კელი დეგნანი: მოვუწოდებთ მთავრობას, იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ შემუშავდეს განახლებადი ენერგიის პროექტები

„მოვუწოდებთ მთავრობას, იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ შემუშავდეს განახლებადი ენერგიის პროექტები ეს მნიშვნელოვანი გზაა ინვესტორების მოსაზიდად“, – ამის შესახებ ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან და საერთაშორისო დამფინანსებელ ინსტიტუტებთან, რათა შემუშავდეს ეფექტიანი სქემები, განახლებადი ენერგიის სტიმულირების მიზნით.

ეს არის მნიშვნელოვანი გზა კარგი ინვესტორების მოსაზიდად და სასარგებლო და ეფექტიანი პროექტების შესამუშავებლად. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ მთავრობას, ელექტროკაპიტალის ბაზრის ამოქმედებისკენ, რეალისტური ვადებითა და პროექტის განსახორციელებელი მიზნებით. ეს უნდა გაკეთდეს სამართლიანად, გამჭვირვალე და ეფექტიანი გზით.

Leave a Reply