Tag Archives: გაზპრომი

SOCAR–ი „აზერენერჯის“ „გაზპრომისგან“ გაზის შეძენაში დაეხმარება

SOCAR–ი „აზერენერჯის“ „გაზპრომისგან“ გაზის შეძენაში დაეხმარება

SOCAR–ი მზადაა, დაეხმაროს აზერენერჯის (აზერბაიჯანში ელექტროენერგიის ერთადერთი მწარმოებელი კომპანია) რუსული გაზის შეძენაში. ამის შესახებ ჟურნალისტებს SOCAR–ში განუცხადეს. მათი თქმით, „აზერენერჯის“ ესაჭიროება გაზის დამატებითი მოცულობები და SOCAR–ი მზადაა მას დაეხმაროს აირის „გაზპრომისგან“ შეძენაში, ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფაში. „ჯერჯერობით შეთანხმება არ არსებობს, თუმცა თუ ხელისუფლება გაზის შეძენის მითითებას გასცემს და რომელიმე მომწოდებელთან შეთანხმება იქნება მიღწეული, იმპორტი უკვე წელს გახდება შესაძლებელი,“– განაცხადა „სოკარის“ წარმომადგენელმა. ...

Read More »
,,გაზპრომი" 2016 წელს ბუნებრივი აირის წარმოებას გაზრდის

,,გაზპრომი” 2016 წელს ბუნებრივი აირის წარმოებას გაზრდის

კომპანიის არსებობის პერიოდში, ,,გაზპრომმა“ პირველად დააწესა  წლის განმავლობაში საწარმოო ბუნებრივი აირის გეგმა, რაც 480 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. Интерфакс-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დოკუმენტში უკვე გადამუშავებულია გაზის გრაფიკი და წლევანდელი სავარაუდო მოსაპოვებლის შეფასებაა წარმოდგენილი. ცოტა ხნის წინ Kommersant-ი იტყობინებოდა, რომ დამოუკიდებელი მწარმოებლების მიერ, ქვეყნის შიდა მომხმარებლებისთვის წარმოებული დიდი რაოდენობის პროდუქტის არსებობის შედეგად, გაზპრომი საკუთარი წარმოების შემცირებას გეგმავდა. თუმცა, საბოლოოდ, ეს ...

Read More »
კახა კალაძე: მე უნდა ვუზრუნველყო ჩემი ხალხი ელექტროენერგიით და ბუნებრივი აირით

მე უნდა ვუზრუნველყო ჩემი ხალხი ელექტროენერგიით და ბუნებრივი აირით

“როგორც მინისტრმა მე უნდა ვუზრუნველყო ჩემი ხალხი ელექტროენერგიით და ბუნებრივი აირით”- აცხადებს ენeრგეტიკის მინისტრი კახა კალაძე. ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, “გაზპრომთან” მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი როდის იქნება, ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არ არის. ენერგეტიკის მინისტრი ვარაუდობს, რომ საბოლოო შეთანხმების მიღწევა მალე მოხდება. კალაძე ასევე ოპონენტების ბრალდებებსაც პასუხობს და აღნიშნავს, რომ როგორც ენერგეტიკის მინისტრმა, მან უნდა უზრუნველყოს მოსახლეობა ელექტროენერგიით და ბუნებრივიაირით. “ოპოზიციასთან ...

Read More »
“სოკარი” საქართველოს ზამთრის პერიოდში ბუნებრივი აირის მიწოდებას გაუზრდის

“სოკარი” საქართველოს ზამთრის პერიოდში ბუნებრივი აირის მიწოდებას გაუზრდის

აზერბაიჯანულმა კომპანია “სოკარმა” “შაჰ დენიზისა” და სამხრეთკავკასიის გაზსადენის კონსორციუმთან, ზამთრის პერიოდში საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდის თაობაზე, შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ განცხადებას კომპანია “სოკარი” ავრცელებს. “მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების თანახმად, მხოლოდ ზამთრის პერიოდში საქართველოში გაზის მიწოდება 50 მლნ კუბური მეტრით გაიზრდება. ქართული მხარის მხარდაჭერა კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კეთილმეზობლობის და მომავალში ორმხრივი თანამშრომლობის გამყარებას უწყობს ხელს”, ...

Read More »
გაზპრომის შემოსვლით ბაზარზე სამართლიან ფასს მივიღებთ

გაზპრომის შემოსვლით ბაზარზე სამართლიან ფასს მივიღებთ

ტრანზიტის საფასურის მონეტიზაცია ბევრ ქვეყანაში მუშაობს, – აღნიშნულის შესახებ, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმა გადაცემაში “ბიზნესკონტაქტი” განაცხადა. ვალიშვილი ამბობს, რომ ქართულ მხარეს მონეტიზაციის საწინააღმდეგო არაფერი აქვს. მისი თქმით ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველომ იგივე სარგებელი მიიღოს, რასაც აქამდე იღებდა. “მონეტიზაციას, როგორც სქემაზე, მე საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, აქ საკითხია ჩვენ მივიღეთ იგივე სარგებელს ფულად გამოხატულებაში თუ არა. მთავარია ის, რომ ...

Read More »
პრემიერი: “გაზპრომთან” მოლაპარაკებების საკითხი იმაზე ზემოთ აწიეს, ვიდრე უნდა ყოფილიყო”

პრემიერი – გაზპრომთან მოლაპარაკებები ტექნიკურ ხასიათს ატარებს

პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ “გაზპრომთან” მოლაპარაკებების საკითხი იმაზე ზემოთ იქნა აწეული, ვიდრე უნდა ყოფილიყო. როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს დავოსში განუცხადა, ეს არის წმინდა ტექნიკური ხასიათის მოლაპარაკებები და არავითარი პოლიტიკური დატვირთვა არ გააჩნია. “რაც შეეხება თვითონ გაზის მოწოდების საკითხს, უამრავი სპეკულაცია მოვისმინე, უამრავი ბრალდება მოვისმინე კონკრეტულად კახი კალაძის და მთავრობის მისამართით. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მთავრობა არის მოწოდებული, რათა მაქსიმალურად დაიცვას ჩვენი ...

Read More »
რატომ ვერ შედგა “გაზპრომთან” შეთანხმება

რატომ ვერ შედგა “გაზპრომთან” შეთანხმება

ავსტრიაში გამართულ შეხვედრაზე “გაზპრომის” წარმომადგენლებთან საერთო შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. თუმცა, კახი კალაძე იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში დასრულდება. ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ქართულ მხარეს უნდოდა იგივე შედეგი მიეღო, რასაც გაზის მოცულობების მიღების შემთხვევაში იღებდა. “ჩვენი სურვილია გვქონდეს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთიდან წამოვიღოთ იმ მოცულობის ბუნებრივი აირი, რამდენი მოთხოვნაც იქნება ქართულ ბაზარზე. რაც შეეხება რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებებს, არ ვიცი ამას გინდა ულტიმატუმი ...

Read More »
სერგეი ლავროვი: ქართველი ხალხი მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი შეცდომებისთვის არ უნდა იხდიდეს საფასურს

სერგეი ლავროვი: ჩვენი ურთიერთობა გაყინვის სტადიიდან გამოდის

ჩვენ მომხრე ვართ, რომ საქართველოსთან ურთიერთობა ნორმალური და კეთილმეზობლური იყოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართველი ჟურნალისტის კითხვის – თუ რა პერსპექტივები არსებობს ორმხრივ ურთიერთობაში 2016 წელს – საპასუხოდ ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ლავროვმა აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი შეცდომებისთვის არ უნდა იხდიდეს საფასურს. “ჩვენ მომხრე ვართ, რომ საქართველოსთან ურთიერთობა ...

Read More »
გაზპრომის მიზანია, საქართველოდან აზერბაიჯანული გაზის გააძევოს

„გაზპრომმა“ ევროპაში გაზის ექსპორტი გაზარდა

„გაზპრომმა“ ევროპის ქვეყნებში იანვრის პირველი ნახევრის მონაცემებით, გაზის ექსპორტი გაზარდა. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა, ალექსეი მილერმაც განაცხადა. „მნიშვნელოვანი ზრდა იყო მთავარ მომხმარებელ ქვეყნებში. კონკრეტულად, გერმანიაში ექსპორტი 42,1 პროცენტით, დიდ ბრიტანეთში 170,2 პროცენტით, იტალიაში 23,4 პროცენტით, პოლონეთში 58,1 პროცენტით, საფრანგეთში 22.8 პროცენტით, ხოლო ავსტრიაში 75,5 პროცენტით გაიზარდა“, – აღნიშნა მილერმა. მისივე თქმით, ბუნებრივი აირის ექსპორტი დსთ-ს ქვეყნებშიც გაიზარდა. ზრდამ 2015 წლის ...

Read More »
იანოშ ჰერმანი - საქართველოს მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა უზრუნველყოს ენერგიის ხელსაყრელი მიწოდება და ის ამას რთულ პირობებში აკეთებს

იანოშ ჰერმანი – საქართველო პასუხისმგებელია უზრუნველყოს ენერგიის მიწოდება

საქართველოს მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა უზრუნველყოს ენერგიის უსაფრთხო და ხელსაყრელი მიწოდება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი, იანოშ ჰერმანი ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ გაესაუბრა. მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა. “ჩვენ ორ მთავარ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. პირველი საკითხი იყო საქართველოს კავშირები “გაზრპომთან” და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან გაზის მიწოდების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. მეორე საკითხი შეეხებოდა საქართველოსა და ევროკავშირის შორის ...

Read More »