Tag Archives: #რუსეთი

რომელი ქვეყნები ყიდულობენ რუსეთისგან ნედლ ნავთობს

უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საზღვაო ნავთობის ექსპორტი რუსეთიდან ინდოეთში 14-ჯერ გაიზარდა ხოლო ჩინეთში 1,6-ჯერ. სააგენტო Anadolu მონაცემებს ლონდონში დაფუძნებულ (რეალურ დროში მონაცემთა თვალთვალის კომპანია) Vortexa-ზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ნედლი ნავთობის გადაზიდვის მარშრუტი თანდათან შეიცვალა. თუ გასულ წელს ინდოეთს რუსეთიდან დღეში მაქსიმუმ 35 000 ბარელი ნედლი ნავთობი შემოჰქონდა, მაშინ იანვარ-თებერვალში შესყიდვები პრაქტიკულად გაქრა. რუსული ნავთობი ფასდაკლებით გაყიდვის ...

Read More »

რეზნიკოვი უკრაინის ენერგეტიკულ ინდუსტრიაზე რუსეთის თავდასხმის მიზანს ასახელებს

რუსეთის ძალები აგრძელებენ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას, რადგან მათ იმედი აქვთ, რომ უკრაინა იძულებული იქნება, ჩაერთოს მოლაპარაკებებში. ამის შესახებ ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა. ისინი ვერ აღწევენ უპირატესობებს ბრძოლის ველზე, ამიტომ იბრძვიან მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მათი მიზანია, ზამთრის პერიოდში ჩაგვაგდონ სიბნელესა და სიცივეში, რომ დავნებდეთ; რომ წესრიგი და  სტაბილურობა ვერ შევინარჩუნოთ, შემდეგ კი, მათი გეგმის მიხედვით, შეიძლება მოლაპარაკებებისთვის გზები მოვიძიოთ“, – აღნიშნა ...

Read More »

თურქეთის სრუტეებთან ნავთობის ტანკერების გადაადგილება კვლავ შეზღუდულია, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეალიზაციას ხელს უშლის

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, თურქეთის სრუტეებთან ნავთობის ტანკერების გადაადგილება კვლავაც შეზღუდულია, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეალიზაციას უშლის ხელს. როგორც „როიტერი“ წერს, თურქეთის საზღვაო უწყებამ განაცხადა, რომ არ დაუშვებს თურქეთის ტერიტორიულ წყლებში ნავთობმზიდ გემებს, რომელთა ეკიპაჟიც ვერ წარმოადგენს სადაზღვევო კომპანიების წერილობით გარანტიას. ამ წერილის წარდგენის სავალდებულო წესი თურქეთში თვის დასაწყისიდან ამოქმედდა. თავის მხრივ, სადაზღვევო კომპანიებში აცხადებენ, რომ თურქეთის მიერ მოთხოვნილ დოკუმენტებს ვერ წარადგენენ, ...

Read More »

პუტინი: “რუსეთი არ მიჰყიდის ნავთობს იმ ქვეყნებს, რომლებმაც მასზე ზღვრული ფასი დაადგინეს”

რუსეთი არ მიჰყიდის ნავთობს არამეგობრულ ქვეყნებს, რომლებიც მასზე ზღვრულ ფასს ადგენენ, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა. 5 დეკემბერს დასავლეთის ნავთობის სანქციები შევიდა ძალაში, რომლის მიხედვით ევროკავშირმა შეწყვიტა საზღვაო ტრანსპორტით რუსული ნავთობის მიღება, ხოლო G7-ის ქვეყნებმა, ავსტრალიამ და ევროკავშირმა საზღვაო ტრანსპორტისთვის ზღვრული ფასი დააწესეს, ბარელზე 60 დოლარის ოდენობით. „რაც შეეხება ჩვენს რეაქციას, როგორც უკვე ვთქვი, უბრალოდ, არ გავყიდით იმ ქვეყნებში, ...

Read More »

პუტინი: “რუსეთი ნავთობზე ზღვრული ფასის დადგენას სულ მალე უპასუხებს”

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთის მიერ რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის დაწესებას მოსკოვი უახლოეს დროში უპასუხებს. მისი თქმით,„კონკრეტული ნაბიჯები გაწერილი იქნება რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებაში, რომელიც უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება“. პუტინმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ნავთობს არ მიჰყიდის იმ ქვეყნებს, რომლებიც “ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ”. მისი თქმით, ფასის ლიმიტის შემოღებიდან რუსეთის “არცერთ შემთხვევაში არ დაზარალდება”. რუსეთის მეთაურის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანა ...

Read More »

“ენერგოატომი”: რუსეთმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე, მე-6 ბლოკთან “გრადები” განალაგა

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, “გრადის” სისტემები შეიტანეს და მე-6  ​ენერგობლოკთან, გადამუშავებული ბირთვული საწვავის საცავის ახლოს განალაგეს. შესაბამის ინფორმაციას “ენერგოატომის” პრესსამსახური ავრცელებს. აღნიშნულია, რომ მე-6 ბლოკთან და ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ნებისმიერი აქტივობა დაარღვევს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების წესებს და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ პირობებს. „ენერგოატომში“ მიაჩნიათ, რომ რუსული მხარე პროვოკაციას ამზადებს და “გრადები” შესაძლოა, იყოს გამოყენებული ნიკოპოლისა და მარგანეცის დასაბომბად. ...

Read More »

სტამბულში, ერდოღანისა და გაზპრომის ხელმძღვანელის დახურული შეხვედრა შედგა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსული ენერგოკომპანია „გაზპრომის“ გამგეობის თავმჯდომარე ალექსეი მილერი მიიღო. თურქული მედიის ცნობით, შეხვედრა სტამბულში, ვაჰტედინის რეზიდენციაში შედგა. მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. მანამდე, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, თურქეთში გაზის ჰაბის შექმნის საკითხი განიხილეს, რომლის მეშვეობითაც, რუსეთის ფედერაცია გაზის ტრანზიტის „ჩრდილოეთის ნაკადიდან“ შავი ზღვის რეგიონში და თურქეთში გადატანას გეგმავდა.

Read More »
გაზპრომის მიზანია, საქართველოდან აზერბაიჯანული გაზის გააძევოს

ნავთობის შემდეგ საფასო ჭერს რუსულ გაზზეც დააწესებენ

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, ევროპაში ენერგორესურსების მხრივ რთული ვითარებაა. უკვე რამდენიმე თვეა გაზის ტარიფი პიკზეა, რის გამოც ევროკავშირმა ბუნებრივ აირზე ზღვრული ფასის დაწესების საკითხის განხილვა დაიწყო. ისინი ღირებულების შემცირებას განიხილავენ. თუ ნავთობის შემდეგ გაზზეც დაწესდება ზედა ზღვარი, რა შეიძლება მოჰყვეს ამას რუსეთის მხრიდან? ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გაჩნდა საშიშროება, რომ ევროპისთვის ზამთარი რთული გადასატანი იქნებოდა. უკვე 10 თვეა, ...

Read More »

ნავთობის ფასების ვარდნის ფონზე რუსეთში საბიუჯეტო დეფიციტი გაორმაგდა

ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი, მიმდინარე წლის შედეგებით, საპროგნოზო მაჩვენებელს ორჯერ გადააჭარბებს, – განაცხადა რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა. კერძოდ, მთავრობის ხარჯები შემოსავლებს მშპ-ის 2%-ის ტოლი თანხით გადააჭარბებს, ზაფხულში პროგნოზირებული 0,9%-ის ნაცვლად. “წლის ბოლოს საკმაოდ მნიშვნელოვანი საბიუჯეტო ხარჯები გველის. საბიუჯეტო “ხვრელის” ამოვსებას ვალის აღებითა და ეროვნული კეთილდღეობის ფონდის სახსრების მეშვეობით ვგეგმავთ” – აღნიშნა სილუანოვმა. ცნობისთვის: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მთელი წლის განმავლობაში ...

Read More »

ევროკავშირი გაზის ფასის ლიმიტის დაწესებას განიხილავს

5 დეკემბერს საღამოს, ევროკავშირში ჩეხეთის წარმომადგენლობამ წარმოადგინა წინადადება ევროკავშირისთვის გაზის ღირებულების შეზღუდვის შესახებ, თუ ის 1 მგვტ/სთ-ზე 220 ევროს (2321 ევრო 1000 მ³-ზე) გადააჭარბებს ხუთი დღის განმავლობაში. ამ ინფორმაციას Reuters 6 დეკემბერს, დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტო წერს, რომ ევროკავშირის დიპლომატები წინადადებას 7 დეკემბერს განიხილავენ. Reuters-ის თანამოსაუბრეები ამბობენ, რომ გაზის ფასის ლიმიტის მოწინააღმდეგე ქვეყნების პოზიციები (მაგალითად, გერმანია) არ შეცვლილა, რაც ნიშნავს, რომ შეთანხმება ...

Read More »