Tag Archives: #რუსეთი

ევროკომისარი: ევროკავშირს შეუძლია, რუსეთიდან გაზის მიწოდება განახლებადი ენერგიით ჩაანაცვლოს

ევროკავშირს შეუძლია რუსეთისგან მიღებული გაზის დარჩენილი მოცულობები განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიით ჩაანაცვლოს. ამის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა კადრი სიმსონმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. „ჩვენ კვლავ ვიღებთ გარკვეულ გაზს რუსეთიდან, მაგრამ შეგვიძლია ის განახლებადი ენერგიით ჩავანაცვლოთ,” – თქვა კადრი სიმსონმა. მანამდე ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ გასული წლის 8 თვის განმავლობაში რუსეთიდან ევროკავშირში გაზის მიწოდების მოცულობა 80%-ით შემცირდა. ...

Read More »

„უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის კოლაფსი ნებისმიერ წამს შეიძლება მოხდეს“ – ვიტალი კლიჩკო

უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის კოლაფსი ნებისმიერ წამს შეიძლება მოხდეს, – ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. „ჩვენ არ ვსაუბრობთ კოლაფსზე, მაგრამ ეს ნებისმიერ წამს შეიძლება მოხდეს, რადგან რუსეთის განმეორებით სარაკეტო დარტყმას შეუძლია გაანადგუროს ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურა ჩვენს მშობლიურ ქალაქში, კიევში და არა მხოლოდ კიევში, სხვა ქალაქებშიც. ახლა კიევში ენერგიის დაახლოებით 30%-იანი დეფიციტი გვაქვს“, – აღნიშნა კიევის მერმა Reuters-თან ინტერვიუში. მისი თქმით, ...

Read More »

რუსეთმა ყაზახეთისა და უზბეკეთის გაზსადენების დათმობა მოითხოვა

რუსეთი ცდილობდა მიეღო ყაზახეთისა და უზბეკეთის გაზის ტრანსპორტირების სისტემები, წერს Gazeta.uz არაერთ წყაროზე დაყრდნობით. მათი თქმით, თავიდან მოსკოვმა შესთავაზა თავისი გაზის მიწოდება ყაზახეთის გავლით ცენტრალური აზია-ცენტრი მილსადენით. „რუსული მხარის მთავარი პირობა იყო უზბეკეთის გაზის გადაცემის სისტემის საბაზრო ღირებულებით „გაზპრომის“ საკუთრებაში გადაცემა. მსგავსი მოთხოვნა წაუყენეს ნაციონალურ კომპანია Kazakgaz-მა, რომელიც არ დათანხმდა მსგავს პირობებს“, – აღნიშნავს გაზეთი. წყაროები ამბობენ, რომ რუსეთმა ასევე ...

Read More »

ესტონეთმა დასავლეთს რუსული ნავთობის ფასის მაქსიმუმის შემცირება მოსთხოვა

დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინას მეტი იარაღი უნდა მისცენ, ასევე შეამცირონ რუსული ნავთობის ფასის ზღვარი. ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა 12 იანვარს განაცხადა. მის განცხადებას ესტონეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. კალასის თქმით, უკრაინას უფრო ინტენსიური სამხედრო დახმარება სჭირდება. მან ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, კიევს იარაღის არსებული მარაგის ნაწილი გადასცენ. “უკრაინაში ომის დასრულებამდე შორია. რუსეთის სტრატეგიული მიზნები არ შეცვლილა: უკრაინის განადგურება და ევროპის უსაფრთხოების წესრიგის გადაწერა. ...

Read More »

სანქციების მიუხედავად კრემლი ყოველდღიურად საწვავის გაყიდვით 640 მლნ ევროს შოულობს

ნავთობის ფასის ლიმიტი და ევროკავშირის შემდგომი სანქციები რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე, როგორც ჩანს, ძალაში შედის, ნათქვამია ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის (CREA) ახალი კვლევაში. ამჟამად რუსეთი დღეში 160 მილიონ ევროს კარგავს, თებერვალში კი ეს რიცხვი 280 მილიონ ევრომდე გაიზრდება. ამის მიუხედავად, კრემლი ყოველდღიურად წიაღისეული საწვავის გაყიდვით მაინც 640 მილიონ ევროს შოულობს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle წერს. წყარო: commersant.ge

Read More »

აშშ რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის წინააღმდეგ ახალ სანქციებს განიხილავს

აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებენ. ამის შესახებ ნათქვამია The Wall Street Journal-ის მასალაში, რომელიც 11 იანვარს გამოქვეყნდა. კერძოდ, აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებს სურთ ნავთობპროდუქტების ფასის ორი ზღვარი დააწესონ. ერთი ფასი დაწესდება ძვირადღირებულ ნავთობპროდუქტებზე, მეორე – იაფზე. გამოცემის ცნობით, აშშ-ის ხაზინის წარმომადგენლები ევროპაში შეხვედრებს მართავენ და მომავალი სანქიცების დეტალებს განიხილავენ. სანქციები 5 თებერვლიდან ამოქმედდება. ისევე, ...

Read More »

უკრაინის ენერგოსისტემა მუდმივი თავდასხმის ქვეშ არის

რუსული ძალების მიერ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე მიტანილი უწყვეტი სარაკეტო და საარტილერიო იერიშების ფონზე, უკრაინელი ელექტრიკოსები ცდილობენ, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას. სწორედ ამ ადამიანების დამსახურებით უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში მაინც მიეწოდება ელექტროენერგია. უკრაინის ერთ-ერთი ელექტროსადგური უკვე რამდენიმე თვეა, რაც რუსი სამხედროების მიერ იბომბება, მიუხედავად ამისა, სადგური მუშაობს და მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფას მაინც ახერხებს. სადგურის ტერიტორია სავსეა რუსული რაკეტების ნარჩენებით, ელექტრიკოსთა ...

Read More »

ყოველდღიურად რამდენ მილიონ დოლარს კარგავს რუსეთი ნავთობზე ფასის ჭერის დაწესების შემდეგ

ჰელსინკის ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის (CREA) თანახმად, დასავლეთის მიერ დაწესებული ფასის ჭერი რუსულ ნავთობზე კრემლს ყოველდღიურად 160 მილიონი ევრო (172 მილიონი დოლარი) უჯდება.  ეს მაჩვენებელი, 5 თებერვლიდან, როდესაც შეზღუდვა ნავთობპროდუქტებზე გავრცელდა, დღეში 280 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. CREA-ს თანახმად, თუ ფასის ზღვარი კიდევ შემცირდება 60 დოლარიდან 25-35 დოლარამდე ბარელზე, ეს შეამცირებს რუსეთის ნავთობის შემოსავალს მინიმუმ €100 მილიონით. სხვა შემოთავაზებული ...

Read More »

ჩინეთი იშვიათი კლასის რუსულ არქტიკულ ნავთობს ყიდულობს

ჩინეთი იშვიათი არქტიკული კლასის რუსული ნავთობის იმპორტს ახორციელებს. საუბარია Arco, Novy Port და Varandey-ზე. ამის შესახებ Bloomberg ანალიტიკურ კომპანია Vortexa-ს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსული ნავთობის ფასის ზღვრის (ბარელზე $60) შემოღებამდე ეს კლასები ევროპაში ექსპორტზე იყო ორიენტირებული. ჩინეთმა არქტიკული ნავთობის სამი გადაზიდვა იყიდა იანვრის ან თებერვლის მიწოდებისთვის, იტყობინება Bloomberg. თუმცა, Vortexa-ს ცნობით, პეკინმა პირველი მიწოდება ნოემბერში მიიღო. ანალიტიკოსები ...

Read More »

რუსული ნავთობის, Urals-ის ფასი $40-ზე დაეცა

6 იანვარს რუსეთის ფედერაციის მიერ ექსპორტირებული ნავთობის მთავარი ბრენდის, Urals-ის ფასი ბალტიის ზღვის პრიმორსკის პორტში ბარელზე 37.8 დოლარი იყო. ამის შესახებ Bloomberg-მა ორშაბათს, Argus Media-ს მიერ მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით დაწერა. ამავდროულად, იმავე დღეს ჩრდილოეთ ზღაში Brent-ის ღირებულებამ 78.57 დოლარი შეადგინა, რაც ორჯერ მეტია Urals-ის ფასზე. პარასკევს რუსული ნავთობის ფასი ასევე G7-ის ქვეყნების მიერ დაწესებულ “ფასის ზღვარზე”, ბარელზე 60 დოლარზე საკმაოდ დაბალი ...

Read More »