“როგორც მინისტრმა მე უნდა ვუზრუნველყო ჩემი ხალხი ელექტროენერგიით და ბუნებრივი აირით”- აცხადებს ენeრგეტიკის მინისტრი კახა კალაძე.
ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, “გაზპრომთან” მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი როდის იქნება, ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არ არის.
ენერგეტიკის მინისტრი ვარაუდობს, რომ საბოლოო შეთანხმების მიღწევა მალე მოხდება. კალაძე ასევე ოპონენტების ბრალდებებსაც პასუხობს და აღნიშნავს, რომ როგორც ენერგეტიკის მინისტრმა, მან უნდა უზრუნველყოს მოსახლეობა ელექტროენერგიით და ბუნებრივიაირით.
“ოპოზიციასთან დაახლოვებული ადამიანები ცდილობენ გადაიყვანონ ეს მოლაპარაკებები პოლიტიკურ სიბრტყეში. მე პრაგმატულად ვუყურებ ამას. რადგან ვიცი რასაც ვაკეთებ ჩემი ხალხისთვის, საქართველოსთვის. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა, მე უნდა ვუზრუნველყო ჩემი ხალხი ელექტროენერგიით და ბუნებრივი აირით. გაზი რომ არ ყოფილიყო და ვერ მიგვეღო საქართველოს ბაზრისთვის საჭირო მოცულობები, შეიძლებოდა იმის თქმა, რომ ენერგეტიკის მინისტრი კალაძე ვერ უმკლავდება დაკისრებულ მოვალეობებს. მაგრამ ჩვენ შევაფასეთ ყველანაირი რისკი”, – აცხადებს ვიცე-პრემიერი რადიო “თავისუფლებასთან” ინტერვიუში.