ენერგიის განახლებადი წყაროები გერმანიაში

ქვანახშირის სადგურების განახლებადი ენერგიის წყაროებით ჩანაცვლება 80%-ით იაფია

აშშ-ს ქვანახშირის ელექტროსადგურების დაახლოებით 80%-ის ოპერირება უფრო ძვირია, ვიდრე ქარისა და მზის სიმძლავრეებზე გადართვა.

მიუხედავად იმისა, რომ განახლებადი ენერგიის წყაროები წიაღირსეულ ენერგიაზე მეტი ღირდა გასული საუკუნის უმეტესი დროის განმავლობაში, ახალი ქარისა და მზის სიმძლავრეების ფასები იმდენად სწრაფად დაეცა ბოლო წლებში, რომ ისინი უკვე უფრო იაფია, ვიდრე ნახშირი. 

ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, აქტივისტებისა და საბაზრო ძალების ერთობლივი ზეწოლის შედეგად, ქვანახშირის წილი სტაბილურად კლებულობს აშშ-ის ელექტროენერგიის გენერაციაში.

2010 წლის შემდეგ, აშშ-ში 339 ქვანახშირის ელექტროსადგური დაიხურა ან დახურვის პირასაა და მხოლოდ 191 სადგური ფუნქციონირებს.

ცნობისათვის, მაიკლ ბლუმბერგმა, Bloomberg LP-ს დამფუძნებელმა და ძირითადი პაკეტის მფლობელმა, $500 მილიონი გადარიცხა კამპანიისთვის „ნახშირბადის მიღმა“, რაც მიზნად ისახავს აშშ-ში დარჩენილი ქვანახშირის ელექტროსადგურების დახურვას 2030 წლისთვის.

ქვანახშირის მოხმარება იმდენად მკვეთრად დაეცა, რომ იგი აღარ წარმოადგენს ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროს. ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევრების დასკვნაში ნათქვამია, რომ 2017 წლის მონაცემებით, ენერგიის წარმოებისთვის ბიომასის და ხის გამოყენებამ უფრო მავნე ზემოქმედება გამოიწვია ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ნახშირმა.

მიუხედავად ამისა, ქვანახშირის ელექტროსადგურები ყოველწლიურად მილიარდ ტონა ნახშირბადს გამოყოფენ. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 2030 წლისთვის აშშ-ში სათბური გაზების ემისიის მინიმუმ 50%-ით შემცირების ვალდებულება აიღო, 2005 წლის დონესთან შედარებით. ექსპერტების შეფასებით, ამ მიზნის მისაღწევად, თითქმის ყველა დარჩენილი ქვანახშირის ელექტროსადგური უნდა დაიხუროს. 

წყარო: “ბიზნეს ფორმულა”

Leave a Reply