Tag Archives: #ნავთობპროდუქტები

რუსულ ნავთობზე საექსპორტო გადასახადი თებერვლიდან თითქმის 4 დოლარით შემცირდება

რუსულ ნავთობზე საექსპორტო გადასახადი 1 თებერვლიდან ტონაზე 3,9 დოლარით, ანუ იანვრის 16,7-დოლარიანი მაჩვენებლიდან 12,8 დოლარამდე მცირდება. ამის შესახებ ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში არის ნათქვამი. ოქტომბერში ეს გადასახადი 7,6 დოლარით, ნოემბერში კი 1,7 დოლარით შემცირდა. თუმცა დეკემბერში 0,6 დოლარით გაიზარდა, რის შემდეგაც, იანვარში ბაჟი ისევ 26,6 დოლარით შემცირდა. 2022 წლის 15 დეკემბრიდან 2023 წლის 14 იანვრამდე, ანუ მონიტორინგის პერიოდში ...

Read More »
აზერბაიჯანიდან საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი იზრდება

ბულგარეთი და საბერძნეთი, ტრანსბალკანური ნავთობსადენის პროექტის განახლებას აპირებენ

ბულგარეთის ხელისუფლებამ საბერძნეთთან ტრანსბალკანური ნავთობსადენის პროექტის განახლების შესახებ მოლაპარაკებები გამართა. ამის შესახებ პრეზიდენტმა რუმენ რადევმა ფორუმზე „ბულგარეთის ენერგეტიკა – სტრატეგია 2023-2053“ განაცხადა. ბერძნულ ალექსანდროპოლისსა და ბულგარულ ბურგასს შორის ნავთობსადენის მშენებლობის იდეა დაახლოებით 20 წლის წინ გაჩნდა. 2011 წელს ბულგარეთმა ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მიზეზების გამო მიატოვა პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა წელიწადში 50 მილიონ ტონამდე რუსული ნავთობის მისი ტერიტორიის გავლით საბერძნეთში გადატანას. რამდენიმე ...

Read More »

გერმანული ნავთობკომპანია Wintershall Dea რუსეთის ბაზარს ტოვებს

გერმანული ნავთობკომპანია Wintershall Dea-ს სამეთვალყურეო საბჭომ რუსეთის ბაზრის დატოვების შესახებ განაცახდა. „კომპანია რუსეთიდან ყველა მოქმედი კანონისა და რეგულაციის დაცვით გავა”, – აცხადებენ კომპანიაში. კომპანიის პრესსამსახურმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციიდან გასვლა Wintershall Dea-ს 5,3 მილიარდი ევრო დაუჯდება. „Wintershall Dea შეწყვეტს ოპერაციებს რუსეთში. რუსეთში ოპერაციების გაგრძელება არ არის მიზანშეწონილი. რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში შეუთავსებელია ჩვენს ღირებულებებთან, რამაც გაანადგურა რუსეთსა და ევროპას ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2023 წლის 17 იანვრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  85.28  (+  1.25)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  79.86  (+   1.47)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

ერთ თვეში რუსული ნავთობის ფასი ბარელზე 50 დოლარზე დაბლა დაეცა – Brent-თან მიმართ სხვაობამ რეკორდულ დონეს მიაღწია

რუსული ურალის კლასის ნავთობის საშუალო ღირებულება 2022 წლის 15 დეკემბრიდან 2023 წლის 14 იანვრამდე პერიოდისთვის 50 დოლარზე დაბლა, 46,82 დოლარამდე დაეცა, განაცხადეს რუსეთის ფინანსთა სამინისტროში. საერთაშორისო ბრენდის Brent-ის საშუალო ღირებულება იმავე პერიოდში 81,5 დოლარი იყო ბარელზე, ანუ სხვაობა Brent-სა და Urals-ს შორის დეკემბერ-იანვარში $35, ანუ 43% იყო, აღნიშნავს MMI Telegram არხი. Brent-თან მიმართებით სხვაობამ რეკორდულ დონეს მიაღწია. ბარელ ურალზე ფასდაკლებამ ...

Read More »

ირანმა სირიას ნავთობის ფასი გაუორმაგა

ზამთრის პიკური მოთხოვნისა და შიდა ეკონომიკური პრობლემების ფონზე ირანმა სირიისთვის ნავთობის ფასი 30-დან 70 დოლარამდე გაზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Wall Street Journal ავრცელებს. ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომ ირანს არ აქვს საკმარისი ეკონომიკური რესურსი თავისი რეგიონული ამბიციების მომსახურებისთვის – წლების განმავლობაში ირანი სანავთობო შემოსავლებს სირიაში, ლიბანსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში, საკუთარი გავლენის გასაზრდელად იყენებდა, მათ შორის სირიაშიც, სადაც ...

Read More »

სანქციების მიუხედავად კრემლი ყოველდღიურად საწვავის გაყიდვით 640 მლნ ევროს შოულობს

ნავთობის ფასის ლიმიტი და ევროკავშირის შემდგომი სანქციები რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე, როგორც ჩანს, ძალაში შედის, ნათქვამია ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის (CREA) ახალი კვლევაში. ამჟამად რუსეთი დღეში 160 მილიონ ევროს კარგავს, თებერვალში კი ეს რიცხვი 280 მილიონ ევრომდე გაიზრდება. ამის მიუხედავად, კრემლი ყოველდღიურად წიაღისეული საწვავის გაყიდვით მაინც 640 მილიონ ევროს შოულობს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle წერს. წყარო: commersant.ge

Read More »

ყაზახეთი გერმანიაში ნავთობის ტრანზიტს, რუსული Transneft-ის ნავთობსადენით იწყებს

ყაზახური ოპერატორი KazTransOil 2023 წლის პირველ კვარტალში გერმანიას 300 000 ტონა ნავთობს Transneft-ის ნავთობსადენების სისტემებით მიაწვდის. შესაბამისი ნებართვა რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ გასცა. ინფორმაციას „ყაზტრანსოილის“ პრესსამსახური ავრცელებს. კომპანიამ აღნიშმა, რომ 300 ათასი ტონა ნავთობის მიწოდება დსთ-ს წევრი ქვეყნებიდან რუსეთის ტერიტორიით ნავთობის ტრანზიტის განრიგშია. მნამდე გერმანიის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ 2023 წელს ნედლეულს ყაზახეთიდან „დრუჟბის“ ნავთობსადენით შემოიტანს. თავის მხრივ, ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ბოლატ ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2023 წლის 13 იანვრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  83.76 (-0.27)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  78.25 (-0.14)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აშშ რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის წინააღმდეგ ახალ სანქციებს განიხილავს

აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებენ. ამის შესახებ ნათქვამია The Wall Street Journal-ის მასალაში, რომელიც 11 იანვარს გამოქვეყნდა. კერძოდ, აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებს სურთ ნავთობპროდუქტების ფასის ორი ზღვარი დააწესონ. ერთი ფასი დაწესდება ძვირადღირებულ ნავთობპროდუქტებზე, მეორე – იაფზე. გამოცემის ცნობით, აშშ-ის ხაზინის წარმომადგენლები ევროპაში შეხვედრებს მართავენ და მომავალი სანქიცების დეტალებს განიხილავენ. სანქციები 5 თებერვლიდან ამოქმედდება. ისევე, ...

Read More »