Tag Archives: #ელექტრომობილი

მიკროჩიპების დეფიციტმა საავტომობილო ინდუსტრიას კორონავირუსის პანდემიაზე მეტად დაარტყა

მიკროჩიპებზე არსებული გლობალური დეფიციტი მსოფლიო ავტოინდუსტრიას მნიშვნელოვნად აზარალებს და იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ეს შარშან კორონავირუსის პანდემიამ მოახერხა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური პორფკავშირების ორგნიზიაცია FIM-CISL ავრცელებს. ორგანიზაციას კონცერნ Stellantis-ში არსებული სიტუაცია მოჰყავს, რომელშიც შედის Fiat, Chrysler, Peugeot, Citroen და სხვა ბრენდები. კონცერნის ქარხნები ამ მიზეზით უკვე გაჩერდნენ და 2021 წლის ბოლომდე კიდევ არაერთხელ მოუწევთ გაჩერება, შედეგად კი კონცერნი Stellantis წელს ...

Read More »

ახალგაზრდა ამერიკელებს აღარ სურთ ბენზინზე მომუშავე მანქანები

მინიმ განაცხადა, რომ უნდა აწარმოოს სრულად ელექტრონულ ძრავიანი ავტომობილების ხაზი. ამჟამად, Mini Cooper SE არის ერთადერთი სუფთა ელექტრო მოდელი, რომელსაც კომპანია ყიდის. მაგრამ 2022 და 2025 წლეში კომპანია გეგმავს გამოუშვას სამკარიანი პატარა ელექტრომობილი, ასევე კროსვოვერი და შორ მანძილზე მომუშავე ელექტრო მინივენი. ეს მინის გადარჩენის ერთერთ საშუალებადაც მოიაზრება. არც ისე დიდი ხნის წინ, BMW– ს საკუთრებაში არსებული ბრენდი იბრძოდა ჩრდილოეთ ამერიკის ...

Read More »

Tesla-ს გაყიდვები 72%-ით გაიზარდა

მიკროჩიპების გლობალური დეფიციტის მიუხედავად, კომპანიამ 2021 წლის მესამე კვარტალში 241,000-ზე მეტი ელექტრო მანქანა გაყიდა. ამის შესახებ გამოცემა Associated Press წერს. კომპანიის გაყიდვები შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 72%-ით გაიზარდა. გასულ წელს Tesla-მ 140,000 ელექტრო მანქანა გაყიდა. ამავდროულად, ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ Tesla მესამე კვარტალში 227 ათას ელექტრომობილს გაყიდის. საერთო ჯამში, წელს კორპორაციამ დაახლოებით 627 ათასი ელექტრო მანქანა გაიტანა რეალიზაციაზე, რაც უკვე აღემატება ...

Read More »

Lucid-ის ახალი ელექტრომობილი გადაადგილების დიაპაზონით Tesla-ს აჭარბებს

ელექტრომობილების მწარმოებელი Lucid Group-ი აცხადებს, რომ მისი სადებიუტო სედანის ელექტრო ვერსია აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) მიერ შეფასდა, როგორც ყველაზე გრძელი გადაადგილების დიაპაზონის ელექტრომობილი. Lucid-მა განაცხადა, რომ EPA-მ Air Dream Edition-ის ელექტრო ვერსიას ოფიციალური რეიტინგის სახით 520 მილის დიაპაზონი მიანიჭა. ეს მონაცემი აჭარბებს Tesla-ს უმაღლესი დიაპაზონის მოდელ S-ს, რომელსაც EPA-ს განსაზღვრული სავარაუდო მანძილი 405 მილი აქვს. Lucid-ი ამ სპეციფიკაციებით 500-ზე ნაკლები ავტომობილის წარმოებას გეგმავს. მათი ღირებულება $169,000 იქნება. კომპანია კალიფორნიაში დაფუძნებული ავტომწარმოებელია. მას ხშირად უწოდებენ Tesla-ს პოტენციურ კონკურენტს, ნაწილობრივ იმიტომ, ...

Read More »
ჩინეთი ელექტრომობილების გაყიდვების კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზეა

საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 32%-ით შემცირდა

საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 32%-ით შემცირდა. „საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 174 ცალ ელექტრომობილში $3.2 მილიონი გადაიხადა. 2020 წლის საანგარიშო პერიოდში, 256 ცალი ელექტრომობილის იმპორტში $3.9 მილიონი დაიხარჯა. „საქსტატის“ მიერ „ბიზნეს ფორმულასთვის“ მიწოდებული ინფორმაციით, იმპორტიორების TOP-3 ასეთია; აშშ – 89 ცალი/$1.3 მილიონი ჩინეთი – 39 ცალი/$310 ათასი გერმანია – 19 ცალი/$1.2 მილიონი წყარო: “ბიზნესფორმულა”

Read More »

ელექტრომობილების წარმოებაზე გადასვლის შემდეგ რენო საფრანგეთში 2,000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს

ხუთშაბათს ფრანგულმა ავტომწარმოებელმა „რენომ“ განაცხადა, რომ ის 2000–მდე სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს. შემცირება ძირითადად შეეხება ინჟინრებსა და მსგავს პოზიციებზე დასაქმებულებს. Renault ელექტრომანქანების ინდუსტრიაში გადასვლას გეგმავს, შესაბამისად, მას სხვადასხვა პოზიციაზე ახალი თანამშრომლების დაქირავება მოუწევს. ჯგუფის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ უახლესი გეგმების შესახებ უკვე დაიწყეს პროფკავშირებთან მოლაპარაკება. აღსანიშნავია, რომ Renault–ში ფართო რესტრუქტურიზაცია მიმდინარეობს, რის შედეგადაც ქვეყანაში 4600 სამუშაო ადგილის შემცირება არის დაგეგმილი. ...

Read More »

ინდოეთი ელექტრო და წყალბადის ავტომობილების წარმოების სტიმულირებისთვის 3,5 მლრდ დოლარს ჩადებს

ინდოეთის ხელისუფლება აპირებს უახლოეს მომავალში 257 მილიარდი რუპია (3,5 მილიარდი დოლარი) გამოყოს ელექტრო და წყალბადზე მომუშავე ავტომობილების წარმოების სტიმულირებისთვის. როგორც გაზეთი The Economic Times-ი წერს, ეს გადაწყვეტილება „პარიზის კლიმატის შეთანხმების“ შესაბამისად, სასათბურე გაზების გაფრქვევის შემცირებას შეუწყობს ხელს. მსგავსი ინიციატივა ინდოეთს საშუალებას მისცემს დააჩქაროს გადავიდეს ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებებზე, ისეთებზე როგორიცაა ელექტრომობილები და წყალბადის საწვავზე მომუშავე ავტომობილები. როგორც გამოცემა წერს, ქვეყანას ...

Read More »

ავსტრიაში ელექტრო და ჰიბრიდულმა ავტომობილებმა საწვავზე მომუშავე მანქანების რაოდენობას გადააჭარბა

2021 წლის აგვისტოში ავსტრიაში ახლადრეგისტრირებული ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების რაოდენობამ ბენზინისა და დიზელის მანქანების წილს გადააჭარბა. ამის შესახებ ავსტრიის სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებშია ნათქვამი. რეგისტრირებულ მანქანებს შორის, ელექტრომობილებისა და ჰიბრიდების საერთო რაოდენობამ 42.2% შეადგინა. ავტომობილები, რომლებიც საწვავად ბენზინს იყენებენ, 35,1%-ია, ხოლო დიზელის მანქანების წილი – 22.7%. ქვეყანაში ალტერნატიული ენერგოწყაროს ავტომობილების წილი გასული წლის განმავლობაში გაორმაგდა. თუმცა, ახალი ავტომობილების მფლობელთა რიცხვმა იკლო. ...

Read More »

BMW-მ ბატარეის შეკვეთები $24 მილიარდამდე გაზარდა

ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდის პარალელურად, BMW-მ ბატარეის ელემენტების შეკვეთები გაზარდა. ელექტრომობილები წლის პირველი ნახევრის განმავლობაში ავტომწარმოებლის მიწოდების 11%-ზე მეტს შეადგენდა. გერმანულ ავტომწარმოებელს ახლა 20 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების კონტრაქტები აქვს გაფორმებული ბატარეის შეძენისთვის, აღნიშნა კომპანიის დირექტორმა ოლივერ ზიპსმა ინტერვიუში. ბატარეის უჯრედები განკუთვნილია i4 სედანისთვის, iX სპორტული ავტომობილებისთვის და სხვა მოდელებისთვის, რომლებსაც BMW 2024 წლამდე აწარმოებს. კომპანია გეგმავს, ახალი თაობის ბატარეებზე გადასვლა მომავალ წელს დაიწყოს. ავტომწარმოებლები განიცდიან ნახევარგამტარების მკვეთრ დეფიციტს, ...

Read More »

მიწოდების ჯაჭვში შეფერხების გამო, Tesla Roadster-ი 2023 წლამდე არ გამოვა

Tesla-ს ახალი მოდელი Roadster ბაზარზე 2023 წელს გამოჩნდება – გაჭიანურების მიზეზად მსოფლიო მიწოდების ჯაჭვში შეფერხება სახელდება, – ამის შესახებ Tesla-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა „ტვიტერზე“ დაწერა. „2021 წელს, მიწოდების ჯაჭვმა არანორმალური დეფიციტი განიცადა და მნიშვნელობაც არ ექნებოდა, ჩვიდმეტი ახალი პროდუქტიც რომ გვქონოდა, რადგან ვერც ერთს ვერ წარმოვადგენდით. იმ დაშვებით, რომ 2022 წელს მეგა-დრამა არ განვითარდება, ახალი Roadster-ის გაყიდვა 2023 წელს ...

Read More »