Tag Archives: #აირი

2023 წლიდან გაზის სამომხმარებლო ტარიფები გაიზრდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, 2023 წლიდან გაზის სამომხმარებლო ტარიფის ზრდაა მოსალოდნელი. „ბოლო წლებში იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი გაიზარდა, თუმცა ამ ეტაპზე ტარიფზე ზეწოლა არ გვაქვს. უხვი ნალექების წყალობით წინა წელს გამომუშავება გაიზარდა, რეაბილიტირდა ენგურჰესიც, ეს ტენდენცია გრძელდება და უხვნალექიანობის გამო მეტი იაფი ელექტროენერგია გამოვიმუშავეთ. შესაბამისად, ამ ეტაპზე ზრდა მოსალოდნელი არაა. რაც შეეხება გაზს, ბუნებრივი აირის ...

Read More »
თბილისში ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი გაზის ჭარბმა ოდორიზებამ გამოიწვია

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განცხადებას ავრცელებს

გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 31 მაისს ქუბრიანთკარის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოებს გეგმავს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 31 მაისს 10:00დან 19:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს (არანისი, ჩინითი, არაგვისპირი, ბოდორნა, ჭოპორტი, ბულაჩაური, წითელსოფელი), ასევე დაბა ჟინვალს, ქალაქ დუშეთსა და მასში შემავალ სოფლებს. ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი ...

Read More »

ევროკავშირი ეგვიპტესთან და ისრაელთან გაზის მიწოდების შეთანხმებაზე მუშაობს

ევროკავშირი მუშაობს შეთანხმების მიღწევაზე ეგვიპტესთან და ისრაელთან ბუნებრივი აირის მიწოდების მოცულობის გაზრდასთან დაკავშირებით, რათა შეამციროს რუსეთზე დამოკიდებულება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს. სააგენტოს ხელთ არსებული დოკუმენტების თანახმად, ისრაელი მილსადენით გაზრდის ეგვპიტეში გაზის მიწოდებას, სადაც უკვე მოხდება მისი გათხევადება და იქედან გათხევადებული სახით ევროპისთვის მიწოდება. როგორც სააგენტო აღნიშნავს, შეთანხმება ახალ ბაზარს გაუხსნის ისრაელს. ისრაელში გაზის შიდა სამომხმარებლო ფასი ბევრად დაბალია, ...

Read More »

ენერგეტიკული დამოუკიდებლობა 3-5 წელიწადში – შეძლებს თუ არა უკრაინა უარი თქვას გაზის იმპორტზე

უკრაინის მთავრობა, რომელიც შეიმუშავებს ეკონომიკის ომისშემდგომი რესტრუქტურიზაციის გეგმას, მიზნად ისახავს ქვეყნის შიდა წარმოების გაზის გამოყენებას და მთლიანად უარი თქვას იმპორტზე მომდევნო სამიდან ხუთ წელიწადში. ,,ომმა ჩვენი ქვეყნის ისტორია 24 თებერვალამდე და შემდეგ დაყო. ძნელი წარმოსადგენია, გამარჯვების შემდეგ რა სახით გამოჩნდება იგი, რომელიც დასახიჩრებულია ამ სისხლიანი და დამანგრეველი ომით, რომელიც რუსეთმა აწარმოა მშვიდობიანი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ველური ურდოს მოქმედებით უკვე ათასობით ...

Read More »
ირანი ევროპის გაზმომარაგებას აზერბაიჯანის გავლით შეეცდება

ევროკავშირმა გაზის ახალი მომწოდებლები ნახა

ევროკავშირი, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების პოლიტიკის ნაწილში, სამმხრივი შეთანხმების დადებას გეგმავს ისრაელთან და ეგვიპტესთან ზაფხულამდე თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მიწოდების შესახებ. ამის შესახებ ევროკავშირის დიპლომატი ჯოზეფ ბორელი თავის პოსტში წერს. „რაც შეეხება მარაგების დივერსიფიკაციას, ევროკომისია და შეერთებული შტატები უკვე შეთანხმდნენ LNG-ის დამატებით მიწოდებაზე. ჩვენ ასევე ვმუშაობთ კანადასთან LNG-ის შესაძლო მიწოდებაზე. ევროკავშირი გეგმავს სამმხრივი შეთანხმების დადებას ისრაელსა და ეგვიპტესთან ზაფხულისთვის LNG-ის მიწოდებისთვის“, ...

Read More »
აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

„როიტერი“ – გერმანიამ და იტალიამ რუსული გაზის შესაძენად ადგილობრივ კომპანიებს ანგარიშების რუბლში გახსნის უფლება მისცეს

გერმანიამ და იტალიამ რუსული გაზის შესაძენად ადგილობრივ კომპანიებს ანგარიშების რუსულ რუბლში გახსნის უფლება მისცეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გერმანიის ხელისუფლებამ ბუნებრივი აირის ადგილობრივ იმპორტიორ კომპანიებს აცნობა რუსული რუბლის ანგარიშების გახსნის შესაძლებლობის შესახებ, რათა შეინარჩუნონ რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი სანქციების დარღვევის გარეშე. წყაროს ინფორმაციით, გერმანია ამ საკითხზე ევროკავშირთან მჭიდრო კოორდინაციით მოქმედებდა. ანალოგიური ვითარებაა იტალიაშიც. სააგენტოს წყაროების ცნობით, იტალიის მთავრობამ ...

Read More »

რუსეთმა ფინეთის ენერგოსისტემას ბუნებრივი აირის მიწოდება სრულად შეუწყვიტა

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანია Gazprom-მა ფინეთის ენერგოსისტემას ბუნებრივი აირის მიწოდება სრულად შეუწყვიტა. ამის შესახებ BBC წერს. ოფიციალური ჰელსინკის განცხადებით, ქვეყნის ენერგოსისტემა სრულ მზადყოფნაში იყო მსგავსი გადაწყვეტილებისთვის. მათივე თქმით, რუსეთიდან იმპორტის შეზღუდვით ფინეთის მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნება, რადგან მთავრობამ უკვე მოიძია გაზის მიწოდების ალტერნატიული წყაროები.

Read More »

ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე, მიმდინარე წელს რუსეთმა ევროპაში გაზის გაყიდვიდან რეკორდული 100 მილიარდი დოლარი შეიძლება მიიღოს

ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე, მიმდინარე წელს რუსეთმა ევროპაში გაზის გაყიდვიდან რეკორდული 100 მილიარდი დოლარი შეიძლება მიიღოს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Les Echos Citi ბანკის ანალიტიკოსების პროგნოზზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, რუსული გაზის გაყიდვიდან პროგნოზირებადი შემოსავალი თითქმის ორჯერ მეტი იქნება, ვიდრე გასულ წელს იყო. აღსანიშნავია, რომ ანალიზი არ ითვალისწინებს ფინანსურ შემოსავალს ნავთობის, ქვანახშირისა და სხვა წიაღისეულის გაყიდვიდან. ევროპის საწვავის ბაზრის საკითხებში სპეციალისტის, ...

Read More »
ევროკომისიამ ადრიატიკის ზღვის გავლით გაზსადენის მშენებლობას მხარი დაუჭირა

რუსეთი ფინეთს გაზის მიწოდებას ხვალიდან შეუწყვეტს

ფინეთის სახელმწიფო გაზის კომპანია Gasum-ის ინფორმაციით, ხვალიდან რუსეთი ფინეთს გაზის მიწოდებას შეუწყეტს. “რუსულმა კომპანია “გაზპრომმა“ „Gasum-ს“ დღეს აცნობა, რომ ბუნებრივი აირის მიწოდებაზე კონტრაქტს შაბათს, 21 მაისსს შეწყვეტს”, – ნათქვამია ინფორმაციაში. როგორც ფინურ კომპანიაში აცხადებენ, აბონენტებს ბუნებრივ აირს სხვა წყაროებიდან, Balticconnector-ის მილსადენიდან მიაწვდიან. “ჩვენ ვემზადებოდით ამ სიტუაციისთვის და უახლოეს თვეებში შევძლებთ ჩვენი აბონენტებისთვის გაზის მიწოდებას”, – აცხადებს Gasum-ის გენერალური დირექტორი, მიკ ვილიანენი. ...

Read More »
რატომ ვერ შედგა “გაზპრომთან” შეთანხმება

რუსეთის მტკიცებით, Gazprom-ის კლიენტების ნახევარმა რუბლის ანგარიშები გახსნა

რუსეთის ვიცე-პრემიერის, ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, Gazprom-ის უცხოელი კლიენტების დაახლოებით ნახევარმა დააკმაყოფილა რუსეთის პრეზიდენტის მოთხოვნა Gazprombank-ში რუბლის ანგარიშის გახსნის შესახებ. “ვფიქრობ, გვყავს დაახლოებით 54 კომპანია, რომლებსაც აქვთ კონტრაქტები Gazprom Export-თან. ჩემი მონაცემებით, მათგან დაახლოებით ნახევარმა უკვე გახსნა სპეციალური ანგარიშები ჩვენს უფლებამოსილ ბანკში – უცხოური ვალუტის და რუბლის ანგარიშები”, – თქვა ნოვაკმა დღეს მოსკოვში გამართულ ღონისძიებაზე. მან არ დაასახელა ის კომპანიები ან ქვეყნები, ...

Read More »