Tag Archives: #ენერგოეფექტურობა

რას ფიქრობენ საქართველოში კლიმატის ცვლილებაზე?

კლიმატის ცვლილებაზე ბევრს და ხშირად დაობენ. ზოგს სჯერა, რომ კლიმატის ცვლილების შედეგად მიმდინარე მოვლენების გამო, კაცობრიობა რეალური საფრთხის წინაშეა. ნაწილი სკეპტიციზმითაა განწყობილი და ამ საფრთხეებს ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟად აღიქვამს. მეცნიერები კი ვარაუდობენ, რომ ბუნებრივი რესურსების უკონტროლო გამოყენებამ და სათბური გაზების კონცენტრაციის ზრდამ, შესაძლოა, დედამიწა და კაცობრიობა სავალალო შედეგებამდე მიიყვანოს. 1970 წელს დედამიწაზე 3,7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა. გზებზე კი 200 მილიონი ...

Read More »

სემეკმა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და „ენერგო პრო ჯორჯიაზე“ ლიცენზიები გასცა

სემეკმა, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სახელზე ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზია, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ სახელზე ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზია გასცა. ლიცენზიები გაიცა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად. ელექტროენერგიის გადაცემის საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ უფლებამოსილია განახორციელოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის მიღების პუნქტებიდან მიწოდების პუნქტებამდე ელექტროენერგიის ტრანსპორტირება მისი ტრანსასაზღვრო გადადინებისთვის, განაწილების ან/და საბოლოო მოხმარების ...

Read More »
ენერგიის განახლებადი წყაროები გერმანიაში

ქვანახშირის სადგურების განახლებადი ენერგიის წყაროებით ჩანაცვლება 80%-ით იაფია

აშშ-ს ქვანახშირის ელექტროსადგურების დაახლოებით 80%-ის ოპერირება უფრო ძვირია, ვიდრე ქარისა და მზის სიმძლავრეებზე გადართვა. მიუხედავად იმისა, რომ განახლებადი ენერგიის წყაროები წიაღირსეულ ენერგიაზე მეტი ღირდა გასული საუკუნის უმეტესი დროის განმავლობაში, ახალი ქარისა და მზის სიმძლავრეების ფასები იმდენად სწრაფად დაეცა ბოლო წლებში, რომ ისინი უკვე უფრო იაფია, ვიდრე ნახშირი.  ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, აქტივისტებისა და საბაზრო ძალების ერთობლივი ზეწოლის შედეგად, ქვანახშირის წილი ...

Read More »

“საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება და რუსული ინტერესები” – თემაზე შეხვედრა გაიმართა

გუშინ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ორგანიზებით თემაზე საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება და რუსული ინტერესები მრგვალი მაგიდის ფორმატში განხილვა მოეწყო. შეხვედრაზე თემის ირგვლივ სხვადასხვა ასპექტით მოხსენებას გააკეთებენ როგორც ცენტრის მკვლევარები, აგრეთვე მოწვეული სტუმრები. საუბარი შეეხო ისეთ თემებს როგორიცაა: რამდენად აქტიურია რუსეთის გავლენა ქართულ პოლიტიკაზე, რა თემებს იყენებს საზოგადოების გასახლეჩად და არის თუ არა ენერგეტიკა მისი სამიზნე; რა საფრთხეს უქმნის საქართველოს ეკოლოგიურ თემაზე ...

Read More »
ინოვაციური სასტუმრო მზის ენერგიაზე

ელექტროენერგიის გაძვირებამ ნეტო აღრიცხვის პროგრამაზე მოთხოვნა გაზარდა

ელექტროენერგიის გაძვირებამ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებზე მოთხოვნა გაზარდა. ამ დროისთვის ნეტო აღრიცხვის პროგრამაში უკვე ჩართულია 300-მდე მომხმარებელი, რომელიც ელექტროენერგიას საკუთარი მოხმარებისთვის გამოიმუშავებს. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ სემეკში განუცხადეს, პროგრამაში ჩართული ელექტოსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 5 მეგავატს შეადგენს და მათი დიდი ნაწილი მზის მიკროსიმძლავრის სადგურებზე მოდის. მარეგულირებელში განმარტავენ, რომ ნეტო აღრიცხვის პროგრამაზე მოთხოვნა თავად შესაბამისი ტექნოლოგიების გაიაფებამ და განვითარებამაც გაზარდა. „ბოლო პერიოდში ნეტო აღრიცხვის ...

Read More »

ენერგოეფეტურობა და სატყეო ინფრასტრუქტურის განვითარება – რას მოხმარდება GCF-ის €30 მლნ-იანი გრანტი

კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) გრანტი საპილოტედ საქართველოს სამ რეგიონს შეეხება. 30 მლნ ევროზე მეტი ფინანსური დახმარება საქართველოს 8 მუნიციპალიტეტს, მათ შორის, გურიის სამივე მუნციპალიტეტს, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის შერჩეულ მუნიციპალიტეტებს მოხმარდება. თანხა ენერგოეფექტურობის, ენერგოეფექტური ღუმელებისა და სატყეო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისკენ და სატყეო განათლებისა და ცნობიერების ამაღლებისკენ იქნება მიმართული. როგორც ბიომრავალფეროვნების და სატყეო დეპარტამენტში აცხადებენ, კლიმატის მწვანე ფონდში საკმაოდ მაღალი კონკურენცია იყო. პროექტი ...

Read More »

რას გააკეთებს “ენერგეტიკული გაერთიანების“ მედიატორი?

6 მაისის პრეს-რელიზში ენერგეტიკული გაერთიანება მიუთითებს, რომ ბუშლემ მიწვევა მიიღო და განაცხადა: „მოუთმენლად ველით სამოქალაქო საზოგადოებასთან, ექსპერტებთან და მთავრობასთან მუშაობას, რათა გამოსავალი ვიპოვოთ. ენერგეტიკული გაერთიანება არ არის მხოლოდ მთავრობებისა და პროექტის დეველოპერების გაერთიანება“. დირკ ბუშლეს განცხადებით, მას სურს, მოლოდინების შესაბამისად, გამოსავალი სწრაფად და მარტივად იპოვოს. „ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ პროცესში ყველას მოვუსმინოთ, და ყველა საკითხთან დაკავშირებით გამოთქმული შეშფოთება დაიდება მაგიდაზე“, ...

Read More »
ნარმანია

დავით ნარმანია ენერგეტიკული სექტორის სამ მთავარ გამოწვევას ასახელებს

სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ენერგეტიკული სექტორის სამ მთავარ გამოწვევას ასახელებს „პირველი გამოწვევა ეს არის, ყველასთვის ცნობილი ფატორების გამო, ადგილობრივი გენერაციის წყაროების ნელი ტემპით  განვითარება. ამ შემთხვევაში გამოსავალი მეტი დიალოგია საზოგადოებასთან“, – ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „ბანკები და ფინანსებთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველო არ არის გამონაკლისი, სადაც მსხვილ ენერგოპროექტებს აპროტესტებენ. „მთელ რიგ ქვეყნებშია იგივე გამოწვევა, როგორც ჰიდრო პროექტებთან, ისე განსაკუთრებით, ...

Read More »

მოტივტივე სასტუმრო ყატარში, რომელიც ელექტროენერგიას თავად გამოიმუშავებს

ბოლო წლების განმავლობაში მოტივტივე სასტუმროები განსაკუთრებით პოპულარული გახდა, რასაც სიახლეების მიმართ დამსვენებელთა ინტერესი განაპირობებს. თურქულმა არქიტექტურულმა კომპანია Hayri Atak Architectural Design Studio-მ (HAADS) საკმაოდ უჩვეულო და ორიგინალური მოტივტივე სასტუმროს პროექტი წარადგინა, რომელიც ყატარში აშენდება. CNN წერს, რომ სასტუმრო ორიგინალური დიზაინითა და ფუნქციებით პირველი იქნება და მას მსოფლიოში ანალოგი არ ექნება. გამოცემის ინფორმაციით, სასტუმროს საერთო ფართობი 35 000 კვ.მ. იქნება და ...

Read More »

საჰიბა გაფაროვა: აზერბაიჯანი და საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში

აზერბაიჯანი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები არიან, – ამის შესახებ, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო არა მარტო მეზობლები, არამედ მეგობრებიც არიან და ეს მეგობრობა ჩვენს ერებს შორის საუკუნეებს ითვლის. „ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენი ქვეყნები – აზერბაიჯანი და საქართველო – მეზობლები არიან. მინდა ვთქვა, რომ არა მარტო მეზობლები ვართ, არამედ ...

Read More »