Tag Archives: #რუსეთი

რუსულ საწვავზე საფასო ზღვრის დაწესების შემდეგ, ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის  5  დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  82.68 (-  2.89)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  76.93  (-   3.05)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

“პუტინმა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარი გაანადგურა”: ევროპა რუსულ ნავთობს ემშვიდობება

ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობის დროს ჩამოყალიბებული ენერგოხიდი რუსეთი-ევროპა, რომლითაც დასავლეთის მიმართულებით ნედლეული იგზავნებოდა, ხოლო აღოსავლეთით – ტექნოლოგიები და ფართო მოხმარების საქონელი, ისტორიის სანაგვისკენ დაიძრა. ევროპაში რუსული ნავთობის საზღვაო ექსპორტი დღე-ღამეში ერთბაშად 310 ათასი ბარელით შემცირდა, – წერს “Bloomberg”-ი ტანკერებით გადაზიდვების ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით. გასულ კვირასთან შედარებით, მიწოდებები უკვე 1/3-ითაა შემცირებულიდა, ნოემბრის დასაწყისთან შედარებით – თითქმის 60%-ით, ხოლო ომამდელ პერიოდთან შედარებით – ...

Read More »

რუსეთის ბიუჯეტმა ნოემბერში ნავთობისა და გაზის შემოსავლებიდან 1,450 მლრდ დოლარი დაკარგა

ნოემბრის მონაცემებით, მოსალოდნელი თვიური მოცულობიდან ნავთობისა და გაზის ფაქტობრივი შემოსავლების გადახრამ მთლიანობაში მინუს 90,2 მლრდ რუბლი (დაახლოებით, 1,450 მლრდ დოლარი) შეადგინა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს ანგარიშში წერია, რასაც „ინტერფაქსი“ ავრცელებს. ფედერალურ ბიუჯეტში ნავთობისა და გაზის დამატებითი შემოსავლების მოსალოდნელი მოცულობა, რომელიც საბაზისო დონესთან ნავთობის ფაქტობრივი ფასის გადაჭარბებასთან არის დაკავშირებული, დეკემბერში 176,1 მლრდ რუბლის (დაახლოებით 2,827 მლრდ დოლარის) ოდენობით არის ...

Read More »

მოსკოვში აცხადებენ, რომ რუსეთი არ იმოქმედებს ნავთობზე დაწესებული ფასის ზედა ზღვრის შესაბამისად, მაშინაც კი თუ წარმოების შემცირება მოუწევს

ჩვენ ვმუშაობთ მექანიზმებზე, რათა აიკრძალოს ფასის ზედა ზღვრის ინსტრუმენტის გამოყენება, მიუხედავად იმისა თუ რა დონეა დაწესებული, რადგან ასეთმა ჩარევამ შესაძლოა ბაზრის შემდგომი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. „რუსეთი მუშაობს ნავთობის მიწოდების აკრძალვის შესაძლებლობაზე, რომელიც დასავლეთის მიერ დაწესებულ ზედა ზღვარს ექვემდებარება“, – აღნიშნა ნოვაკმა. მისივე თქმით, რუსეთი არ იმოქმედებს დაწესებული ფასის ზედა ზღვრის შესაბამისად, ...

Read More »

ჩეხეთში, რუსეთის საელჩოსთვის ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის გამორთვა სურთ

ჩეხეთში, რუსეთის ფედერაციის საელჩოსთვის გაზის, ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების შეწყვეტის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. პეტიცია petice.com-ზე გამოქვეყნდა. პროექტმა Dárek pro Putina Twitter-ზე რუსეთის საელჩოს პრაღაში „საკუთარი სუპის დაგემოვნება“ შესთავაზა. „ჩვენ გვინდა, რომ ელექტროენერგია და წყალი მომწოდებლებმა პრაღაში ყველა შენობას გაუთიშონ, რომელიც ეკუთვნის რუსეთის ფედერაციას. დაე, ისინიც გაიყინონ ისე, როგორც მაგალითად კიევის მოსახლეობა იყინება”, – ნათქვამია შეტყობინებაში.

Read More »
36-37 დოლარი 1 ბარელზე - როგორ შეცვლის რუსეთის პოლიტიკას ნავთობის გაიაფება

„ლუკოილს“ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ექსპორტი აეკრძალა – ევროკავშირის ემბარგო

რუსული „ლუკოილი“ დასავლეთის სანქციების გამო დეკემბრიდან კასპიის ნავთობის საბადოებიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ექსპორტს შეწყვეტს და მას კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) სისტემაზე გადაიტანს. ინფორმაციას Reuters ამ საკითხის მცოდნე ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, კომპანიის გადაწყვეტილება ევროკავშირის ემბარგოს უკავშირდება, რომელიც 5 დეკემბრიდან ევროპელ მყიდველებს რუსული ნავთობის შეძენასა და ტრანსპორტირებას უკრძალავს. ემბარგო კასპიის მილსადენის კონსორციუმს არ შეეხება, რომელიც ყაზახეთის ნავთობის ძირითადი საექსპორტო მარშრუტია. ...

Read More »

რუსეთში, ბრაიანსკის ოლქში მდებარე ნავთობის საცავში ხანძარია

უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის ბრიანსკის რეგიონში ხანძარია. ცეცხლი ნავთობპროდუქტების ავზს გვიან ღამით გაუჩნდა. რეგიონის გუბერნატორი ამბობს, რომ ხანძრის ფართობი 1800 კვ. მეტრია და რომ ადგილზე სპეციალური სამსახურები მუშაობენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი არ დასახელებულა. მოგვიანებით საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ ხანძარმა 4 000–მდე კვ. მეტრია მოიცვა. ერთი დღით ადრე, მეზობელი კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა განაცხადა, რომ დაბომბვის შედეგად, ორი უბანში ენერგომომარაგება ...

Read More »

BBC: რუსული ნავთობის ტოტალურ ემბარგომდე ერთი კვირით ადრე, დასავლეთი მთავარ საკითხზე ვერ შეთანხმდა. რატომ?

ერთი კვირა დარჩა იქამდე, სანამ დასავლეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდებაზე თითქმის სრული ემბარგო ამოქმედდება, თუმცა, ამ სანქციის გარკვეულ შემსუბუქებაზე მოლაპარაკებები ჩაიშალა. რამდენიმეთვიანი დისკუსიის შემდეგაც კი, მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნები ვერ შეთანხმდნენ ფასის იმ მინიმალურ ზღვარზე, რომელზე ნაკლებადაც ისინი მზად არიან რუსული ნავთობი იყიდონ და უკრაინაში კრემლის შეჭრის გამო ამოქმედებულ ტოტალურ სანქციებს გვერდი აუარონ.   რა ხდება?   თუ უახლოეს დღეებში, „დიდი ...

Read More »

იური კოროლჩუკი: კატარი ევროპის გაზის ბაზრიდან რუსეთის განდევნისთვის ემზადება

უკრაინელი ენერგეტიკოსის იური კოროლჩუკის თქმით, კატარი აძლიერებს გაზის წარმოებას და ევროპის გაზის ბაზრიდან რუსეთის სრულად განდევნისთვის ემზადება. „ჯერჯერობით მთავარი მოთამაშე კვლავ შეერთებული შტატებია, მაგრამ ყველაფერი ბაზრის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, ცალსახად იმის თქმა, რომ ამერიკული გაზი რუსული გაზის ნაწილს ჩაანაცვლებს, ასე არ არის“, – აცხადებს ენერგეტიკოსი. ის დარწმუნებულია, რომ კატარი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მომავალში. „ისინი იქ ავითარებენ წარმოებას, იზიდავენ ამერიკულ და ევროპულ კომპანიებს“, ...

Read More »

რუსეთი აკრძალავს ნავთობის მიყიდვას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ ფასის ზედა ზღვარს

რუსეთი აკრძალავს ნავთობის მიყიდვას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ ფასის ზედა ზღვარს. Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კრემლი უკვე ამზადებს პრეზიდენტის ბრძანებას. დადგენილება აკრძალავს ბიზნესის კეთებას როგორც კომპანიებთან, ასევე იმ ქვეყნებთან, რომლებიც შეუერთდებიან ფასების შეზღუდვის მექანიზმს. „გაურკვეველია, რა გავლენას მოახდენს ფასების ლიმიტი ან კრემლის საპასუხო განკარგულება ვაჭრობაზე“, – წერს გამოცემა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ბუნებრივ აირს არ მიაწვდის ...

Read More »