ინვესტორების მოსაზიდად და სასარგებლო და ეფექტიანი პროექტების შესამუშავებლად. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ მთავრობას, ელექტროკაპიტალის ბაზრის ...

Read More »

ენერგოეფექტიანობა ოზონის შრის დასაცავად

„ღმერთი გპატიობს ყოველთვის, ადამიანი ზოგჯერ, ბუნება არასოდეს!“ პაპი ფრანცისკე |   მორიგი ახალი ამბის კითხვისას, რომელიც ჩვენს დროში, როგორც წესი, რაიმე კატასტროფას, კონფლიქტებს ან ნგრევას უკავშირდება, ყოველთვის გამოიკვეთება აღნიშნული მოვლენის კავშირი ენერგეტიკასთან, ენერგორესურსებზე მზარდ მოთხოვნასა და მათი ხელმისაწვდომობის სიმწირესთან, იქნება ეს მორიგი წყალდიდობა, ტყის მასიური ხანძარი, ზოგადად, კლმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სხვა მოვლენები, თუ საერთოდაც უკრაინაში მიმდინარე საშინელი ომი, ყოველთვის თავს ...

Read More »

ჭიათურაში ახალგაზრდებმა მზის სისტემების მონტაჟის შესწავლა დაიწყეს

ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ბაზაზე „მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟის” პროფესიული კურსი დაიწყო. კურსი ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრისა და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) თანამშრომლობით შეიქმნა. ჯგუფში ჭიათურასა და ზესტაფონში მცხოვრები 15 ახალგაზრდაა, მათ შორის – 3 ქალი. ხუთთვიანი სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეები სრულიად უფასოდ შეისწავლიან მზის ფოტოელექტრული სისტემების დაპროექტებას, მონტაჟსა და ექსპლუატაციას. მსმენელებს ჩაუტარდებათ თეორიული კურსები განახლებადი ენერგიისა და გარემოსდაცვით საკითხებზე. ...

Read More »