Tag Archives: #აირი

რუსული გაზის იმპორტიორმა შეზღუდვის გამო 12,6 მლრდ დოლარი დაკარგა

გერმანულმა კომპანია Uniper-მა, რომელიც ევროპაში რუსული გაზის ყველაზე დიდი იმპორტიორია განაცხადა, რომ რუსულ გაზზე შეზღუდვის დაწესების გამო წლის პირველ ნახევარში 12,6 მილიარდი დოლარი დაკარგა – ამის შესახებ  ინფორმაციას businessinsider ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა „გაზპრომმა“ „ჩრდილოეთ ნაკადის“ მეშვეობით გაზის მიწოდება მისი სიმძლავრეების მხოლოდ 20%-მდე შეამცირა, რამაც Uniper აიძულა, რომ დეფიციტის ასანაზღაურებლად გაზი ღია ბაზარზე მაღალ ფასებში შეეძინა. Uniper-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კლაუს-დიტერ მაუბახმა თქვა, რომ კომპანია გადახდისუუნარობის წინაშე ...

Read More »

Gazprom: ევროპაში გაზის ფასი შესაძლოა, კიდევ 60%-ით გაიზარდოს

რუსული სახელმწიფო კომპანია Gazprom-ის განცხადებით, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შესაძლოა, კიდევ 60%-ით გაიზარდოს და 1,000 კუბურ მეტრზე $4,000-ზე მეტი შეადგინოს. აღსანიშნავია, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო, კომპანიის ექსპორტი და წარმოება ვარდნას განაგრძობს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ ევროპის მთავარი მიმწოდებელი სახელმწიფოდან ბუნებრივი აირის ნაკადები მნიშვნელოვნადაა შემცირებული. ნაკადების შემცირება ერთ-ერთი მარშრუტის დახურვამ და სანქციების შედეგად, Nord Stream 1-ის აღჭურვილობასთან დაკავშირებით გამოწვეულმა ...

Read More »

379%-ით გაზრდილი წმინდა მოგება – როგორი იყო „თბილისი ენერჯის“ 2021 წელი

გაზგამანაწილებელმა კომპანიამ „თბილისი ენერჯიმ“, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას ემსახურება, გასული წელი მნიშვნელოვანი მოგებით დაასრულა. კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2021 წელს მისი წმინდა მოგება 379%-ით გაიზარდა. კერძოდ, კომპანიის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, 2021 წელს „თბილისი ენერჯის“ წმინდა მოგება 64,556 მლნ ლარი იყო; მაშინ 2020 წელს კომპანია მხოლოდ 13,473-მილიონიან მოგებაზე გავიდა. 273%-ით გაზრდილია კომპანიის საოპერაციო მოგება და 2021 წელს 56,778 მლნ ლარი შეადგინა (2020 წელს ...

Read More »
"გაზპრომი" უკრაინის ანტიმონოპოლიურის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

გაზპრომმა ზამთრისთვის შოკისმომგვრელი პროგნოზი გამოაქვეყნა

რუსული გაზპრომის პროგნოზით, ზამთარში ევროპაში 1000 კბ/მ გაზის ფასმა შესაძლოა $4 000–ს გადააჭარბოს. ასეთი პროგნოზი კომპანიის საიტზეა გამოქვეყნებული. „აღვნიშნავთ, რომ ევროპის ბირჟებზე გაზის ფასი $2 500–იან ნიშნულს ასცდა. კონსერვატიული შეფასებებით, თუ ტენდენცია შენარჩუნდება, ზამთარში ფასი $4 000–ს გადააჭარბებს 1000 კუბურ მეტრზე“, – ნათქვამია გაზპრომის განცხადებაში. კომპანიამ ასევე შეაჯამა მიმდინარე წლის შვიდნახევარი თვის შედეგები: 1–ლი იანვრიდან 15 აგვისტომდე გაზპრომმა 274,8 მლრდ ...

Read More »
მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

ევროკავშირმა მიწისქვეშა გაზსაცავები 75%-ით შეავსო

ევროპის მიწისქვეშა გაზსაცავები (UGS) 75%-ით შეივსო, ხოლო რუსეთიდან მიწოდება შეზღუდულ რეჟიმში გრძელდება. ივნისში ევროკავშირმა მიიღო ახალი წესები, რომლის მიხედვითაც საცავები 2022 წლის 1-ელ ნოემბრამდე ბუნებრივი აიროთ მინიმუმ 80%-ით, ხოლო მომდევნო წლებში 90%-ით უნდა შეივსოს. გაზსაცავები თავის ტერიტორიაზე ევროკავშირის 18 ქვეყანას აქვს. ყველაზე მეტ (92 მილიარდ კუბურ მეტრ) გაზს გერმანია მოიხმარს, რომლის ტერიტორიაზეც ევროკავშირში ყველაზე მსხვილი გაზსაცავებია. მათი რეზერვები 24 მილიარდ კუბურ მეტრად არის ...

Read More »

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ჩუღურეთის, ნახალადევის, და დიდუბის რაიონში 3700 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

ჩუღურეთის რ-ნი, გიორგი ჩუბინაშვილის ქ. 55-თან არსებული ავარიული საშ/წნევის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაობის გამო, 17 აგვისტოს 22:00 სთ-დან 18 აგვისტოს 09:00 სთ-მდე გაზის მიწოდება შეუწყდება აბასთუმნის ქ. 1, 2, 4, 8, ცაბაძის ქ. 15, 15ა, თევდორე მღვდლის ქ. 1, 3, 4, 5, 5თ, 5ბ, 7, 6, 8, 10, 13, ფოცხვერაშვილის, გიორგი ჩუბინაშვილის, თამარ-მეფის, ბაქოს, სურამის, ფოცხვერაშვილის, კარგარეთელის, წინამძღვრიშვილის ქ. 121, 125ა, ...

Read More »

„გაზპრომის“ განცხადებების შემდეგ ევროპაში გაზის ფასმა $2500-ს გადააჭარბა

გაზის ფიუჩერსების ფასმა ბირჟაზე ათას კუბურ მეტრზე $2500 გადააჭარბა, მას შემდეგ, რაც რუსულმა „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ ზამთარში შესაძლოა 1000 კუბური მეტრი გაზის ფასი $4000 -მდე გაიზარდოს. ბოლო კოტირება $2 500-ზე მეტი ათას კუბურ მეტრზე მარტის დასაწყისში, რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაში რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის შიშის ფონზე (რომელზეც ევროპა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებულია) დაფიქსირდა. იმის მიუხედავად, რომ გაზის ემბარგო, ევროკავშირის სანქციების ფარგლებში ...

Read More »

დიდი ბრიტანეთი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის უმსხვილეს გაზის საცავს გახსნის

დიდი ბრიტანეთი გახსნის უმსხვილეს გაზის საწყობს და მალე დაიწყებს მის შევსებას ზამთრისთვის. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი The Daily Telegraph წერს. Centrica, British Gas-ის მფლობელი, მზად არის, სექტემბრის დასაწყისში დაიწყოს ბუნებრივი აირის გადატუმბვა Rough-ის საწყობში. საჭიროა მხოლოდ Centrica-სა და ბრიტანეთის მთავრობას შორის შეთანხმება სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ, ასევე ოფიციალური ნებართვა ჩრდილოეთ ზღვის გარდამავალი ორგანოს (NSTA) ოპერაციების განახლების შესახებ, რაც, გაზეთის თანახმად, “პრობლემურად ...

Read More »
ნორვეგიელები მცურავი გვირაბების აშენებას აპირებენ

„დოიჩე ველე“ – ნორვეგია ვერ ახერხებს გერმანიისთვის გაზის მიწოდების კიდევ უფრო გაზრდას

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ნორვეგია ვერ ახერხებს გერმანიისთვის გაზის მიწოდების კიდევ უფრო გაზრდას. როგორც სააგენტო წერს, აღნიშნულის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარი სტორემ განაცხადა. „ჩვენ არ შეგვიძლია, უბრალოდ მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება გაზის მიწოდების კიდევ უფრო გაზრდის შესახებ. ნორვეგიამ უკვე გაზარდა გაზის ექსპორტი და ახლა აწვდის იმდენს, რამდენიც შეუძლია“, – განაცხადა იონას გარი სტორემ. სააგენტოს ცნობით, ნორვეგია ამჟამად რეკორდული მოცულობის ნავთობსა და გაზს აწვდის ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: ეკოლოგიის კუთხით თბილისში კატასტროფა გვაქვს

244 დასახლებულ პუნქტში გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოს განხორციელების ჯამური ღირებულება იზრდება

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით, გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოს განხორციელებისთვის შესაბამისი ჯამური ღირებულება იზრდება. განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. ამის შესსახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცვლილების მიხედვით, დამტკიცდა გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმა, რომლის ფარგლებშიც „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ 2022-2024 წლების განმავლობაში უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მასშტაბით 244 დასახლებულ პუნქტში არსებული 39 698 აბონენტის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით ...

Read More »