ერთ თვეში რუსული ნავთობის ფასი ბარელზე 50 დოლარზე დაბლა დაეცა – Brent-თან მიმართ სხვაობამ რეკორდულ დონეს მიაღწია

რუსული ურალის კლასის ნავთობის საშუალო ღირებულება 2022 წლის 15 დეკემბრიდან 2023 წლის 14 იანვრამდე პერიოდისთვის 50 დოლარზე დაბლა, 46,82 დოლარამდე დაეცა, განაცხადეს რუსეთის ფინანსთა სამინისტროში.

საერთაშორისო ბრენდის Brent-ის საშუალო ღირებულება იმავე პერიოდში 81,5 დოლარი იყო ბარელზე, ანუ სხვაობა Brent-სა და Urals-ს შორის დეკემბერ-იანვარში $35, ანუ 43% იყო, აღნიშნავს MMI Telegram არხი.

Brent-თან მიმართებით სხვაობამ რეკორდულ დონეს მიაღწია.

ბარელ ურალზე ფასდაკლებამ 35-40 დოლარს მიაღწია 2022 წლის მარტში, უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე, მაგრამ შემდეგ თანდათან კლება დაიწყო.

ურალის ღირებულება ახლა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე რუსეთის ხელისუფლება ელოდა, როდესაც მათ 2023 წლის ბიუჯეტი შეადგინეს: პროგნოზირებული იყო ნავთობი ბარელზე 70,1 დოლარად

45 დოლარი უკვე კრიტიკული ფასია ბიუჯეტისთვის, ამბობენ ექსპერტები.

უკვე ვარაუდობენ, რომ ბიუჯეტის შემოსავლების ნაკლებობას ფინანსთა სამინისტრო ანაზღაურებს ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან იუანის გაყიდვით.

წყარო: bfm.ge

Leave a Reply